"მანჩესტერ სიტის" ფანები გიორგი ქინქლაძეს დღესაც კი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად თვლიან, თუმცა, როგორც ბევრ ქართველ მოთამაშეს სჩვევია, საკუთარი პოტენციალის გამოვლენა ვერც "ქინქიმ" შეძლო. მისი ბიოგრაფიიდან ძალიან ბევრი ფაქტია ცნობილი, დღეს კი გურული ჯადოქრის არგენტინულ ვოიაჟზე მოგიყვებით.

ჩემპიონთა ლიგის 1993 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამომ" ჩრდილოირლანდიური "ლინფილდი" კი ჩამოიცილა, თუმცა გუნდი მსაჯის მოსყიდვის მცდელობისათვის ევროტურნირებიდან მოკვეთეს. იმ დროისთვის ქინქლაძე "დინამოს" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო და უმაღლესი ლიგის 1993/94 წლების სეზონის პირველ ნახევარში 14 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა, საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც დამსახურებულად მოიგო.

სკანდალის მიუხედავად, ევროპაში ახალგაზრდა და ტექნიკური ქართველები მაინც შეამჩნიეს. "დინამოს" ხელმძღვანელობამ საუკეთესო ფეხბურთელები იჯარით სხვადასხვა ევროპულ კლუბში გაგზავნა. ტყუპი არველაძეები "ტრაბზონსპორში" წავიდნენ, უფროსი ძმა რეზო - "კიოლნში", ქინქლაძე და მურთაზ შელია კი - მეორე ბუნდესლიგის "ზაარბრიუკენში".

გერმანიაში გიორგის საქმეები ვერ აეწყო - მხოლოდ 11 შეხვედრა ჩაატარა და მათი უმრავლესობა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. "ჰერტას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში 29-ე წუთზე შელია შეცვალა და 2 წუთში მოედნიდან გააძევეს. 1994 წელს ქინქლაძე თბილისში დაბრუნდა.

მალე "დინამოს" პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია მადრიდის "ატლეტიკოს" ქინქლაძის იჯარაზე შეუთანხმდა. მადრიდელები 200 000 ფუნტს იხდიდნენ. გოჩა ჯამარაულსა და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გიორგი სინჯებზე ესპანეთის დედაქალაქში გაემგზავრა. რაღაცები ვერ აეწყო, თუმცა აგენტმა, რომელმაც ფეხბურთელები მადრიდში ჩაიყვანა, ქინქლაძეს "ბოკა ხუნიორსის" ვარიანტი შესთავაზა. ახალგაზრდა ქართველი ადვილად დათანხმდა ავანტიურას და სამხრეთ ამერიკის დასაპყრობად გაემგზავრა.

დიეგო - მილიონობით ბავშვის კერპი იყო. გამონაკლისი არც ქინქლაძე გახლდათ. მარადონას თამაშების ჩანაწერები გიორგის ათასჯერ ჰქონდა ნანახი. როგორც "ქინქი" იხსენებს, "ბოკა ხუნიორსში" სწორედ დიადი არგენტინელის გამო ვერ დარჩა, არადა, რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

მოგეხსენებათ, 1994 წელს მარადონა დოპინგ/ნარკო სკანდალში მსოფლიო თასის მიმდინარეობისას გაეხვა. მას შემდეგ ორი სხვადასხვა გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, თუმცა კარიერის განახლება გადაწყვიტა, 1995 წლის დასაწყისში "ბოკაში" დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და კიდევ 2 წელი ითამაშა.

"ქინქი" იხსენებდა, რომ მარადონა ცალკე ვარჯიშობდა, რადგან ზედმეტი წონა ჰქონდა. დიეგო ყოველთვის ქალიშვილთან ერთად იყო. დალევდა ყავას, 15 წუთი კარში დარტყმაზე ივარჯიშებდა და მიდიოდა. თავად გიომ ლეგენდა მხოლოდ შორიდან ნახა, მასთან თამაში ვერ მოასწრო, რადგან 1994 წლის ბოლოს "ბოკა" დატოვა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სილვიო მარსოლინი ქინქლაძეს ცოტა დროს უთმობდა და მშობლიური ეროვნული ნაკრების ექსფეხბურთელს, ვეტერან ალბერტო მარსიკოს ათამაშებდა ძირითადში. იდეაში, "ქინქის" სწორედ ის უნდა შეეცვალა, რადგან მარსიკო 1 სეზონის შემდეგ უნდა წასულიყო, თუმცა მარადონას გამოჩენამ ყველაფერი არია. ცხადი იყო, რომ დიეგოს ფონზე 22 წლის ქართველს არანაირი შანსი არ ჰქონდა.

არგენტინიდან წამოსვლის შემდეგ გიორგიმ გზად ისევ მადრიდში გამოიარა და უკვე "რეალის" რიგებში ვარჯიშობდა ბუტრაგენიოს, ლაუდრუპისა და იეროს გვერდით. მთავარმა მწვრთნელმა ხორხე ვალდანომ მეორე გუნდში დარჩენა შესთავაზა, თუმცა მერაბ ჟორდანიამ დასახმარებლად "დინამოში" იხმო და დაჰპირდა, რომ კარგი ვარიანტის შემთხვევაში მომავალ წელს გაუშვებდა. ჟორდანიამ სიტყვა შეასრულა - 1995 წელს გიორგი ქინქლაძე "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი გახდა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

Diego
ნარკომანი შეიძლება?
ანესთეზეოლოგი
ზარმაცი იყო გეთანხმები, მაგრამ არშემდგარში ვერანაირად ვერ დაგეთანხმები. არშემდგარი მოთამაშე პრემიერლიგაში მანჩესტერისა და სხვა კლუბების ამდენ მოთამაშეს ასე პაიკებივით ვერ დააწვენდა და არც ამ დონეზე სათამაშოდ მიიწვევდა ვინმე. ქინქლაძე შემდგარი ფეხბურთელი იყო გენიოსური საფეხბურთო ინტელექტით და ზარმაცი ხასიათით. გაქვს ნანახი მისი გოლები ორჯერ უელსთან, ისრაელთან, ტუნისთან? ჯადოქრული გოლებია, უმაღლესი კლასის. გირჩევ ნახო და შემდეგ ვიკამათოთ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ მოხვდა მისი პერიოდის ნაკრები დიდ ტურნირებზე, ისევ და ისევ დისციპლინის არქონის გამო. ეს იყო ოქროს თაობა პრობლემური ხასიათით, რომელსაც არ ჰქონდა პრაგმატული დამოკიდებულება და იმ ხარისხის დისციპლინა, რაც ამხელა ტურნირებზე მოხვედრას სჭირდება. არც ეხლაა ამ კუთხით იდეალური სიტუაცია და მაშინ ხომ საერთოდ...
kaira
რატომ აიდეალებთ ამ არშემდგარ უზარმაცეს ფეხბურთელს? თუ ესეთი მაგრები იყვნენ რატო ერთხელ ვერ გავიდნენ ევროპაზე, მსოფლიოზე, ოლიმპიადაზე. რატო მანჩესტერში ვერაფერი ვერ გააკეთა, ერთი-ორი დრიბლინგის გარდა? არ შეიძლება ახაგაზრდობას კერპად ზარმაცი უიღბლო ადამიანი ყავდეთ.
გენა
ვეთანხმები.
ოზეკი
მერაბას სიტყვა უფრო დაფასდა ვიდრე ვალდანოსი. დინამო>რეალი.
ჯონდო
გაეშვით ამ შეუმდგარ გენიოსებზე წერას. ქეცბაზე წერეთ, შოთაზე, კობიზე, კალაძეზე.
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"დიეგო ღმერთი იყო, ის კი იესოა" - მარადონას შვილმა მამამისის შემდეგ "ნაპოლის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასახელა
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
"ბოკა ხუნიორსი" რამოსით დაინტერესდა
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
"თავი მაღლა, ძმაო! საქართველო ყოველთვის შენს გვერდითაა!" - ქინქლაძე თოფურიას მარცხს ეხმაურება
[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია - დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა — ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
სერხიო რამოსი შესაძლოა, "ბოკა ხუნიორსში" გადავიდეს
ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა