თურქეთის დედაქალაქმა კარატეში (გუნდური კუმიტე) ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც 30 ქვეყნის გუნდებს შორის საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობდა
ამ დღეებში თურქეთის დედაქალაქმა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა კარატეში (გუნდურ კუმიტე), სადაც 30 ქვეყნის გუნდებს შორის საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობდა. ყოველი ქვეყანა ერთი 5 კაციანი გუნდით იყო, წარმოდგენილი. გუნდური კუმიტე (ორთაბრძოლა) ახალგაზრდებში და დიდებში გაიმართა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ კარატე ოლიმპიურ სპორტის სახეობად მოიაზრება. იმ ფაქტმაც, რომ კარატე შეტანილია უნივერსიადისა და აზიის თამაშების პროგრამაში, ქვეყნების კარატეს ფედერაციების ბიუჯეტი რამოდენიმე მილიონი დოლარით გაზარდა.

"ამჯერად ჩვენი ნაკერბი ვერ გავიდა საპრიზო ადგილზე, მაგრამ საუკეთესო ექვსეულში მაინც მოხვდა. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, ჩვენებმა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რუსეთის ნაკრებს სძლიეს. სამწუხაროდ, 2 საუკეთესო სპორტსმენი გვაკლდა ტრავმის გამო და მაინც, ცოტა გამართლება იყო საჭირო ფინალში მოსახვედრად.

ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან თუ სერიოზული დახმარება და მხარდაჭერა არ გვექნება, რაც არამარტო ფინანსებში გამოიხატება, ნამდვილად გაგვიჭირდება მაღალი შედეგების მიღწევა მსოფლიოს და ევროპის ტატამებზე.

დასარეგულირებელია სხვა საკითხებიც. საზოგადოება დაიბნა, უჭირს გაარკვიოს რამდენი კარატეს ფედერაციაა და სად მიიყვანოს ბავშვი სავარჯიშოდ. სკოლის დირექტორები დარბაზებს იჯარით აძლევენ კარატეს ულიცენზიო ჯგუფებს და ესეც პრობლემაა. ეგრეთწოდებულ კონტაქტური კარატეს ჯგუფებში ყოფილა ფატალური შემთხვევები, ტრავმები... ბავშვის გულის აცრუება საერთოდ სპორტულ ცხოვრებაზე", _ განაცხადა ანკარიდან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრზიდენტმა კახა ბასილიამ. მან ასევე გულისტკივილით აღნიშნა, რომ "მასმედია ხშირ შემთხვევაში არც საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციასთან და არც სპორტის სამინისტროსთან ათანხმებს გარკვეულ საკითხებს და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებით შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება".

ნუგზარ ჭიაბერაშვილი,

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა