"რუბინის" 19 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.

საუკეთესო ფეხბურთელი პრემიერლიგის გუნდების მწვრთნელებმა, კაპიტნებმა, "მატჩ პრემიერის" ხუთმა ექსპერტმა, ჟურნალისტებმა და რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა აირჩიეს.

"მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. ასეთი პრიზის მიღება დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც ყოველ მატჩში უნდა გავამართლო. რამდენად ძნელია მეტოქეთა მოტყუება? ეს რუსეთში მართლაც რთულია, ვინაიდან დაცვაში ყველა გუნდს ეხერხება თამაში, მაგრამ თუ შენ შემტევი ფეხბურთელი ხარ, ეს შენი საქმეა. რა თქმა უნდა, მოსამატებელი მაქვს, საჭიროა მეტი გოლი გავიტანო და ამით გუნდს მეტად დავეხმარო", - განაცხადა ხვიჩამ "Матч ТВ"-ის ეთერში.

ხვიჩამ ჩინებულად ჩაატარა სეზონის მეორე ნახევარი, "მატჩ პრემიერმა" ხუთჯერ აღიარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა, ორი პენალტი მოიპოვა და დრიბლინგებში ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა.

iolasha
ნამდვილად ზუსტი შეფასებაა ორივე ჩვენს იმედზე
გიო
კვარას ამბავი ძალიან სასიხარულოაა ფაქტია რომ რუსეთში უკვე აღიარეს კვარაცხელია და ახლა დროა ისე ითამაშოს რომ უკვე ევროპამაც აღიაროს და დიდ კლუბში წავიდეს მომავალში დიდი იმედი მაქვს რომ ჩაკვეც ათამაშდება და გიორგი ჩადგება იმ ფორმაში რაშიც ყველას გვინდა და საბა კვირკველიაც აკრიფავს ფორმას და დარწმუნებული ვარ ბელარუს გადავუვლით იმედი მაქვს რომ როგორც ბელგიაში წამოვიდა ოქროს თაობა ასე ნელ ნელა მოდის ქართულ ფეხბურთშიც ამისათვის ყველამ უნდა იმუშაოს მთავრობამაც ფედერაციამაც კერძო კლუბებმაც რომ უამრავი ტალანტია საქართველოში რომლებსაც პოვნა და ყურადღება სჭირდებათ 90 იან წლებში ქართველებს ევროპელ არგენტინელებს და ურუგვაელებს ეძახდნენ ისე თამაშობდენ ის ბიჭები და იმედი მაქვს ახალი თაობა იმ დონეზე ითამაშებს რაც ყველას გვინდა.

ყოჩაღ ხვიჩა. შრომა და კიდევ შრომა, ჯერ დიდი გზაა გასავლეი საწადელის მისაღწევად. ასე გააგრძელე პროგრესი.
ემიგრანტი
და მეგრულად რატო არ მიმართავენ ნეტა, მშობლიური მარგალური უფრო მეტად არ გვიყვარს თუ ენა შევიცვალეთ?
გიორგი
ძალიან ზუსტი და თან დროულად გაკეთებული ანალიზია. ეგაა, გაითვალისწინებენ მას თუ არა ჩვენებური ფეხბურთის მოყვარულები ეგ ცალკე საკითხია, თანაც ძალიან მძიმე საკითხია.
ჩემი აზრით
გრიგალავა უნდა იყოს დაცვაში. მანამდე მოირჩენს ტრამვას. ალბათ კაშია უნდა დაჯდეს მისი ბოლო დროინდელი ფორმიდან გამომდინარე ნახევარზე კანკავა უნდა იყოს. ასეთი მებრძოლი კაცი თუნდაც მარტო ხასიათის გამო უნდა იყოს მინდორზე. ცენტრში კიტეიშვილი გვილია ორივე მაგარ ფორმაშია, თან ორივე შემტევიცაა და ჩამშლელიც და დაფარავენ კარგად ცენტრა. ფლანგებზე თუ ჩაკვეტაძე კვარაცხელიას დააყენებს, ოქრიაშვილის ადგილი ავტომატურად აღარ არის. თორნიკე მაგარი ფეფხბურთელია და ნაკრებშიც კარგი თამაშები აქვს ხოლმე მაგრამ თავისი არაპროფესიონალიზმის გამო ჩაკვეტაძესთამ და კვარაცხელიასთან შედარებით აშკარად უფრო სუსტი არჩევანია. წინ გეთანხმები. ან ყაზაიშვილი ან ქვილითაია
მევარმე
ლორია კაკაბაძე კაშია კვირკველია ტაბიძე კანკავა/კიტეიშვილი გვილია ჩაკვეტაძე ოქრიაშვილი კვარაცხელია ყაზაიშვილი/ქვილითაია
დათო
ხვიჩას რაც ჭირდება, ეს არის ფიზიკა, ფიზ მომზადება უნდა ქონდეს უმაგრესი, მითუმეტეს მაგ სტილის ფეხბურთელს, ბარაბანს არ ურტყამენ იმდენს რაც მაგას ხვდება ფეხებში, ფიზიკა აუცილებლად რომ ტრამვებს გადაურჩეს. მეორე რაც ჭირდება ეს არის დარტყმა, ეს ჯარიმებს კარგად ურტყამს, გაჩერებულ ბურთზე ძაან კარგი დარტყმა აქვს, ამან უნდა დახვეწოს დარტყმა მოძრაობიდან და პლუს თავი უნდა აწიოს დარტყმამდე, 2-3 კაცს გაცდება ხოლმე და მერე მეკარეს არტყამს იმიტომ რომ ჩქარობს. პასი აუცილებლად ჭირდება, განსაკუთრებით საუბარია ბოლო პასზე, პასი კარგი აქვს, საგოლე პასებიც აკეთა მაგრამ მაგ კომპონენტშიც დახვეწა ჭირდება... დანარჩენი ყველაფერი აქვს, ტალანტია და ყველაზე მთავარი რაც აქვს ეს არის ხასიათი, ჟილკიანია, მონდომებულია, მებრძოლია, მშრომელია,ჭკვიანია, ამიტომაც ბევრს მიაღწევს... პ.ს ჩაკვე და ეს ორივე ერთ პოზიციაზე თამაშობს თუმცა განსხვავებული მოთამაშეები არიან და ორივე მაგარი საჭირო კაცია, ჩაკვეს აქვს ორი ძაან მაგარი რამ, ეს არის სტადიონის ხედვა და ბოლო პასი, განსაკუთრებით ბოლოს პასის კომპონენტი აქვს ძლიერი. ჩაკვე თამაშობს მაქსიმალურად გუნდურ ფეხბურთს, ათი შესაძლო შემთხვევიდან 8 ჯერ გააკეთებს პასს და 2 ჯერ შეიძლება აიღოს მის თავზე თამაში, ზედმეტს არაფერს არ აკეთებს, მარტივად აკეთებს ყველაფერს... ამიტომაც ის ვინც თვლის რომ თურმე ჩაკვე ჩამოწერილია იმიტომ ტრამვის გამო დიდი პერიოდი გაუცდა, აზრზე არ არის, 20 წლის ბიჭია, 20 წლისას იწყევს ზოგი ფეხბურთის თამაშს... რაც შეეხება კვარა, კვარას აქვს ძალიან დიდი ტექნიკური არსენალი, ყველა მხრიდან ატყუებს კაცს, წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ, ძაან მრავალფეროვანია მაგ ამბავში... მაგრამ კვარა 10 დან 8 შემთხვევში წავა გამწვავებაზე და 2 შემთხვევაში გააკეთებს პასს, ბალანსი უნდა მძებნოს გუნდურ და ინდივიდულარ თამაშს შორის, ჩაკვემ კიდე პირიქით მეტი ინდივიდულაიზმი უნდა გამოავლინოს, მთელ რიგ შემთხვევებში გასამწვავებელს არ ამწვავებს...ბალანსი აქვს ორივეს დასაჭერი, ორივე ძაან იდეალური კაცია და რავი რა ამათი იმედი მაქვს მე...
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
მარგალ! ხვიჩა არ გაჩერდე!
100%
სლუცკის რა ჰქვია დამავიწყდა, მადლობა ვუთხრათ ყველამ, ეკუთვნის.
გიოგიო
ამაზე რატო არაფერს ამბობთ თორნიკეზე, რომ ატეხეთ ერთი ამბავი ესეც ხო რუსეთში თამაშობს ახლა გახდა ხო წარმატება რუსეთის ლიგა რო საუკეთესო ახალგაზრდად დაგასახელებს.ხვიჩას კი დიდ წარმატებას ვუსურვებ მომავალში, კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მისით.
Gabo
Es ukve Didi warmatebaa!martlac ROM bravo!mtavaria tavshi ar auvardes.
gio
ჩერჩესამ არ იცოდა ხვიჩა რო ხაზზე იყო, ლესავოი თუ ვიღაც მეტყევე მომწონს,მთელი სეზონით თუ ჩავთვლით უკეთესი იყო-ო ..და ეს რო ჩაერთო ხო არ გეწყინა ხვიჩა-ო, უკან დაიხია და მერე "როგორა ხარ ჯიგარო-"ო ქართულად მიმართა:)
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან