“უდინეზეს” 22 წლის თავდამსხმელ ალექსის სანჩესზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ კლუბი ფეხბურთელს იოლად არ შეელევა
“უდინეზეს” 22 წლის თავდამსხმელ ალექსის სანჩესზე რომ დიდი მოთხოვნაა, ძველი ამბავია. ჩილელის შეძენით ევროპული ფეხბურთის გრანდები არიან დაინტერესებულნი, ყველაზე მეტად კი “ბარსელონას”, “იუვენტუსის” და “მანჩესტერ სიტის” მესვეურები აქტიურობენ.

მას შემდეგ, რაც თავად ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ მისთვის ყველაზე უკეთესი “ბარსაში” გადასვლა იქნება, კატელონიელები ავტომატურად იქცნენ ფავორიტად.

იტალიელმა ჟურნალისტებმა ისიც კი დაწერეს, რომ “ბარსელონას” მესვეურები უკვე შეუთანხმდნენ სანჩესს და გაიხსნება თუ არა სატრანსფერო ფანჯარა, უმალ ხელშეკრულებას გაუფორმებენ.

თუმცა, გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არც მთლად მასე ყოფილა საქმე - მოვუსმინოთ “უდინეზეს” პრეზიდენტ, ჯამპაოლო პოცოს:

“სანჩესზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და ეს არ მიკვირს, რადგან ჩემი აზრით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ვერ გეტყვით, ვინ ვის რაზე შეუთანხმდა, მაგრამ ერთი კი დანამდვილებით ვიცი - ალექსისთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით ჩვენთვის არავის მოუმართავს. შესაძლოა, ბევრს ფასი აშინებს და თუ ეს ასეა, ისინი მართლებიც არიან, რადგან სანჩესს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეველევით, თუ შემოთავაზება მაცდური იქნება.

და თუ რომელიმე გუნდმა ალექსისის სანაცვლოდ მხოლოდ 15-20 მილიონი ევრო გაიმეტა, მაშინ თავად ფეხბურთელმა უნდა შეიკავოს იმ გუნდში გადსდვლისგან თავი. ეს იმის დასტური იქნება, რომ არ აფასებენ მას და სათადარიგოთა სკამის ხეხვა მოუწევს. ასეთ შემთხვევაში, აჯობებს, რომ “უდინეზეში” დარჩეს და იმ გუნდის ღირსება დაიცვას, სადაც მას სრული მხარდაჭერა აქვს. რამდენად დიდია მოვლენათა ასეთი განვითარების შესაძლებლობა? - საკმაოდ დიდია, რადგან როგრც უკვე აღვნიშნე, ჯერჯერობით არც ერთი შეთავაზება არ მიგვიღია. მართალია, სატრანსფერო სეზონი წინ არის, მაგრამ ეჭვი მაქვს, ბევრს გაუჭირდება ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება”.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა