საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთში გაემგზავრა, სადაც 10 ივნისიდან IRB-ს ერთა თასის გათამაშებაში იასპარეზებს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთში გაემგზავრა, სადაც 10 ივნისიდან IRB-ს ერთა თასის გათამაშებაში იასპარეზებს. რიჩი დიქსონმა თან ის მორაგბეები იახლა, ვისაც სხვადასხვა მიზეზების გამო "ბორჯღალოსანთა" რიგებში წლეულს თამაშმა იშვიათად მოუწია. მათ შორის ბევრი საკმაოდ სტაჟიანი და ბევრიც ახალბედა მოთამაშეა.

ბუქარესტული ბატალიები ამ მორაგბეებისთვის ბოლო შანსი იქნება ახალ ზელანდიაში, მსოფლიოს თასზე წამსვლელთა სიაში მოხვდნენ. კარლენ ასეიშვილი (ორიაკი), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები) და გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი) ეროვნული ნაკრების კვართს პირველად მოირგებენ.

"ბორჯღალოსანთა" რიგებს დაუბრუნდნენ ილია ზედგინიძე (სენ რაფაელი), გოდერძი შველიძე (მონპელიე), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), დიმიტრი ბასილაია (ობენა), ალექსანდრე თოდუა (ლელო), მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო) და დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), რომელმაც ახლახან "ბარბაროსების" შემადგენლბაში უელსის ნაკრებთან ითამაშა.

სიახლეა მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, რუმინეთის ეროვნული გუნდის ბანაკში. "მუხის ფოთლების" ფრანგმა მწვრთნელმა პიერ ანტონენმა ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი ოლივიე რიგლი მიიწვია. ის 2008 წლამდე საფრანგეთის ელიტური, პირველი დივიზიონის "ბიარიცში" მუსაობდა, მერე კი 2010 წლამდე მეორედივიზინელ "დაქსს" წვრთნიდა. რიგლი რუმინელებს IRB-ს ერთა თასსა და მსოფლიოს თასზე საასპარეზოდ მოამზადებს.

საქართველოს ნაკრები

შერკინება: ვასილ კაკოვინი (ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), გოდერძი შველიძე (მონპელიე), კარლენ ასეიშვილი (ორიაკი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები).

მეორე ხაზი: ილია ზედგინიძე (სენ რაფაელი), ვახტანგ მაისურაძე (სენ ნაზერი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი)

მესამე ხაზი: დიმიტრი ბასილაია (ობენა), სიმონ მაისურაძე (ვილერბანი), ზვიად მაისურაძე, გივი ბერიშვილი (ორივე-ლოკომოტივი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).

#9: ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ყოჩები)

#10: ლაშა ხმალაძე (ლელო)

#12-13: ირაკლი გიორგაძე (აია), გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი), რეზო გიგაური (ფიჟაკი), ალექსანდრე თოდუა (ლელო)

#11-14: ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია), ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი)

#15: ბესიკ ხამაშურიძე (აია), მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო)

IღB-ს ერთა თასი

10 ივნისი

რუმინეთი-ნამიბია, საქართველო-სამხრეთ აფრიკა კინგზი, არგენტინა A - პორტუგალია

15 ივნისი

საქართველო-არგენტინა AA, რუმინეთი-სამხრეთ აფრიკა კინგზი, პორტუგალია-ნამიბია

19 ივნისი

პორტუგალია-სამხრეთ აფრიკა კინგზი, საქართველო-ნამიბია, რუმინეთი-არგენტინა A.

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა