ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" კვიპროსში "აპოლონთან" 1:5 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მასპინძელთა 32 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა დაბომ "საბურთალოს" დაცვის შეცდომებით ისარგებლა, პირველ ტაიმში ორჯერ დალაშქრა კუპატაძის კარი და გუნდების არათანაბარი დონის გათვალისწინებით, მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

59-ე წუთზე დაბოს თანამემამულე თანატოლმა დიჯუნიმ მესამედ დაამწუხრა კუპატაძე, თუმცა შემდეგ გულიაშვილმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. ამას ქართული გუნდის მცველთა მორიგი შეცდომა და დაბოს ჰეთ-თრიკი მოჰყვა. 81-ე წუთზე მსაჯმა შეცვლაზე შესული ჭიჭინაძე გააძევა, 86-ეზე კი იაონიატისმა შორიდან ლამაზი დარტყმით ანგარიში დაამრგვალა.

ნიქოზია. " Neo GSP"

აპოლონი - საბურთალო 5:1

გოლები: 1:0 დაბო (3), 2:0 დაბო (32), 3:0 დიჯუნი (59), 3:1 გულიაშვილი (69), 4:1 დაბო (76), 5:1 იაონიატისი (86)

გაძევება: ჭიჭინაძე (81)

აპოლონი: მალი, პიტასი, იუსტე, როდერჯე, შალაი, მატეი (პსიჩასი 75), საჩეტი, დენიჩი (მარკოვიჩი 64), იაონიატისი, დიჯუნი (აგირე 64), დაბო

საბურთალო: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, კაკუბავა, ბუმალი (გოჩოლეიშვილი 78), ალთუნაშვილი, ტერა (ჭიჭინაძე 66), ტაბატაძე, ლუმუ (გულიაშვილი 64), ქავთარაძე

გოგი
კიბიაშვილის დროს ქართული ჩემპიონატის დონე სტაბილურად ეცემა. ერთად ერთი პრიზი “თანასწორების პრიზი” კაშიასთან ერთად მოგებული.
ნოდარი
ბავშვთა ფეხბურთიდანვე იწყება კორუფცია და იმის ბრალია ყველაფერი. თავიდანვე კლავენ ყოველგვარ მოტივაციას იმისთვის, რომ ნორმალური თაობა წამოვიდეს. 1) ძალით "ქაჩავენ" ძმაკაცების, ახლობლების შვილებს და ჯანსაღ კონკურენციას თავიდანვე სპობენ. 2) ბავშვებს იმხელა გადასახადებს უწესებენ, მშობელი ვეღარ ქაჩავს გადახდას. 3) ფედერაციის ეგიდით მოწყობილ ტურნირებზეც კი "მსაჯის" ფული არის გადასახდელი ბავშვებისათვის. რა ჯანდაბაა? 4) მწვრთნელების კვალიფიკაციაც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. 5) დიდი ალბათობით სახელმწიფო დაფინანსება მიდის ერთეულების შემოსავალში ამ ყველაფრის შედეგია სწორედ, რომ უკან მივდივართ უკიდეგანოდ
გოგა
აქ ბევრი წერს სად წავიდა 360 მილიონიო? სად და ფედერაციამ ისე დანაწილა თანხა 4 წელზე,რო ნახევარი ჯიბეში ჩაიდეს. საქართველოში ყველაფერში ყველა სფეროსი ფულის ჭამა მიდის და არაფელი კეთდება
SIRCXVILIA !
როდესაც საქართველოს სახელით წარსდგები საერთაშორისო ასპარეზზე, ასე გაფარჩაკება შენი ქვეყნის შეურაცხყოფაა,,, სირცხვილია!...მოიფიქრეთ რამე!
ბეგო
ქარტული ფეხბურთი დაასამარეს და ახლა გინდა საქართველოს სოფლის მეურნეობა დაასამარონ..დაანებე თავი ითამაშონ რასაც თამაშობენ ჩვენს ისეც დანგრეულ სოფლის მეურნეობას კიდევ ეს უნდა?
kolxi
300 მილიონი მეცნიერების განვითარებაში რომ ჩაგვედო ყოველ წელს ახლა შვეიცარიის თუ არა პოლონეთის დონეზე მაინც ვიქნებოდით
ბესარიონ
მართლა და სად მიდის ამდენი ფული, რამდენი გაჭირვებულის და მშიერის დაპურება შეიძელებოდა ამ მილიონებით, ნორმალურ ქვეყანაში ამის შემდეგ ვინმემ პასუხი უნდა აგოს...არა , ნორმალურ ქვეყნებში ამის შემდეგ ვიღაცას აუცილებლად შეაწუხებს სინდისი და თანამდებობას დატოვებს, აქ პირიქით - ახალი თანამდებობებისთვის იბრძვიან , უფრო დიდისთვის , ვითომ აქ ამიწურეს თავის შესაძლებლობები, ჩვეულებრივად დასაჭერები არიან პატრონი რომ ყავდეს ამ ქვეყანას....
ცდებით
ძალიან დიდი წარმატებაა, მხოლოდ 5:1 რომ წააგეს, ხომ შეიძლებოდა 10-15 ბურთიც კი გაეშვათ? აბა მიდი გამოუძახე სასწრაფოს!!!!! :) :) :)
გოგი.
კობიაშვილის დროს საქართველოს კლუბების დონე სტაბილურად ქვეითდება. ერთად ერთი პრიზი EQUAL GAME 2018.
დიდუბე
რატომ ათამაშებენ საერთოდ,არ დაუშვან !!!
დავით 67
ახლა ჭირს ცხოვრება და სჯობია სოფლის მეურნეობა ავაყვავოთ.რამდენი ბოსტნეული მოვა ეს სტადიონები რომ გადაეცეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს! ყოველ წელს ერთიდაიგივე აღარ მოგბეზრდათ ასეთი განადგურება უსუსტეს გუნდებთან? ვინმეს კიდევ თუ აქვს ოდნავ მაინც იმედი რომ ქართული გუნდები რაღაცას მიაღწევენ სასწრაფოდ ფსიქიატრი სჭირდებათ. მე მაგალითად ვინმემ ქართული გუნდების წარმატებაზე რომ დამიწყოს ლაპარაკი, ეგრევე სასწრაფოს გამოვუძახებ!
emigranti
"საბურთალო" გუნდი არ ყოფილა. მწვრთნელი ჰყავთ საერთოდ? ბოლობოლო გოლი გულიაშვილმა გაიტანა თუ ქავთარაძემ.კომენტატორებმა გულიაშვილი აქეს და ოქმში ქავთარაძე გიწერიათ...კარგად შეასრულა.
ვ ა ხ ო ბიჭიკო და კოტე
დაბო დაბო დიჯუნი, იაონიატის, თქვენ არ ეღირსოთ 22-ე საუკუნეს... რაფრა გადაგვიაარეს ტოო, თან ვინა, არიფებმა სიმონ, თან ვისა ტოოო? ვისა და ქუთეისელებს სიმონ, ბლატნოი ქალაქს, არიფებისგან ეს რაფრა გვეკადრებოდა სიმონ??? რას ფიქრობთ, ღირს ხალხის ჩარევა, თუ????? უუუხ! დაბო, დაბო, დიჯუნი! იაონიატის....... არიფების დოღია რააა...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
რა ამბავია 5-1 შენ მოგტეხოდა ფეხი და გადატეხილიყავი წელში, შე აბდალა შენა... ტრენერზე ვამბობ, თვარა ფეზბურთელი მაქანე არცერთი არაა...
დევკალიონი
მართალი ხართ ,დავითაშვილიც მაგარია ძალიან ,ბოლო დროს მარტო მაგათ ვუყურებ ,უყვართ მაგათ თავიანთი საქმე და ნიჭიერებიც არიან , ღმერთმა გაუმარჯოს.
devkalion
აუუფ,ეს აპოლონი კიარა და ბარსელონას უფრო გავდა,რა ტექნიკა რა დრიბლინგი ?! ,ჩენები გასაგებია მეორე გოლის მერე იფიქრეს აზრი არააქვს თამაშს და რა 2:0 წაგვიგია რა 5:0 რაზე ვიწვალოთო ? გულშემატკივარს რომ გაუტყდება, ეგ მაგათ სულ ბაირამ დუდუკზე კიდია
შოკირებული გულშემატკივარი
ჩენი გუნდების ევროტურნირებიდან პირველივე ეტაპიდან გამოთიშვის შემთხვევაში მათ მთავარ მწვრთნელებს დაევალოს პროლიცენზიის კურსების ხელახლად გავლა კურსების ადმინისტრაციის ხარჯზე და ჩაუტარდეთ ტრადიციულზე უფრო მკაცრი გამოცდები
merabi-1960
სურათზე შეხედეთ, რა საცოდავად იყურებიან გვერდითი მსაჯისკენ...ამ სამიდან ორი ნაკრებშია გამოძახებული...დაღმასვლას საზღვარი არა აქვს? ყოველ ზაფხულს ევროტურნირებმა უნდა ჩაგვახედოს სარკეში,ისე ვერ ხვდებით, რას წარმოადგენთ?ან არ დაიბრალოთ ფეხბურთელობა, ან იმუშავეთ თქვენს თავზე...
ფიფია
კობიაშვილო გერმანიაში მაინც ხარ ნაცხოვრები, გვიპასუხე სად ნახე მანდ კაცი ცხრა საქმეს ერთად ეკიდებოდა? რა ჯანდა გჭირთ? ვინ დაგწყევლათ ასეთმა? ან მაგალითი მაინც მიეცით ახალ თაობას, უაზრო ამბიციებით ნაცარქექიობის გარდა რას აკეტებთ? სადაა ხალხის ფულის 300 მილიონის შედეგი? ატკატები იყო ყველა?
კობა
მგონისაერთოდ ვერ გრძნობენ ანგარიშვალდებულებას ხალხის მიმართ იმ ხალხის მიმაეთ ვინც ხელფას უხდია და ერთხელაც იქნება ხალხს ყელაში ამოუვა ამათი წაგებული სახეების ყურება, ადმინ დადე კომანტარი ნუ ბლოკავ
zaza
უბრალოდ კი არა , მართლა მაგრად დავიღალე მე და ხანდახან ბრაზი მაღრჩობს ამ უთავმოყვარეობის განსახიერებებს რომ ვუყურებ . ფეხბურთელები ვართო რომ ჰგონიათ ამ გაჭირებულებს თან :(
zura
წვერის საპარსი არ აქვთ ამ გოიმებს თუ ვინმეს აშინებენ წვერებით? რას გვანან ეს საწყლები ან ამ მეკარეს თმები რა სტილზე აქვს ბოლოში აპრეხილი ქალივით
ბაჩი
ერთი კვარაცხელიას ყურება ჯობია 100 კაციანი ქართული ევრო კლუბების ცქერას.ფსკერი...
Master
მწვრთნელის ძალიან დაბალი კომპეტენცია.დაცვა საერთოდ საშინელება,თორემ რომ წავაგებდით ზუსტად ვიცოდით.
გელა ნუგზარაშვილი
პატარა ჩაიკუკეს ბიჭებმა.ხეჩიკაშვილმა შალოს ეხლა ხელები.
პრაგმატიზმი
ამ მეკარეებს მაინც რა ჭირთ? ახლა ბათუმის თამაშიც გადის და მეკარე იქაც არაფერია!ერტი სიტყვით ქართული ფეხბურთი პროფესიულ დონეზე კომატოზურ მდგომარეობაშია. ვინც უნდა მიხედოს ისისნი პარლამენტარობას ცდილობენ. იქაც ადგილს იკავებენ აქ კი საქმეს ღუპავენ. ახლა თქვენ თვითონ დაასკვენით რასთან გვაქვს საქმე?
zaza
საშუალოზე დაბალი დონის გუნდია აპოლონი და დაგვჯაბნა აშკარად!! ქართული კლუბებიდან ასე თუ ისე ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდა საბურთალოს, რომელმაც ყველა სათამაშო კომპონენტში წააგო!! რომელია საბურთალოდან ნაკრებში თამაშის ღირსი??? მერე ამბობენ მალი მაგარიაო და სხვებიცო და გამოძახონ ნაკრებშიო, კი მაგრამ ესეთი დონის კლუბი რომ დაგჩაგრავს და თავს ვერაფრით გამოიჩენ, ეროვნულ ნაკრებში რა გესაქმება არ ვიცი რა!
ქომაგი
,,არარატ-არმენიასთან" წაგების შემდეგ უკვე ,,პროგრესად" ეთვლება საბურთალოდ კვიპროსულ კლუბთან მარცხი.
Gio
ერთი ასეთი კაი იდია მომივიდა ამათან მიმართებაში ამათ რომ უყურებ მართლაც გამზადებული ფული მიაქვთ სახლებში ხომარ ჯობია ჩემპიონატი კიდევ შევამციროთ და ამათ მეორე ლიგაში უკრათ თავი და იქნებ მერე მოვიდნენ აზრზე და ან ივარჯიშონ იმის გულისთვის რომ მაღალ ლიგაში ამოსვლა მათვის ლიგის ტოლფასი გახდეს
გელა
გერმანული მოდელი უნდა დავნერგოო, ვიღაცამ თქვა ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნების წინ. ნამყოფია გერმანიაში?
ბუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ...............
დაცვა სუსტია,კუპატაძე ძალიან სუსტია, საბურთალო...... კომენტარი ზედმეტია
c
ქართული ფეხბურთი არის ერთი დიდი “სახინკლე”
თორნიკე ( რაჭა)
სეზონი იწყება კიპრზე ციტრუსების,ბარემ დარჩით მთელი ე.წ. დელეგაცია. კაი ფულს მოარტყავთ..
გრაფი
სამწუხაროა და გული მტკივა.
ჟუჟუნა
მალადცი ორლი)
ჯონდო
კობიაშვილი დეპუტატად!
ზორბეგი
ამათ შარშან არ შერცხვათ და...

საქამდის?
ტარიელი
აბსურდი.......
ჩიხურა
ჩიხურას ცოდვამ უწიათ
სამწუხაროდ
თუ ვინმემ მეტნაკლებად ბურთის გორება იცის,ყველა ქვეყნიდან გარბის,რომ სხვა ლიგებში სცადოს ბედი,ამიტომ საერთოდ არ გამკვირვებია ესეთი მარცხი.
nika
სტოპ ფეხბურთო!
ირაკლი
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ეს არის ჭაობი, რისთვის ფინანსდება ეს არავისთვის საინტერესო ტურნირი ჩვენი ჯიბიდან გამაგებინოს ვინმემ. მაინტერესებს თუ გადაიხდიდით ფულს უინტერესო სპექტაკლში, ფეხბურთიც ხომ წარმოდგენა და ერთგვარი შოუა. ფულს ჯიბიდან ვუხდით და ესენი რაღაცას ცოდვილობენ და თავს გვჭრიან ყოველ წელს. ფედერაციას უნდა გადაუკეტო ეს მზამზარეული შემოსავალი, მერე დაფაცურდება მთელი საფეხბურთო სამყარო.
ქომაგი
რაზე ხარჯავს სახელმწიფო 300 მილიონს. ასე მოყვარულებიც ითამაშებენ. იქნებ ფედერაციამ აუდიტი მაინც მიადევნოს ამ ხალხის ფულს.
თორნიკე ( რაჭა)
უბრალოდ, დავიღალეთ....
dima
იმედია შეგრცხვათ მაინც ....
[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: გადამწყვეტ მატჩში ინგლისური გუნდები შეხვდებიან
[VIDEO] ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ინგლისური ფინალის მოლოდინში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
2024 წლის პირველი ქართული გოლი - ქვილითაიამ "აპოელი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
საქართველოს თასის ფინალური მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებმა სტიუარდებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს [VIDEO]
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"ნაპოლი"-"აპოლონი" - ხვიჩა სასტარტოშია
კვიპროსული გუნდი გოჩოლეიშვილის გადაბირებას შეეცდება
კვიპროსში ჩემპიონატსა და კონფერენს ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ფორვარდი ითამაშებს
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
რევაზ ინჯგიამ "აპოლონი" დატოვა
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ხვიჩას წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "ნაპოლიმ" "აპოლონს" სძლია