"ვიტ ჯორჯიას" ახალგაზრდა ფეხბურთელები კვალიფიკაციას სკანდინავიურ ტურნირებზე წლეულსაც აიმაღლებენ
"ვიტ ჯორჯიას" სასელექციო პოლიტიკა ყველასთვის ცნობილია - გუნდი თავის აღზრდილებსა და გონივრული სკაუტური სისტემის საფუძველზე ახერხებს შევსებას, სატურნირო ცხრილში კი მუდმივად მაღალ პოზიციას ინარჩუნებს.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ კლუბის ახალგაზრდული გუნდები (სხვა სკოლების ფეხბურთელების დამატებით) ყოველ წელიწადს ჩრდილოეთ ევროპაში მოგზაურობენ და ახალგაზრდა ფეხბურთელები სკანდინავიურ ტურნირებზე კვალიფიკაციას იმაღლებენ.

გამორიცხულია, ასეთი ტურნირი ნიჭიერ მოზარდს სასიკეთოდ არ წაადგეს.. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც კურსი აქეთკენ აიღო და ჩვენმა ჭაბუკთა ნაკრებებმა უკვე რამდენჯერმე მიიღეს მონაწილეობა სკანდინავიურ თუ სხვა ქვეყნების ტურნირებში.

სასიკეთო მაგალითების მოყვანა მრავლად შეგვიძლია, დღეს კი იქ წარმოჩენილთა რამდენიმე გვარს დავასახელებთ - ზურაბ მენთეშაშვილი, ძმები დათუნაიშვილები, გოჩა ხოჯავა, რეზო გეწაძე, ირაკლი ლილუაშვილი, ილია პავლიაშვილი, მიხეილ ბარაბაძე, გიორგი ჭანტურია…და კიდევ ბევრი სხვა, მათ დანიურ "დანა ქაფსა" და შვედურ "გოთია ქაფზე" უასპარეზიათ, ხოჯავა და ჭანტურია ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებიც გამხდარან.

შარშან კი დანიაში სულაც ქართული ფინალი შედგა - 1997 წლიანებში ერთმანეთს ქართული გუნდები შეხვდნენ (ორივე "ვაკე-91"-ის სახელით ასპარეზობდა), მანამდე კი ერთმა მათგანმა ლონდონის "არსენალი" ნახევარფინალში 7:2 გაანადგურა და შვიდივე გოლი (!) ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც ირაკლი დაასახელეს და ორივე თასიც ჩვენებმა ჩამოიტანეს (მწვრთნელები ზაზა დიდებაშვილი, ნოდარ ჭელიძე, ვოვა მუსერიძე), მეტიც, ბიძინაშვილის გარდა, "არსენალის" სკაუტებს რატი არდაზიშვილი და სანდრო ალთუნაშვილიც მოეწონათ და მათზე დაკვირვებას დღემდე განაგრძობენ...

"ვიტ ჯორჯიას" ახალგაზრდები წლეულსაც თბილისის რამდენიმე კლუბის ფეხბურთელებით გაძლიერდნენ და ორ ასაკში მიიღებენ მონაწილეობას - 1994 და 1995 წლიანებში. ზაზა დიდებაშვილი, რომელსაც სკანდინავიური ტურნირების 17 წლიანი გამოცდილება აქვს, წლეულსაც შეეცდება, რომელიმე თასი მოიგოს. დიდებაშვილს ამ ხნის განმავლობაში 7 ოქროს, 9 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლები დაუგროვდა და ეს, ფაქტობრივად, ერთი სკოლის აღსაზრდელებისგან!

როგორც მან გვითხრა, წლეულს სიახლე ის იქნება, რომ ახალგაზრდა ქართველებზე დასაკვირვებლად დანიური "ორჰუსის" სკაუტებიც ჩავლენ, შესაძლოა, მათ რიგებს კლუბის სპორტული დირექტორი, წარსულში ცნობილი დანიელი ფეხბურთელი ბრიან სტინ ნილსენიც დაემატოს, რომელსაც დავით დევდარიანმა ქართველები ისე შეაყვარა, ახალ სეზონში უკვე ოთხი ქართველით დაიწყებენ "ორჰუსის" მთავარი და ახალგაზრდული გუნებდი დანიის ჩემპიონატს.

დიდებაშვილის თქმით, ტურნირზე კვლავაც ჩადიან "არსენალის" სკაუტები და კიდევ ერთი დანიური გუნდის, "ესბერგის" წარმომადგენლები.

შვედეთის ქალაქ გეტებორგში ტურნირი 17-23 ივლისს ტარდება. ეს ტურნირი მსოფლიოში უდიდესია და მასში 1600 (!) გუნდი მონაწილეობს. მას მოსდევს დანიის ქალაქ ჰიორინგის "დანა ქაფი", რომელიც 25-31 ივლისს გაიმართება და 850 გუნდი ითამაშებს.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა