ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კახა კაშია: ევროტურნირებზე ერთმატჩიანი თამაშები დადებითი კუთხითაც შეიძლება განვიხილოთ

კახა კაშია: ევროტურნირებზე ერთმატჩიანი თამაშები დადებითი კუთხითაც შეიძლება განვიხილოთ

"საბურთალოს" აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ კლუბის საიტთან ინტერვიუში მიმდინარე ჩემპიონატსა და კარსმომდგარ ევროტურნირებზე ისაუბრა.

- ბატონო კახა, პირველი წრე დასასრულს უახლოვდება. გათამაშების ცხრილს თვალი რომ გადავავლოთ ვნახავთ, რომ, როგორც ზედა, ასევე ქვედა პოზიციებზე სიმჭიდროვეა. როგორ შეაფასებთ მიმდინარე სეზონს „საბურთალოსთვის“?

- ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, იცით, რომ წლევანდელი ფორმატი შეცვლილია. 4 წრის ნაცვლად, პირველობა 2 წრედ ტარდება. ასეთ დროს, შეცდომის დაშვების უფლება არა გაქვს. თითოეული მოპოვებული ქულა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი წრის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. ამ დროისთვის ლიდერთა შორის ვიმყოფებით, თუმცა წინ დიდი ბრძოლები გველის.

არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელს მსოფლიოში რთული მდგომარეობა იყო. სასიხარულოა, რომ საქართველოში მეტ-ნაკლებად სტაბილური მდგომარეობაა, რისთვისაც მადლობა ეკუთვნით იმ ადამიანებს, ვინც ამ პროცესებში უშუალოდ იყვნენ ჩართულნი. ასევე, მადლობა სამთავრობო სტრუქტურებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობდნენ საქართველოში ფეხბურთი რომ განახლებულიყო.

- „საბურთალო“ გეზს არ უხვევს და თავის აღზრდილ ფეხბურთელებს ჯერ პირველ გუნდში აწინაურებს, შემდეგ კი გზას ევროპაში უხსნის. უფრო ახლოს გაგვაცანით ის ფეხბურთელები, რომლებსაც წლეულს შანსი მიეცათ ძირითად გუნდში თავის დამკვიდრების…

- რამდენიმე ახალგაზრდას მიეცა პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობა. თუ გიორგი გულიაშვილი წინა სეზონში სტაბილურად ვარჯიშობდა და რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კიდევაც, პირველი ნაბიჯები გადადგეს და რამდენიმე შეხვედრაში განაცხადში იყვნენ „საბურთალო“-2-ის ფეხბურთელები: შოთა ნონიკაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, თორნიკე მეგრელიშვილი და თემურ გაბუნია. პერსპექტიული ფეხბურთელები არიან, იმედია ნდობას გაამართლებენ. ახლა ჯერი მათზეა. „საბურთალო“ აღებულ გეზს არ ღალატობს და მაქსიმალურად ცდილობს თავისი აღზრდილი ფეხბურთელებით იასპარეზოს უძლიერესთა რიგებში, რა თქმა უნდა, რამდენიმე გამოცდილ ფეხბურთელთან ერთად. გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინ მიღწეული შედეგები - ჯერ ჩვენი აღზრდილებით მოვახერხეთ უმაღლეს ლიგაში გადასვლა, შემდეგ კი სხვადასხვა ტიტულების მოგება.

- ლუკა ლაკვეხელიანი დაემშვიდობა გუნდს, ის მომავალში უცხოეთში ითამაშებს. იყო კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან სურვილი, რომ ევროტურნირებამდე დარჩენილიყო?

- მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გვქონდა, გამოჩნდა უნგრეთის რეალური წინადადება და ხელი შევუწყვეთ ფეხბურთელის განვითარებას. ლაკვეხელიანის გამოცდილება კარსმომდგარ ევროტურნირებზე ძალიან წაგვადგებოდა, თუმცა ისევ და ისევ ფეხბურთელის უკეთეს ხვალინდელ დღეზე გავაკეთეთ აქცენტი. რომ გავიხსენოთ 2018 წელი, როდესაც ჩემპიონები გავხდით, პირველობა ჩვენი ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ხარაიშვილის გარეშე მოვიპოვეთ. ჩავთვალეთ, რომ მისი წინსვლისთვის უკეთესი იქნებოდა კარიერა შვედეთის ერთ-ერთ ტიტულოვან კლუბ “გიოტებორგში” გაეგრძელებინა, რაც ჩვენი აზრით, სწორი ნაბიჯი იყო.

- „ლოკომოტივთან“ გიორგი კოხრეიძემ ტრავმა მიიღო, რაც გუნდისთვის დიდი დანაკლისია. ვინმეს დამატებას ხომ არ გეგმავთ?

- სავარაუდოდ, გიორგი კოხრეიძემ სერიოზული ტრავმა მიიღო, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენთვის დიდი დანაკლისია. მიმდინარეობს სიღრმისეული კვლევები და რამდენიმე დღეში საბოლოოდ გვეცოდინება, თუ რა სიმძიმისაა ტრავმა.

გიორგის ტრავმამდეც გვქონდა ტრანსფერებზე დაწყებული მუშაობა, რადგან გაძლიერება გვჭირდებოდა. პანდემიამ ძალიან გაართულა კვალიფიციური ფეხბურთელის ჩამოყვანა, არსებობს სხვადასხვა პრობლემები. მიუხედავად ამისა, ვაგრძელებთ ტრანსფერებზე მუშაობას.

- საინტერესოა, ევროტურნირებზე სად ითამაშებს „საბურთალო“ იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრამ მასპინძლის სტატუსი არგუნა?

- წლეულს გადავწყვიტეთ, რომ იმ შემთხვევაში თუ მასპინძლის სტატუსი გვექნება, საშინაო შეხვედრები გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩავატაროთ.

- რამდენიმე დღეში ევროტურნირების კენჭისყრა შედგება, სადაც „საბურთალოს“ მეორედ მოუწევს ასპარეზობა. როგორია მოლოდინი და რას იტყვით ერთმატჩიან დაპირისპირებაზე?

- როგორც იცით, განუთესავები ვიქნებით. წინასწარ არ ვიცით ვის შევხვდებით, თუმცა ცხადია, მეტოქე ძლიერი გუნდი გვეყოლება. მიუხედავად ამისა, გვსურს წარმატებულად ვიასპარეზოთ, გავახაროთ ქვეყანა და ჩვენი გულშემატკივარი.

რაც შეეხება ერთმატჩიან შეხვედრებს - დადებითი კუთხითაც შეიძლება განვიხილოთ. ასეთი თამაშები ფინალივითაა, ერთი შეხვედრა ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება წარმატებით ჩაატარო, ეს იქნება შინ თუ სტუმრად. პანდემიიდან გამომდინარე, უეფას რეგულაციები საკმაოდ მკაცრია, განსხვავდება საშინაო და საგარეო მატჩები. სამზადისს იმის მიხედვით დავწიყებთ, სად ვითამაშებთ მატჩს - საკუთარ კედლებში თუ სტუმრად.

- გიორგი ქოჩორაშვილზე მინდა გკითხოთ - ბოლო წლებში იშვიათობაა, ასეთ ტოპ-ლიგის ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელის თამაში. ის პირდაპირ „საბურთალოს“ აკადემიიდან გადავიდა ესპანეთში. როგორ აღმონდა „ლევანტეში“, შეგიძლიათ გაიხსენოთ?

- გიორგი ქოჩორაშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. იშვიათობაა, რომ ფეხბურთელი პირდაპირ აკადემიიდან აღმოჩნდეს ასეთი დონის ჩემპიონატში. იცით, რომ საკმაო კავშირები გვაქვს ესპანეთთან და სხვა წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების წარმომადგენლებთან. როდესაც ესპანეთში გაემგზავრა, ჯერ „ჟირონაში“ იყო, შემდეგ კი „ლევანტეში“. გიორგიმ თავისი შრომით, ბრძოლისუნარიანობით თავი კარგად წარმოაჩინა, რის შემდეგაც შანსი მისცეს პირველ გუნდში თავის დამკვიდრების. ძალიან დიდი მოვლენაა და წარმატება მთლიანად ჩვენი ფეხბურთის. ლა ლიგაში რომ ქართველი თამაშობს, საამაყო ფაქტია. ვულოცავ გიორგის ამ წარმატებას. ვიცი, რომ მიღწეულს არ დაჯერდება. მომავალში კიდევ უფრო წინსვლას ვუსურვებ.

- ეროვნულ ლიგაში ბევრი მწვრთნელია, ვისაც სხვადასხვა დროს “საბურთალოში” წარმატებით უმუშავია…

- „საბურთალო“, არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ მწვრთნელების სამჭედლოცაა.

სწორად აღნიშნეთ: რომ გადავავლოთ თვალი, ვნახავთ, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ გუნდებში უმეტესად, „საბურთალოს“ ყოფილი მწვრთნელები არიან. “საბურთალოს” დაარსების საწყის ეტაპზე გია გეგუჩაძესთან ვთანამშრომლობდით. გიორგი ჭიაბრიშვილის სახელს უკავშირდება პირველ ლიგაში გამარჯვება, შემდეგ უძლიერესთა შორის ჩემპიონობა და თასის მოპოვება. რევაზ გოცირიძე, ასევე წარმატებით მუშაობდა „საბურთალოს“ დუბლშემადგენლობაში. გიორგი დეკანოსიძე კი, რომელიც ახლა „დინამოს“ მწვრთნელია, ჩვენი აკადემიის ხელმძღვანელი იყო, რომლის დროსაც ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა. სასიხარულოა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ახლა ჩამოვთვალე, თავიანთ კლუბებში ასევე წარმატებით მუშაობენ. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა მათგანს „საბურთალოში“ გატარებული წლებისთვის დიდ მადლობას გადავუხდი. მათ მომავალში კიდევ უფრო წინსვლას ვუსურვებ.

- „საბურთალო“ მოკლე დროში წარმატებული კლუბი გახდა - 2 წელიწადში 3 ტიტულის მოპოვება შეძლო. რა იქნება მომავალი მიზნები?

- მართალია, ყველა ტიტული მოვიპოვეთ, თუმცა კიდევ გვსურს ყულაბის შევსება. ამ თამასას, ქვემოთ არ დავწევთ, ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ყოველწლიურად ვეცდებით განვითარდეთ და უკეთ წარმოვაჩინოთ თავი. ასევე გვსურს, ევროტურნირებზე სტაბილურად ვითამაშოთ, გამოცდილება მივიღოთ და წარმატებისთვის ვიბრძოლოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ფეხბურთელის განვითარებისთვის.

fcsaburtalo.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...

მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს

წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს

"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა

"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა

წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა

ლეგენდები მიდიან. "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება - მამარდაშვილი ძირითადი მეკარე იქნება

18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ

პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს

U17 | სან მარინო 1:4 საქართველო

"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი

"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა

[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა

აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია

ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა

"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია

გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა

სერბი მწვრთნელი და გადახალისებული გუნდი - "საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორი სიახლეებს ახმოვანებს

[ექსკლუზივი] გიორგი ხარაიშვილი გერმანიაში მიდის

ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა

კახა კაშია: "საბურთალო" ესპანეთში ცსკა-სა და "ზენიტს" შეხვდება

[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა

კახა კაშია "საბურთალოს" დაემშვიდობა

U19. ბურსასფორი-საბურთალო 0:1 - რაც ყაზახმა არბიტრმა იკადრა... [VIDEO]

"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა

"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან

"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში

უეფას ახალგაზრდული ლიგა: საბურთალო ბურსასფორს დაუწყვილდა

ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს