ვიდეომასალა: facebook.com/fcmerani

გუშინ, 24 აგვისტოს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეორე ეტაპზე მარტვილის "მერანმა" საკუთარ მოედანზე დუშეთის "არაგვი" მიიღო და მეტოქე დამატებით დროში დაამარცხა, რასაც უფრო ადრეც მოახერხებდა, რომ არა სტუმართა მეკარის ბრწყინვალე თამაში.

"არაგვის" 21 წლის უკრაინელმა მეკარე ბოგდან ბეზკროვნიმ, მართლაც უსისხლოდ და უემოციოდ ჩაატარა შეხვედრა და უამრავი ბურთი მოიგერია.

შეხვედრაში ანგარიში 74-ე წუთზე დუშელთა ფორვარდმა ნიკოლოზ ხინთიბიძემ გახსნა. 5 წუთში მეგრელებმა გაათანაბრეს - პენალტი ზუსტად გაბრიელ საღრიშვილმა შეასრულა. ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. ხოლო დამატებითი დროის თითო ტაიმში მარტვილელებმა თითო გოლი გაიტანეს და მესამე ეტაპზე გავიდნენ, სადაც საგარეჯოს "გარეჯს" დაუპირისპირდებიან.

3 გაშვებული გოლის მიუხედავად, უკრაინელი ლეგიონერი მოედანზე საუკეთესო იყო, რასაც ვიდეოკადრებშიც ხედავთ. ძნელია თქმა, რომელი იყო მეკარის საუკეთესო გამოსვლა საქართველოს თასის ისტორიაში, თუმცა ერთ-ერთი საუკეთესო ბოგდან ბეზკროვნით გუშინდელი თამაში ნამდვილად გახლდათ.

21 წლის მეკარემ კარიერა დონეცკის "ოლიმპიკში" დაიწყო და შარშანდელი სეზონი "თელავში" გაატარა.

ირაკლა
უმაღლესი რა გვაქვს და ეს რა უნდა იყოს :D:D:D:D:D
დათო
კომენტატორმა დაგლიჯა
ზურა
სადოური ხარ შენ სიმონ?
kaxa
ქუთაისელია კომენტატორი და მერანის ყველა მატჩი მაგას მიყავს და ძალიან ემოციურად
გაბო
მოკლედ აქ მეკარეც მაგარია და კომენტატირიც!
ტოტტი
ეს კომენტატორი როგორ იმერლულად ლაპარაკობს )))
Ეროსი მანჯგალაძე
კომენტატორი უფრო მაგარი იყო.
emre
აუუ კომენტატორი :D :D
Kosi
რა მაგარი კომენტატორია ^^)))))))))))))))))
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ჩემი მამა კიევში იბრძვის - მადლობა თელავს და მიყვარხარ საქართველო!" - ინტერვიუ ბოგდან ბეზკროვნისთან
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?
120-წუთიანი მატჩის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ს კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა "არაგვი" დაამარცხა
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
ეროვნულ ლიგა 3-ს ახალი წევრები ჰყავს
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
ევროპაში დაბრუნების იმედით... ოფი-ში, თურმე, მესამე ქართველიც ვარჯიშობდა
თბილისის "ლოკომოტივმა" ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამართა
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]