ჩვენმა მშვილდოსნებმა ანთალიაში დაწყებულ მსოფლიოს თასზე არც ისე წარმატებული სტარტი აიღეს
ჩვენმა მშვილდოსნებმა არც ისე წარმატებული სტარტი აიღეს ანთალიაში დაწყებულ მსოფლიოს თასზე. გუშინ შესარჩევ ეტაპში ქართველ ქალთაგან საუკეთესო ხათუნა ნარიმანიძე აღმოჩნდა, რომელმაც 1320 ქულა დააგროვა და 26-ზე გავიდა.

ნარიმანიძემ ყველაზე უკეთ 60-მეტრიან დისტანციაზე ისროლა - 342 ქულით მესამე იყო, სხვებში კი ასე ვერ იყოჩაღა. ჩვენი გუნდიდან მეორე შედეგი არა ნაკრების სტაჟიან წევრებს, არამედ ლანა ვერულიძეს აღმოაჩნდა, თუმცა ამჯერად მისი მაჩვენებელი ბევრად დაბალია, ვიდრე ანთალიაში წინა სტუმრობისას, ევროპის "დიდ პრიზზე" - 1274 ქულა და 69-ე ადგილი. დანარჩენთაგან ასმათ დიასამიძეს კიდევ არა უშავს - 1266 ქულა და 76-ე ადგილი, აი, ქრისტინე ესებუამ კი ასე ცუდად როდის ისროლა, ვერ ვიხსენებთ - 1239 ქულა და 97-ე მაჩვენებელი 110 მონაწილეს შორის! ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (ოღონდ უკრაინის სახელით) განსაკუთრებით სუსტად მოკლე დისტანციებზე გამოვიდა - 50-იანზე 100-ე იყო, 30-იანზე - 99-ე. აქვე შევნიშნავთ, რომ მას მოკლე მანძილებზე ანთალიაში წინა შეჯიბრებაზეც გაუჭირდა, ევროპის "დიდ პრიზზე", როცა იტალიელთა მოლდოველმა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ნატალია ვალეევამ 6-ქულიანი ჩამორჩენა ლამის ბოლომდე ამოუქაჩა - ჩვენებურმა საბოლოოდ მხოლოდ ქულით გაუსწრო. ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ გეტყვით, რა გახდა ესებუას ან დანარჩენების სუსტი გამოსვლის მიზეზი.

ცხადია, ასეთმა შედეგებმა გუნდურ ასპარეზობაზეც მოახდინა გავლენა - ნარიმანიძის, ვერულიძისა და დიასამიძის საერთო მაჩვენებელი 3860 ქულა აღმოჩნდა, რაც 16-ე შედეგი გამოდგა ანუ პლეი ოფში ბოლო ადგილით შევიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველივე წრეში შესარჩევის მომგებ კორეელებს დაუპირისპირდებიან. ვერაფერს იტყვი, ძალიან ცუდი პერსპექტივაა.

იმის მიუხედავად, რომ კორეელები თურქეთში გადახალისებული გუნდით ჩავიდნენ, პირადი პირველობა მაინც მათი ტრიუმფით წარიმართა - სამეულში მხოლოდ ისინი არიან, შესარჩევის გამარჯვებული კი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი ბო ბაე კი გახდა. 1353 ქულით მეხუთეა ჩვენი ამერიკელი თანამემამულე ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი), ხოლო თურქთა ქართველი ნატო ნასარიძე 1300-ით 45-ე ადგილზეა.

ვაჟთა შორის ერთადერთი მონაწილე გვყავდა - ტარიელ ქადიძე. მან 1202 ქულა დააგროვა, რაც 130 მონაწილეს შორის 122-ე შედეგი აღმოჩნდა.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა