ამ კვირას მიმდინარე ოთხი ტურნირის პირველი დღე საკმაოდ მდიდარი იყო საინტერესო მოვლენებით
ამ კვირას მიმდინარე ოთხი ტურნირის პირველი დღე საკმაოდ მდიდარი იყო საინტერესო მოვლენებით.

ლონდონში უკვე რამდენიმე განთესილი ჩოგბურთელი ჩაება ბრძოლაში. ამერიკელმა სემ კუერიმ ათი ეისი გააკეთა იაპონელი კეი ნიშიკორის წინააღმდეგ. ამ მხრივ კიდევ უფრო შორს წავიდა ესპანელი ფელისიანო ლოპესი, რომელმაც 18 ეისი ჩაუწოდა რუს დმიტრი ტურსუნოვს.

რაიან სვიტინგს ვერ უშველა ბრეიკ-პოინტების ასპროცენტიანმა რეალიზაციამ. მას ერთხელ მიეცა ხორვატი ივან ლუბიჩიჩის მოწოდების აღების შანსი და გამოიყენა კიდეც. სხვა მხრივ კი გამოცდილი ლუბიჩიჩი ერთი თავით მაღლა იდგა მეტოქეზე.

აღვნიშნავთ აგრეთვე თურქ მარსელ ილჰანის თამაშს, რომელმაც იმ დღეს 12 ეისი მიითვალა ჩეხი იან ჰაიეკის წინააღმდეგ და იოლად გაიარა პირველი წრის ბარიერი.

ჰალეს ტურნირიდან მთავარი ამბავი ის იყო, რომ ამ ქალაქში ჩასვლასა და შარშანდელ ფინალში გასვლისთვის მოპოვებულ სარეიტინგო ქულების დაცვას არ აპირებს როჯერ ფედერერი.

აქ გამართული მატჩებიდან უნდა გამოვყოთ გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერის გამარჯვება თავის თანამემამულე სედრიკ შტებესთან მატჩში, აგრეთვე ტაივანელი იენ-ჰსუნ ლუს მოგება ფინელ იარკო ნიემინენთან. ყველაზე საინტერესო მატჩი კი ხორვატმა ივან დოდიგმა და ესპანელმა პეპე რიბამ ითამაშეს. მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთი ბრეიკიც არ დაფიქსირებულა და მაყურებელმა ორი ტაი-ბრეიკი იხილა. მათი შედეგების მიხედვით უფრო ძლიერი დოდიგი აღმოჩნდა.

აღვნიშნავთ აგრეთვე, რომ ორივე მოთამაშემ ამ შეხვედრაში 13-13 ეისი შეასრულა. ხორვატმა შვიდი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, რიბას კი ასეთი მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა.

ბირმინგემში ქალთა ტურნირზე ასევე პირველი წრე დაიწყო და აქაც საქმეში რამდენიმე განთესილი ჩოგბურთელი ვიხილეთ. სტაბილურად აგებს პირველი რაუნდის მატჩებს იაპონელი კიმიკო დატე, რომელიც ახლოა კარიერის დასრულებასთან. აზიელს განთესვის მე-12 ნომერი ჰქონდა, მაგრამ მისი მეტოქე, გერმანელი საბინ ლისიცკი ბოლო დროს კარგად გამოიყურება, ამიტომაც მისი გამარჯვება სენსაციად არ ჩაითვლება.

გაცილებით უფრო მოულოდნელი შედეგი იყო ბოიანა იოვანოვსკის წაგება სარა გრონერთან - ამ სამსეტიან მატჩში გერმანელმა 12 ეისი ჩააწოდა, ზუსტად ორჯერ მეტი, ვიდრე მისმა მეტოქეს.

პირველ დღეს ყველაზე ცოტა მატჩი დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართა, თუმცა აქ მეორე ნომრად განთესილი კლარა ზაკოპალოვა გამოეთიშა ბრძოლას. მისი დამარცხება კატრინ ვიორლემ მოახერხა. თანაც გერმანელმა ძალიან იოლად და დამაჯერებლად გაიმარჯვა - ამისთვის მას მხოლოდ 64 წუთი დასჭირდა.

უიმბლდონამდე არაფერი შეიცვლება

კარიერაში მესამედ როლან გაროსის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაზარდა თავისი მონაგარი ATP-ის რეიტინგში, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხა პირველი ადგილიდან რაფაელ ნადალის ჩამოქვეითება, სამაგიეროდ, ძალიან მიუახლოვდა ესპანელს. 25 წლის რაფაელსა და 24 წლის ნოვაკს შორის სხვაობა მინიმალურია - მხოლოდ 45 ქულა (სწორედ ამდენ ქულას იძლევა "დიდი სლემის" ტურნირის მეორე წრეში გასვლა).

უკვე დანამდვილებით არის ცნობილი, რომ უიმბლდონამდე ჯოკოვიჩი ვერ მოახერხებს ნადალის გასწრებას. როგორც უკვე ვწერდით, სერბმა მუხლის მცირე ტრავმა მოიმიზეზა და უარი თქვა ამ კვირას ლონდონში თამაშზე. თავის მხრივ, ესპანელი ბრიტანეთის დედაქალაქში ითამაშებს და გამარჯვების შემთხვევაში, უმნიშვნელოდ (მაქსიმუმ - 160 ქული), მაგრამ შეძლებს ჯოკოვიჩზე უპირატესობის გაზრდას.

უიმბლდონზე კი რეიტინგის პირველი ადგილისთვის მართლაც დიდი ბრძოლა გაიმართება. შარშანდელ ჩემპიონს რაფაელ ნადალს იქ 2000 ქულის დაცვა მოუწევს, იმ დროს, როცა შარშანდელი ნახევარფინალისტი ჯოკოვიჩი მხოლოდ 720 ქულას იცავს. ცხადია, რომ ასეთ სიტუაციაში სერბს რეიტინგში პირველად გალიდერების ყველაზე რეალური შანსი გაუჩნდა. თუ ჯოკოვიჩი მოახერხებს ფინალში გასვლას, ის ნებისმიერ შემთხვევაში გახდება კლასიფიკაციის ლიდერი - ნადალთან გადამწყვეტი მატჩიც რომ წააგოს.

თავის მხრივ, როჯერ ფედერერს ამ მომენტში მესამე ადგილზე ზემოთ ასვლის შანსი არ გააჩნია, მაგრამ ვერც ამ პოზიციაში შეეცილება ვინმე.

როჯერმა პაუზა აიღო

გერმანული ჰალეს ტურნირის ხუთგზის ჩემპიონმა (2003-06, 2008), მსოფლიოს მესამე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა უარი თქვა ამ კვირას მიმდინარე ტურნირში თამაშზე. ამის შესახებ 29 წლის შვეიცარიელმა საკუთარ ვებგვერდზე დაწერა. როგორც "დიდი სლემის" ტურნირების 16-გზის ჩემპიონი ამბობს, მისი უარის მიზეზი საზარდულის ტრავმაა.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჰალეში ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ტურნირი ტარდება, მაგრამ ჩემს ორგანიზმს და ტრავმირებულ საზარდულს ახლა დასვენება სჭირდება. არ მინდა უიმბლდონის წინ რისკზე წასვლა, რადგან დაზიანების გამიზეზების საფრთხე არსებობს. ამიტომაც ჩემს გუნდთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე ტურნირიდან განაცხადი გამომეტანა", - აღნიშნა ფედერერმა, რომელმაც წინა დღეს როლან გაროსის ფინალი წააგო ესპანელ რაფაელ ნადალთან.

შეგახსენებთ, რომ როჯერმა შარშან ჰალეს ფინალამდე მიაღწია, მაგრამ იქ ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტთან წააგო. სხვათა შორის, შვეიცარიელს წლევანდელ გათამაშებაში პირველ წრეში უნდა ეთამაშა ლეიტონის წინააღმდეგ.

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა