ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ტოდტი აცხადებს, რომ ბაჰრეინის გრანპრის დაბრუნება ამ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის დაწვრილებით შესწავლის შემდეგ გადაწყვიტა
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ტოდტი აცხადებს, რომ 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარში ბაჰრეინის გრანპრის დაბრუნება ამ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის დაწვრილებით შესწავლის შემდეგ გადაწყვიტა.

"ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი ბაჰრეინში ხვდებოდა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წევრებს, - განაცხადა ტოდტმა BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში. - მას უამრავ ადამიანთან ჰქონდა შეხვედრა და მხოლოდ ამის შემდეგ შეადგინა დასკვნა, რომელსაც ერთხმად დავუჭირეთ მხარი".

მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაცია Avaaz-მა გაავრცელა საკუთარი განცხადება, სადაც ფედერაციის ცნობებისგან რადიკალურად განსხვავებული ფაქტებია მოყვანილი.

"აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს ფედერაციის მტკიცება იმის შესახებ, თითქოს ბაჰრეინში სიმშვიდე აღდგა და ცხოვრება ნორმალურ რითმს დაუბრუნდა, - ამბობს Avaaz-ის დირექტორი ალექს უილქსი. - ბოლო კვირას მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა, დახოცა და დაასახიჩრა ათობით ადამიანი".

ბრიტანული გამოცემა "ავტოსპორტი" ასევე იტყობინება, რომ Avaaz-ის აქტივისტებმა დაახლოებით 450 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს მოწოდებით - ბოიკოტი გაუმოცხადონ ბაჰრეინის გრანპრის.

ჟან ტოდტის სიტყვებით, ფედერაცია გააგრძელებს ამ ქვეყანაში მოვლენათა განვითარებისთვის თვალყურის დევნებას: "თუ ჩვენ მყარ მტკიცებულებებს მოგვაწვდიან იმაზე, რომ სიტუაცია დაიძაბა და იქ ჩასვლა რისკთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ".

ჯერჯერობით ჩემპიონატში მონაწილე არც ერთ საჯინიბოს კომენტარი არ გაუკეთებია შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ასოციაცია FOTA-მ, რომელიც HRT-ის გარდა ყველა გუნდს აერთიანებს თავის რიგებში, მოკლე განცხადება გაავრცელა: "FOTA-ის უკლებლივ ყველა წევრი აღიარებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფედერაციის მსოფლიო საბჭომ მიიღო. იმედია, საკითხს ჩვენს ორგანიზაციიასთან ერთად განიხილავენ, რის შემდეგაც იქნება შემუშავებული ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მკაფიო პოზიცია".

თუმცა იმავე BBC-ის ინფორმაციით, "ფერარის" ხელმძღვანელმა სტეფანო დომენიკალიმ ფედერაციის სხდომის დროს ბაჰრეინის გრანპრის დაბრუნებას დაუჭირა მხარი. იგივე პოზიცია დაიკავა "ფორს ინდიას" მფლობელმა ვიჯეი მალიამ.

გუშინვე ტოდტმა 2012 წლის სეზონის კალენდარის შესახებ გააკეთა კომენტარი. ერთ-ერთ წინა ნომერში ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ საგაისო

ჩემპიონატის განრიგის წინასწარი ვერსია. კალენდარში სარეკორდო - 21 ეტაპია შეტანილი, თუმცა ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩემპიონატში 20 გრანპრი გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთ ქვეყანას უარი უნდა უთხრან.

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში. 21 თარიღი გვაქვს, მაგრამ მხოლოდ 20 ეტაპი ჩატარდება", - ამბობს ტოდტი.

თუმცა ფრანგი ჩინოვნიკი ვერ აზუსტებს, რომელი ეტაპი იქნება ზედმეტი. ვარაუდობენ, ეს შეიძლება იყოს ბაჰრეინი, თურქეთი ან აშშ.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა