ფოტო: fcsaburtalo.ge

კამერუნის ნაკრების ფეხბურთელი, 30 წლის ოლივიე ბუმალი დედაქალაქურ "საბურთალოში" ითამაშებს. ჩვენი კლუბის ახალწვეულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და პირველი ვარჯიშის ჩატარებაც მოასწრო. ამპლუით შემტევი ნახევარმცველი ბოლოს ბერძნულ "პანიონისში" თამაშობდა. კამერუნელს კარიერის დიდი ნაწილი სწორედ საბერძნეთში აქვს გატარებული.

2015-16, 2016-17 წლების სეზონში ბერძნული გრანდის, "პანათინაიკოსის" ღირსებას იცავდა. ასევე უთამაშია "ირაკლისში" (2013-14), "ლევადიაკოსში" (2012-13), რუმინულ "ასტრაში" (2012-13), ჩინეთსა (2017) და იაპონიაში (2018). ბუმალს 176 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარის აღება კი 29-ჯერ შეძლო.

აფრიკელი ფეხბურთელი ბოლოს კამერუნის ნაკრების შემადგენლობაში 2019 წელს მოხვდა, როდესაც მისი ქვეყნის ეროვნული გუნდი ნიგერიას დაუპირისპირდა.

გერმანული საიტი "ტრანსფერმარკტი" ამჟამად ფეხბურთელს 475 000 ევროდ აფასებს, ბუმალის მაქსიმალური სატრანსფერო ღირებულება კი 1 მილიონი ევრო იყო.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით

საერთოდ არ გაუტყდებათ,მაგათ ნოდარ დუმბაძე არც წაუკითხავთ და არც მისთვის მოუსმენიათ. შუბლის ძარღვის თემაზე :-)
ლ.გიო
და დარწმუნებული ხარ რო ასეთი ლეგინერებით მოუგებ არარატებს? ვაი შენს პატრონს...
guriidan
თქვენ რა ხალხი ხართ ვერ გაიგებს კაცი...ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდები გაიძახით და მერე რატო ვაგებთ არარატებთანო...იმიტო რო იმათ 9 ლეგიონერი ყავთ და თქვენ გინდათ 18 წლის ბავშვებით მოუგოთ ასეთ გუნდებს.არა ბატონო სწორი სელექციაა ზუსტადაც გამოცდილი ლეგიონერების დამატება შესაბამისი კლასით შეიგნეთ ეს.
Gio
ამ ტიპმა რომ გაამართლოს დაა საკაიფოდ ითამაშოს..ეს კომენტარები არ გაგიტყდებათ?ებიჭო დააცადეთ ტოო.ნეტა რომელი ქართველი თამაშობს.ერთი ორის გარდა მაგ გუნდში მაღალ დონეზე..რაა.
Superman
https://youtu.be/_fTJ3suYmZ8 ესაა ამ ფეხბურთელის მომენტები. ამ ვიდეოთი თუ ვიმსჯელებთ ვერ ვიტყვი რო არ გამოადგება გუნდს. მაგრამ მე მაინც მიმაჩნია რომ კარიერის დასასრულისკენ მიმავალ საშუალო დონის ლეგიონერს ჯობია ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდებს მიცენ შანსი
მიხაელ
ის ლუკა 27 მილიონი ღირს, ძალიან მაგარიაო გააპიარა ფული რომ შეჭამა იმ სასტავმა და ახლა კანადის ჩემპში თამაშობს , ლამის სამოყვარულო ლიგაა))) პ.ს. გორის ერიკს სანტოსიც იქაა.
ლაშა
აი რას ერჩით ტიპს მშვენიერი სივი აქვს . გამოადგენა საბურთალოს ჩემი აზრით
Haaland
ლოკომოტივმაც რომ დაიმატოს 2-3ლეგიონერი ეგებ რამე შანსი გაუგჩნდეთ რაღაცის. მარტო ქართული კონტინგეტით არ გამოვა არაფერი რით ვერ ისწავლეს. ის მოროკოელი კაი ყავთ
ზურა
დავიჯერო ამაზე უკეთესი ლეგიონერების ჩამოყვანის საშუალება არ აქვთ ქართულ კლუბებს?? თუ დინამომ ერთხელ შეძლო და ჩამოყვანა ჩისკო რომელიც გახდა იმ დინამოს ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელი 30 წლის ასაკში რატო ვეღარ ხერხდება ასეთი ფეხბურთელის ჩამოყვანა ? ჩისკოს ნათამაშები ქონდა ლალიგის დონეზე და ესპანეთის ასაკობრივი ნაკრებების დონეზე იმიტომაც გამოადგა დინამოს და აი ამან რა უნდა გაკეთოს საბურთალოში საბერძნეთის ჩემპიონატი და რუმინეთი არ არის ის დონეე საიდან ჩამოსული ფეხბურთელიც გამოგადგება ევროსარბიელზეე ერთი ორი ლეგიონერი რომელსაც მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები რომ იპოვონ ასეთი შეუძლებელია დავიჯერო წარმატება თუ გვინდა ფულიც უნდა დაიჯარჯოს ისე არ მოვა არაფერი.
ლ.გიო
მოიყვანენ ასეთ მესეხარისხოვან ფეხბურთელებს,გადაუხდიან ასობით ათას ლარს და სარგებელი არი-0!!!ამასწინათ წავიკითხე ქუთაისის ტორპედოს 150.000 ლარი ვალი აქვს რიჩარდ ლუკასიო თუ ვიღაც დანივრულის.რა სარგებელი ნახა ტარპედომ,ან ქართულმა ფეხბურთმა ამ ვიღაც ლუკას თამაშით? მერე იძახიან ტორპედი ფიფიამ დაშალაო და ფეხბურთის ფედერაციამო.ჯერ ერთი ფიფიამ კი არ დაშალა,არამედ არაფრით გამორჩეული ფეხბურთელები და მწვრთნელი დაასაქმა და უხდის ფულს ჩორტ ეგო ზნაეტ რაში.მეორე კიდევ ის რომ ტორპედო დაშალა ასეთი ფეხბურთელების მოყვანამ.ვის რაში ჭირდება ამ „ვადა გასული“ ფეხბურთელების ჩამოყვანა,რა სარგებელი ამათიდან? ამიხსენით ვინმემ.წაიღებენ ქვეყანა ფულს და ჰერიი...ამას არ სჯობია 16-17 წლის ბიჭები ვათამაშოთ ვისაც თამაში სწყურიათ და ჯანიც ერჩით ვიდრე ასეთ ფეხბურთელებში რომლებისგანაც სარგებელი იქნება 0!ანდა ბავშვთა ფეხბურთში დაიხარჯოს ეს ფული და უფასო იყოს ნაკლებად შეძლებული ბავშვებისთვის ფეხბურთზე ვარჯიში? ფულის გადაყრაში ჩემპიონები არიან ფოთში და სამტრედიაში. ვინმემ იციის რამდენი ლეგიონერი ყავდათ ამ ბოლო პერიოდში ამ ორ გუნდში და რამდენი ფული გაატანეს ქარს? გასაგებია რომ ასეთი ფეხბურთელების ტრანსფერებით გვარიან ფულს აკეთებენ გუნდის ხელმძღვანელები თორე ეს „ვადა გასული წამლები“ ვის რაში სჭირდება???????
korben dallas
ამას როჟე მილა არ ჯობდა ? ეხლაც მშვენიერ ფორმაშია თურმე ))
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
ბათუმის "დინამომ" 17 წლის მცველი დაიმატა
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
"საბურთალოს" ლეგიონერი: ჩუპო-მოტინგს ფინალის დღეს ვესაუბრე - "აპოლონთან" შანსები თანაბარია
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"