41 წლის იენსი: ფეხბურთი არ მეთმობა, თამაში მინდა!
ადრეც გაუწყეთ, რომ მანუელ ნოიერის „ბაიერნში“ გაყიდვის შემდეგ, „შალკეს“ ხელმძღვანელები სერიოზულად დაფიქრდნენ 41 წლის იენს ლემანის გადაბირებაზე, რომელმაც კარიერა შარშან დაამთავრა, თუმცა ამ სეზონის მიწურულს ლონდონის „არსენალში“ ცოტა ხნით დაბრუნდა. ახლა კი, ვეტერანი მეკარის გადაბირების სურვილი გელზენკირხენელებმა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს.

„მე ყოველთვის ვამბობდი, თუ ნოიერი დაგვტოვებს, ახალ მეკარეს ვიყიდით მეთქი, - უთხრა „შალკეს“ სპორტულმა დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმა „შპორტ ბილდს“, - ჩვენ არაერთ ვარიანტს განვიხილავთ, რომელთა შორის ერთერთი უმთავრესი იენს ლემანის კანდიდატურაა.“

თუმცა ჰელდტი, რომელიც „შტუტგარტის“ მენეჯერი სწორედ იმ დროს იყო, როცა ლემანი შვაბური კლუბის ღირსებას იცავდა, იმასაც ამბობს, ჯერ გადაწყვეტილი არაფერიაო: „იენსს რამდენიმე ვარიანტი აქვს, პირველ რიგში კი კარგად უნდა დაფიქრდეს და გადაწყვიტოს, უნდა თუ არა საერთოდ ფეხბურთის თამაშის გაგრძელება.“

არადა, ნოიერის გაყიდვის შემდეგ „შალკემ“ ფრანკფურტის „აინტრახტის“ მეარე რალფ ფერმანი გადაიბირა, რის გამოც ყველამ იფიქრა, რომ გელზენკირხენში ნოიერს სწორედ ეს უკანასკნელი შეცვლიდა. ახლა კი დიდი შანსია, რომ ფერმანი „შალკეს“ პირველი ნომერი არ გახდეს, რადგან ლემანს აქვს იმის ამბიცია, რომ ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, იენსი კარიერის გაგრძელებაზე („შალკეში“, თუ სადმე სხვაგან) მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ თამაშის გარანტიას მისცემენ და რაკი ჰელდტმა ლემანით დაინტერესება დაადასტურა, ფაქტია, რომ „შალკეში“ სერიოზულად ფიქრობენ იმაზე, რომ მომავალ სეზონში გუნდის კარში სწორედ 41 წლის ლემანი ჩადგეს.

გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იურგენ კლინსმანი ფიქრობს, რომ მიუხედავად დიდი ასაკისა, ლემანს თავისუფლად შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში. „მე მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშებს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სათადარიგოთა სკამის ხეხვას არ დათანხმდება, რაც გასაკვირი სულაც არაა, რადგან იენსი უკვე 41 წლისაა,“ - აცხადებს კლინსმანი „შპორტ ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

სამაგიეროდ, ლემანის ბუნდესლიგაში დაბრუნებას სკეპტიკურად უყურებენ ლეგენდარული გერმანელი მეკარე ტონი შუმახერი და გერმანიის ნაკრების დღევანდელი თავკაცი იოახიმ ლიოვი. „37 წლის ვიყავი, როცა კიდევ ერთხელ დავთანხმდი „ბაიერნში“ თამაშს და სხვათა შორის, კარგადაც ვიასპარეზე, მაგრამ ლემანი 41 წლისაა, ოთხი წელი კი ასეთ დროს საკმაოდ დიდი სხვაობაა,“ - ამბობს შუმახერი.

„სიმართლე გითხრათ, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ იენსი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, მაგრამ არ ვიცი, რამდენად აქვს აზრი ასეთი ნაბიჯის გადადგმას „შალკეს“

მხრიდან. ლემანი მეორე ნომრობას არასდროს დათანხმდება და მისი გუნდში მისვლა არაჯანსაღ კონკურენციას შექმნის,“ - ეს კი ლიოვის სიტყვებია.

იენს ლემანს ბუნდესლიგაში 394 თამაში აქვს ჩატარებული, ბოლოს კი 2010 წელს, „შტუტგარტის“ რიგებში ასპარეზობდა. თუ იენსი ბუნდესლიგაში დაბრუნდება (შალკეში ერთხელ უკვე თამაშობდა:L1988-დან 1998 წლამდე), უნიკალური რეკორდის დამყარების შანსი გაუჩნდება. ნოემბერში ლემანი 42 წლის ხდება. ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი მეკარეები კი ტონი შუმახერი (42 წლის და 2 თვის) და ული შტაინი (42 წლის და ხუთი თვის) იყვნენ.

რატომ არ შედგა "ბაიერნში" ოსიმენის ტრანსფერი?
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება