დედაქალაქური "საბურთალო" ევროპა ლიგის მატჩისთვის ემზადება. გუნდთან ერთადაა კამერუნელი ახალწვეული ოლივიე ბუმალი. ჩვენ ლეგიონერს სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ვესაუბრეთ, ლაპარაკი კი პირველი შთაბეჭდილებებით დავიწყეთ:

- შთაბეჭდილებები დადებითია - კარგი სავარჯიშო პირობები, სასიამოვნო საწვრთნელი პროცესი, კარგი განწყობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდში მეგობრული ატმოსფერო სუფევს. ახლა მთავარი საფიქრალი მოახლოებული ევროტურნირის მატჩია.

- საქართველოში როგორ მოხვდით? მანამდე თუ გსმენიათ ჩვენს ქვეყანაზე?

- მენეჯერი დამიკავშირდა, რომელმაც საქართველოში, კერძოდ, "საბურთალოში" თამაში შემომთავაზა. მითხრა გუნდის შესახებ, რა მიზნები და გეგმები აქვს, როგორი ტრადიციების კლუბია. ამ ყველაფრის მერე დავფიქრდი და თანხმობა ვუთხარი. წლების წინ თბილისში ჩემი ახლო მეგობარი, დონალდ ჯუსი თამაშობდა. მისგან ვიცოდი საქართველოს შესახებ.

- რა მიზნები გაქვთ ახალ კლუბში?

- მინდა, “საბურთლოსთან” ერთად წარმატებებს მივაღწიო, გუნდს დავეხმარო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში, კარგად ვითამაშოთ ევროტურნირებზე და განვვითარდეთ. პანდემიის გამო გარკვეული დრო გამიცდა, თუმცა ნელ-ნელა სასურველ ფორმას ვუბრუნდები.

- "საბურთალო" ახალგაზრდული კლუბია, თუმცა გუნდში გამოცდილი ფეხბურთელებიც ირიცხებიან. სხვა ქართველ ფეხბურთელებთან ერთად, თქვენც მოგიწევთ გამოცდილების გაზიარება ქართველ ახალგაზრდებთან…

– მართალია, კლუბის ახალი წევრი ვარ, თუმცა ვხედავ, რომ გამოცდილი ფეხბურთელები ახალგაზრდებს ცოდნას უზიარებენ. მათ რიცხვს ნელ-ნელა მეც შევუერთდები. სამწვრთნელო შტაბიც გამოცდილია, საინტერესო და სასიამოვნო ვარჯიშები გვაქვს.

- რამდენიმე ევროპულ კლუბში გითამაშიათ. ყველაზე წარმატებულ დროს სად გაიხსენებთ?

- ჩემს კარიერაში ბევრი კარგი დრო მახსენდება. ერთ-ერთი ასეთი "პანათინაიკოსში" გატარებული დროა. სასიამოვნოდ ვიხსენებ ჩინეთსა და იაპონიაში განვლილ წლებს. თუმცა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ეროვნულ ნაკრებთან ერთად თამაშია. ქვეყნის პირველ გუნდში გამოძახებას ახლაც ველოდები, მაგრამ ჯერ "საბურთალოში" უნდა დავამტკიცო, რომ თამაშის ღირსი ვარ.

- კვიპროსის გუნდის წინააღმდეგ თუ გითამაშიათ?

- 2016-17 წლებში, როდესაც "პანათინაიკოსში" ვთამაშობდი, იმ დროს "ომონიას" ამხანაგურად ვეთამაშეთ. მეტოქემ სასიამოვნო ფეხბურთი ითამაშა. ვიცი, რომ "აპოლონი" ხშირად თამაშობს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

- რა მოლოდინი გაქვთ კვიპროსელებთან მატჩის წინ?

- ეს თამაში, როგორც კლუბისთვის, ასევე თითოეული ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ თამაშებში იძენ გამოცდილებას, ბევრ რამეს სწავლობ. ერთად დგომით, ბრძოლითა და მონდომებით შეგვიძლია გამარჯვებაზე ვიფიქროთ, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ფეხბურთია, სპორტში კი ყველაფერი ხდება. ვფიქრობ, შანსები თანაბარია, მიუხედავად იმისა, რომ ერთმატჩიან თამაშს სტუმრად ვთამაშობთ.

- ბევრ ცნობილ ვარსკვლავთან მეგობრობთ, მათ შორის, კამერუნელ ჩუპო-მოტინგთან. ესაუბრეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ?

- ჩუპო-მოტინგს ფინალის დღეს ვესაუბრე. ვილაპარაკეთ პსჟ-ის შანსებზე, იმ დღის მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, წარმატება ვუსურვე. სამწუხაროა, რომ ჩემი თანამემამულე დამარცხდა, თუმცა ცხოვრება გრძელდება და იმედი მაქვს, სხვა დროს მიეცემა გამარჯვების შესაძლებლობა.

კამერუნის ნაკრების ფეხბურთელებს მიმოწერა გვაქვს, ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე და მოვიკითხავთ ერთმანეთს. როდესაც სანაკრებო მატჩები ახლოვდება, ყველას ძალიან გვიხარია.

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ლიმასოლის "აპოლონსა" და "საბურთალოს" შორის 27 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით

G
მაყურებლის გარეშე ტარდება თუ იცით?
gri
raxamc shen ityvi )))) bolda
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"საბურთალომ" კამერუნის ნაკრების ფორვარდი დაიმატა!
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს