მიუხედავად გაციებისა, "მაიამი ჰიტის" ლიდერმა 21 ქულა მოაგროვა და თავის გუნდს სერიის მეოთხე თამაშის (86:83) მოგებაში დაეხმარა
"დალას მავერიქსის" ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ ნბა-ს პლეიოფის ფინალური სერიის მატჩში "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ 38.3 გრადუსი ტემპერატურით ითამაშა. მიუხედავად გაციებისა, ნოვიცკიმ 21 ქულა მოაგროვა და თავის გუნდს სერიის მეოთხე თამაშის (86:83) მოგებაში დაეხმარა.

მატჩის წინა ღამეს გერმანელ ფორვარდს თითქმის არ ეძინა. თამაშის შემდეგ მან აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში გამოძინებას გეგმავს, რათა 9 ივნისს დალასში გასამართი მეხუთე მატჩისთვის მზად იყოს.

მეოთხე თამაშში ნოვიცკიმ 21 ქულას, 11 მოხსნა და ერთი პასი დაუმატა. მან მოედანზე 39 წუთზე მეტი დაჰყო, თამაშიდან შესრულებული 19 ტყორცნიდან ექვსი კალათში მოათავსა და ათიდან ცხრა საჯარიმო ჩააგდო.

ოთხი მატჩის შემდეგ ფინალური სერიის პლეიოფში ანგარიში 2:2 გახდა. მეხუთე თამაში დალასში, მეექვსე და მეშვიდე (თუ საჭირო გახდა) კი მაიამიში გაიმართება.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა