8 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის ორი 1/8-ფინალური მატჩი ჩატარდა და დიდებული მეოთხედფინალური წყვილიც გაირკვა.

"ნაპოლის" პრეზიდენტ დე ლაურენტისის მოთხოვნის მიუხედავად, შეხვედრა კატალონიაში გაიმართა და თამაშის წინ "ბარსას" კაპიტანმა მესიმ თქვა, რომ თუ მისი გუნდი რაღაცას არ შეცვლიდა, წარმატებას ვერ მიაღწევდა. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა გატუზომ ამ დაპირისპირებაში შესაძლო გამარჯვებას ევერესტზე ასვლა უწოდა.

დებიუტში მასპინძელთა დაცვამ შეცდომა დაუშვა და მერტენსმა ბურთი ძელს გაარტყა. აქედან მოყოლებული "ბარსამ" შეუტია, ჯერ ლანგლემ თავურით ანგარიში გახსნა, ხოლო შემდეგ საჯარიმოში წაქცეულმა მესიმ წამოდგომა და ურთულესი სიტუაციიდან ოსპინას კარის დალაშქვრა მოახერხა. ერთი სიტყვით, შუა პირველ ტაიმში "ნაპოლი" ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. 31-ე წუთზე ლეომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ჩაკირმა არ ჩათვალა, ვინაიდან არგენტინელს გოლამდე ბურთი ხელზე მოხვდა.

შემდეგ მესის მიერ კურიოზულად მოპოვებული თერთმეტმეტრიანი სუარესმა გამოიყენა, მერე კი პენალტი უკვე მერტენსმა მოინადირა, ინსინიემ ანგარიში 3:1 გახადა და თვალსასეირო პირველი ტაიმიც დასრულდა. სხვათა შორის, ინსინიე პირველი იტალიელია, რომელმაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალს" და "ნოუ კამპზე" "ბარსელონას" გაუტანა.

მეორე ტაიმში "ბარსელონამ" ანგარიშის შენარჩუნებაზე იზრუნა, თამაში აღარ გაამწვავა, სასურველ შედეგს პრაგმატულად მიაღწია და მეცამეტედ გავიდა მეოთხედფინალში.

ბარსელონა. "ნოუ კამპი"

ბარსელონა - ნაპოლი 3:1 (პირველი მატჩი 1:1)

გოლები: 1:0 ლანგლე (10), 2:0 მესი (23), 3:0 სუარესი (45+1, პენ), 3:1 ინსინიე (45+5, პენ)

"ბაიერნს" მეტოქე ლონდონში 3:0 ჰყავდა დამარცხებული, საპასუხო შეხვედრა ფაქტიურად ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ამჯერადაც დამაჯერებლად სძლია.

დუბლის ავტორმა ლევანდოვსკიმ მიმდინარე გათამაშებაზე ზედიზედ მე-7 მატჩში გაიტანა გოლი - ის 13 გოლით ბომბარდირია.

მასპინძელთა 30 წლის თავდამსხმელმა მიულერმა ტურნირზე 112-ე მატჩი ჩაატარა და გერმანელ ფეხბურთელთა შორის ლამის რეკორდი გაიმეორა.

"ბაიერნმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-18 გამარჯვება იზეიმა, თანაც ყველა ტურნირზე მიჯრით მესამე შეხვედრაში 4-4 გოლი გაიტანა, ხოლო "ჩელსი" ზედიზედ მეოთხედ გავარდა მერვედფინალიდან.

მიუნხენი. "ალიანც არენა"

ბაიერნი - ჩელსი 4:1 (პირველი მატჩი 3:0)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (10, პენ), 2:0 პერიშიჩი (24), 2:1 აბრაჰამი (44), 3:1 ტოლისო (76), 4:1 ლევანდოვსკი (84)

ასე და ამგვარად, ჩინებული მეოთხედფინალი გველის - "ბარსელონა"-"ბაიერნი". აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს პლეი-ოფში 2009, 2013 და 2015 წლებში შეხვდნენ და მათ შორის გამარჯვებულმა სამივეჯერ მოიგო ტურნირი.

ლისაბონში გასამართი ერთმატჩიანი მეოთხედფინალების განრიგი

12 აგვისტო

ატალანტა - პსჟ

13 აგვისტო

ლაიპციგი - ატლეტიკო

14 აგვისტო

ბარსელონა - ბაიერნი

15 აგვისტო

მანჩესტერ სიტი - ლიონი

სოსო
შევეცდები უფრო გასაგებად განვმარტო.დღევანდელი ბაიერნი,ობიექტურად ძლიერია დღევანდელ ბარსელონაზე და წესით უნდა მოუგოს.ალბათ ასეც იქნება,მაგრამ ბარსელონას ჰყავს მესი და სუარესი,რომლებსაც სასწაულის გაკეთება შეუძლიათ.გააკეთებენ კიდეც,მაგრამ რამდენს გაიტანენ?ბარსელონას დაცვა,მაინც უფრო მეტს გაუშვებს,რადგან ბავარია,მთელი თამაში მაღალ პრესინგს ითამაშებს და ბარსას ასაკოვან და საკმაოდ ნელ დაცვას,შეცდომებს დააშვებინებს.მე ბარსელონას გულშემატკივარი ვარ,მაგრამ ბარსელონას მწვრთნელი,ჰგავს რაიმეს მომგონებელს?აღარც სრულფასოვანი შემადგენლობა ჰყავს ბარსას,რომ თამაში შეცვლებით გააძლიეროს.მესისაც ხომ ნახე, როგორი დარტყმა მიიღო.კი დაამთავრა თამაში,მაგრამ ასეთი დარტყმა,უშედეგოდ ჩაუვლის?არა მგონია.
sosos
სოსო შენს კომენტარებსაც რას გაუგებს კაცი?
ave
კარგია რო ბარსას არ განიხილავენ არათუ ლიგის ბაიერნთანაც კი ფავორიტად. ესეთი ბარსა გაცილებით საშიშია ჩემი აზრით
სოსო
იუვენტუსის თამაშს რომ ვუყურე,მაშინ ასეთი რეაქცია თითქოს არ მქონია,თამაშის დროს ამდენი ვერ შევამჩნიე.,მაგრამ წუხელ მესიზე პენალტის მომენტსაც ვუყურე,შემდეგ იმ თამაშის ფრაგმენტებიც და გაუგებრობაში აღმოვჩნდი.იმ თამაშში ორი ისეთი პენალტი დაინიშნა,საერთოდ წესის დარღვევის სუნიც კი რომ არ ჰქონდა,მთლიანად მსაჯმა მოიგონა,ორივე პენალტი.ხოლო ბარსა ნაპოლის თამაშში,მესის კინაღამ ფეხი მოსწყვიტეს და მსაჯი,არაფრით აპირებდა პენალტის დანიშვნას.ბოლოს დიდი იძულებით დანიშნა და დამრღვევი,არც კი გააფრთხილა.მე კი მეგონა,გააძევებდა.ნაპოლის ასე სუსტ თამაშს არ ველოდი.ბარსაში კი,ისევ თვითონ ფეხბურთელებმა ივარგეს,თუმცა მგონი ეს,მათი ზღვარია.ბაიერნის თამაშს ვერ ვუყურე,მაგრამ რამდენადაც მათი თამაში მახსოვს,ბარსას მაგათი გადალახვა არ შეუძლია. მესის და სუარესს რას გაუგებ,მაგრამ მაინც.
აბგდ
მესმის რომ, ჟურნალისტიც ადამიანია და შესაძლებელია ყავდეს ფავორიტი გუნდი და ა.შ. ბარსა უპრობლემოდ გავიდაო გეთანხმებით, მაგრამ არც ბაიერნს დაჭირვებია სასწაულების მოხდენა, როგორც ვარჯიშზე ისე გადაჯეგა ინგლისის ოთხეულის გუნდი, მარტო ბარსას და რეალის ბალელშიკებისათვის ხონარ წერთ არა.
გოგას
გოგა ბურთი მრგვალია!
321-ს
და შენ რატომ იფურთხები? მოიწმინდე მაინც ეგ დორბლები.
321
მაგათ შორის გამარჯვებულს სიტი დაღეჭავს და გადმოაფურთხებს. სიტი უძლეველია.

გეთანხმები, მაგრამ მესიან ბარსელონასაც წაუგია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს
77777
ბარსა თუ ბაიერნს არ გააგდებს, ამასაც ნახავთ.
გოგა
ამ ბარსელონასთან,ეს ბაიერნი აშკარა ფავორიტია. არ მევასება დორტმუნდის გარდა გერმანული გუნდები და ფეხბურთი,მაგრამ ეს ასეა ბაიერნი გაგდებს ბარსას
თენგო
არა ვარ ბარსელონას და მესის ფანი, მაგრამ ისეთი გოლი გაიტანა, ვინც მაგაზე აუგს იტყვის, ფეხბურთის ყურება უნდა აუკრძალო
baba
შეუძლებელი არაფერია როცა ბარსა ხარ და მესი გყავს!
თავადი78
ბარსა დამსახურებულად გავიდა.ამჯერად უკვე სულ სხვა ბარსელონა იყო,მაგრამ ძაან მაგრად მეეჭვება,რომ ბარსელონა ბაიერნის ბარიერს გადალახავს.ეს შეუძლებელი იქნება.
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სიტუაცია იცვლება და იძაბება - პსჟ-ის მორიგი სუპერ ტრანსფერისთვის კარგი შანსი ეძლევა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?