საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინიციატივით და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით თბილისში მწვრთნელთა სამდღიანი სემინარი დაიწყო
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინიციატივით და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით თბილისში მწვრთნელთა სამდღიანი სემინარი დაიწყო, რომელსაც ძიუდოს ევროპული ფედერაციის რუმინელი ვიცე-პრეზიდენტი დანიელ ლასკაუ უძღვება.

სემინარი ძიუდოს აკადემიაში ტარდება და, საბედნიეროდ, დიდი ინტერესი გამოიწვია - გუშინ, პირველ დღეს 50 მწვრთნელი ესწრებოდა, რომელთა დიდი ნაწილიც რაიონიდან იყო ჩამოსული. ლასკაუ თეორიულთან ერთად პრაქტიკულ მეცადინეობებსაც ატარებს. თეორიული სწავლება ყველაზე ქვედა საფეხურიდან - ბავშვთა სპორტიდან იწყება, პრაქტიკული კი სხვადასხვა ილეთების ჩვენება-სწავლებას მოიცავს.

ძიუდოს ფედერაციისთვის მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ამგვარი მეცადინეობის ჩატარება სტრატეგიული მიმართულებაა, თუმცა ეს არა მხოლოდ კვალიფიკაციის გაზრდას, არამედ მწვრთნელთა რანგებად დაყოფასაც ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე ეს შეუძლებელია, რადგან საქართველოში ამგვარი მიდგომა აქამდე არ ყოფილა და, შესაბამისად, არც სერთიფიკატი აქვს ვინმეს. ამიტომ მოსალოდნელი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად ფედერაციამ ასე გადაწყვიტა - პირველ ეტაპზე მოიწვევს უცხოელს, რომელიც დაარიგებს მოწმობებს და დროთა განმავლობაში, როცა ჩვენში მწვრთნელთა რეიტინგები გამოიკვეთება, მერე უკვე თავისთავად გამოიყოფა მაღალკვალიფიციური მწვრთნელთა კატეგორია, რომელიც მეცადინეობებს ჩაუტარებს დაბალკვალიფიციურებს.

ვფიქრობთ, ნამდვილად ნოვატორული იდეაა, რასაც სხვა ფედერაციებმაც უნდა მიბაძონ. ასეთი რეიტინგის დადგინება ძალიან ბევრ სადავო საკითხს მოაგვარებს და ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს. იქნებ უცხოელი მწვრთნელები სხვა ფედერაციებსაც ჩამოჰყავთ, ან იქნებ აქაურებს აგზავნიან უცხოეთში, იქნებ ისინი სერთიფიკატებსაც იღებენ, მაგრამ ასე ორგანიზებულად აქცენტი შიდარეიტინგზე და სპეციალისტთა კატეგორიებად დახარისხებაზე არავის აუღია.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა