ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" სტუმრად 0:3 დამარცხდა ბეერ შევას "ჰაპოელთან" და ტურნირს გამოეთიშა.

მასპინძლები დებიუტში პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ჟოსუემ დააწინაურა, შუა პირველ ტაიმში კაბჰამ კობახიძისგან რიკოშეტით დალაშქრა ალავიძის კარი; ხოლო მეორე ტაიმში ჟოსუემ საჯარიმოთი კიდევ ერთი გოლი გაიტანა და "ჰაპოელმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

პეტახ-ტიკვა. "ჰამოშავა"

ჰაპოელი - დინამო (ბთ) 3:0

გოლები: 1:0 ჟოსუე (9), 2:0 კაბჰა (21), 3:0 ჟოსუე (61)

ჰაპოელი: ლევიტა, დადია, ვიტორი (ტაჰა 79), ტზედეკი, გოლდბერგი, სალალიჩი, კაბჰა (იოზეფი 62), კელტიენსი, ჟოსეუ, აცოლატსე, ჩვირო (ვარენე 75)

დინამო (ბთ): ალავიძე, ნავალოვსკი (ჩალაძე 45), ობაობონა, კობახიძე, მამუჩაშვილი, მანჯგალაძე (გაფრინდაშვილი 77), ტეიდი, ჯიღაური, ფლამარიონი, გონსალვესი, ნიქაბაძე (რეინალდო 64)

ლ.გიო
გასაგებია რო რეკოშეტი იყო,მაგრამ მეკარე მაინც ძაან გარბოდა თავგუდმოგლეჯილი სადღაც. ისე რამდენი და კარგი ფეხბურთელი დაიმატა ბათუმმა და ამ ცანცარა ალავიძეს როგორ ვერ შეელია,ერთი ნორმალურე მეკარე რო მოიყვანონ არ აჯობებს?
Irakli Apkhaidze
არაადეკვატური სათაურია
ჰაჰა
გეთანხმები. მარტო შეტევა სისულელეა. ჩვენნაირმა სუსტმა გუნდმა ჯერ კარის დაცვაზე უნდა იზრუნოს. მაგალითად საბურთალოს და ბათუმს პირველი ტაიმი რომ გაეძლოთ, მეორეში სხვაგვარი თამაში წავიდოდა. ორივემ პირველ 15-20 წუთში წააგო.
გოჩა
დინამოს ურიგოდ არ უთამაშია,წარმოიდგინეთ ბავარიას კარში,რომ არ მდგარიყო ნოიერი არ აეღო მკვდარი ბურთები,მეკარემ გუნდი ხომ უნდა გადაარჩინოს,დინამოს შემთხვევაში გადარჩენა კი არა გაუშვა ბურთები,რომელიც საშუალო დონის მეკარემ უნდა აიღოს,თუგინდ რეკოშეტი იყოს,არაუშავს დღეის მონაცემებით ბათუმის დინამო ჩვენს სხვა კლუბებთან შედარებით ყველაზე უკეთ გამოიყურება ფიზ.მომზადებითაც კი.
x
kobiachviltan ra gindat, ra misi bralia tu sakartvelos chempionatis monacile gundebis mepatroneebi puls ar xarjaven da normaluri legionerebi ar chamokavt, sanam chven chempionatchi legionerebis ricxvi ar moimatebs da sanam puli ar daixarjeba manamde pegburtis tamachis done ver moimatebs da ase vitrialebt ert adgilze.
x
batumi kargi gundia gamocdileba ar konda imito caago, roca sakartvelos chempionatchi ikneba ati gundi iseti daaxloebit rogoric batumia legionerebit savse , ai machin mougebt ber chevas, apolons da aset c j klasis gundebs mainc.
შოკირებული გულშემატკივარი
ჩენი გუნდების ევროტურნირებიდან პირველივე ეტაპიდან გამოთიშვის შემთხვევაში მათ მთავარ მწვრთნელებს დაევალოს პროლიცენზიის კურსების ხელახლად გავლა კურსების ადმინისტრაციის ხარჯზე და ჩაუტარდეთ ტრადიციულზე უფრო მკაცრი გამოცდები
giorgiT
მე თბილისის დინამო კი ვქომაგობ მაგრამ ფაქტია, სამარცხვინოდ ითამაშა დინამომაც და საბურთალო ხო საერთოდ! აი ბათუმს ნამდვილად არ გაუმართლა, საკმაოდ გამართულ ფეხბურთს თამაშობს და მეტოქეს არაფრით ჩამოუვარდებოდა! მთავარია გეგუჩაძე დარჩეს და გააგრძელონ არჩეული კურსი და დარწმუნებული ვარ დიდი წარმატება ელის ბათუმს. თავისი ახალი სტადიონით!
Davit
კარგი გუნდია ბათუმი და არ იმსახურებდა ასეთი ანგარიშით წაგებას
თორნიკე
ერთი თამაში შეიძლება ყველას ჩაუვარდეს. ალავიძე ძალიან კარგი მეკარეა და ყველაფერში მას ნუ დავდებთ ბრალს. თავდამსხმელი თუ გოლს ვერ იტანს, ისიც ხო მისი ბრალი არაა? ბათუმი კიდევ მოუმატებს. ბიჭებს გვერდში დგომა ჭირდებათ!!!
თორნიკე
ერთი თამაში შეიძლება ყველას ჩაუვარდეს. ალავიძე ძალიან კარგი მეკარეა და ყველაფერში მას ნუ დავდებთ ბრალს. თავდამსხმელი თუ გოლს ვერ იტანს, ისიც ხო მისი ბრალი არაა? ბათუმი კიდევ მოუმატებს. ბიჭებს გვერდში დგომა ჭირდებათ!!!
სოსო
პირველი გოლი მეკარის ბრალი კი არა,დაცვის ბრალი იყო რომა.დასარტყმელ პოზიციაზე,სულმთლად თავისუფლად გაუშვეს და დაარტყმევინეს.დარტყმა კი,მართლაც ბრწყინვალე გამოუვიდა.ცხრიანში.მეორე გოლი რიკოშეტით გავიდა და შემთხვევითობის ფაქტორი ამოქმედდა.მესამე გოლი კი,უკვე მეკარის კისერზეა.მგონი ბურთი ვერ დაინახა.წაგების მიუხედავად,ბათუმმა ფეხბურთი ითამაშა და ამიტომ ბევრს ვერაფერს ვუსაყვედურებ.ჩემპიონატის დონე რაც არის,ეს არის.ლოკომოტივმაც,მეტ ნაკლებად ,მაგრამ მაინც ითამაშა ფეხბურთი.რასაც საქართველოში თამაშობს,იმაზე უკეთესი,ნამდვილად იყო.აი დინამოს და საბურთალოს თამაშს,თამაში როგორ დავარქვა,ეგ უკვე აღარ ვიცი.ორივე შემთხვევაში,პირველი ტაიმის შემდეგ,სხვაგან გადავრთე არხი.დახოხავდნენ მინდორზე.დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე,ისე ჩანს,რომ ჩემპიონატის გაზაფხული შემოდგომის სისტემაზე გადაყვანამ,ვერ გაამართლა.კლუბების ხელმძღვანელები,იმის საწინააღმდეგოდ იქცევიან,რა იდეაც ამ სისტემაში ჩადო ფედერაციამ.გუნდები გაძლიერების ნაცვლად,იშლებიან ზაფხულში.ასე მოხდა დინამოშიც და საბურთალოშიც.შედეგიც სახეზეა.მფლობელებმა,თავის ფეხბურთელებს,გუნდის დატოვების უფლება,ალბათ ზამთრის ფანჯარაში უნდა მისცენ,ზაფხულში კლუბისათვის დახმარების შემდეგ.სხვანაირად არაფერი გამოვა.თან კაპიკებში ჰყიდიან,რომ მსურველებმა ფეხბურთელებზე უარი არ თქვან და ამით,თვითონ ზარალობენ.თანაც,ასე თითქმის უფასოდ ნაყიდ ფეხბურთელს,მყიდველები ისე ექცევიან,როგორც ნაპოვნ ნივთს შეეფერება.ეგდოს,რავიცი,იქნებ რაიმეში გამომადგესო.ჰოდა ასე სკამზე ჯდომით ატარებენ საუკეთესო წლებს,ქართველი ტალანტები.კვარაცხელიას მაგალითი გაიხსენეთ,უფასოდ გაატანეს ლოკომოტივს,ხელფასს აგენტი უხდიდა,ოღონდ აეყვანათ და მათ,კიდევ დამატებითი მოთხოვნები წაუყენეს ფეხბურთელს,შენისთანებით სავსეა ჩვენი სკოლაო.მართლებიც იყვნენ თავისი გადმოსახედიდან.თავის გაზრდილ ფეხბურთელებში ფული ჰქონდათ დახარჯული და მისი დაკარგვა არავის უნდოდა,კვარა კი უფასოდ დაუსვეს და მათთვის არავითარი ფასი არ ჰქონდა.ისინი ხომ ჩონოვნიკები არიან და ყველაფერს,ფულის თუ ფასის პრიზმაში ხედავენ.სიომინი კი,ფეხბურთის სპეციალისტია და მიხვდა,რა ძვირფასი ქვა იმალებოდა ამ ბიჭში,თუმცა ჩინოვნიკის სიხარბემ იძალა და დაუმუშავებელი ალმასი,სანაგვეში გადააგდეს.იგივე დაემართა ჩაკვეტაძესაც,თუმცა მისი გენტში გაყიდვის ლოგიკა,კარგად ვერ გავიგე.ბავარიაზე თქვეს უარი და გენტში გაუშვეს.ეტყობა არც იყო ეს ლოგიკა.ასეთ ტალანტებს რომ ასე მოექცევიან,სხვაზე რაღას იზავენ.ამიტომაა,რომ წლობით სკამიდან სკამზე გადადიან ახალგაზრდა,პერსპექტიული ბიჭები,სანამ პერსპექტივა არ ჩაინავლება.გასაგებია,რომ დინამოს ბიზნესი,ახალგაზრდების გაზრდა და გაყიდვაა,მაგრამ ზუსტად ასევევა აიაქსიც და რუბინიც.ისინი აწინაურებენ ფეხბურთელებს და მერე,ძვირად ჰყიდიან.ჩვენ კი უფასოდ ვარიგებთ ბიჭებს და ამის ლოგიკას,უცხოელი ბიზნესმენი,ვერასოდეს გაიგებს.ის ფეხბურთელს ისე უყურებს,რიგორიც მისი ფასია.ვედრან ჩორლუკამ თქვა ხვიჩაზე,ჩვენთან ის,25 მილიონი ეღირებოდაო.ეს მაშინ,ლოკომოტივში რომ იყო,ახლა კი,რა ეღირება,თქვენ განსაზღვრეთ.რუბინში მისი ფასი,მგონი 4 მილიონი იყო,რუსთავმა კი,უფასოდ გაუშვა ლოკომოტივისათვის.მადლობა რუსთავის ხელმძღვანელობას,ბიჭის პერსპექტივისათვის ამხელა ზარალზე წავიდნენ,მაგრამ სულ თავისუფლად შეიძლებოდა,ეს ყველაფერი ხვიჩას საწინააღმდეგოდ შემოტრიალებულიყო.ბიზნესს თავისი კანონები აქვს.რაც შეეხება საბურთალოს და შარშანდელი თავისუფალი,ტემპიანი თამაშიდან,კვალიც აღარაა დარჩენილი.იმ სკანდალურმა დამარცხებამ და გულშემატკივრის აგრესიამ,გუნდი ფსიქოლოგიურად გატეხა.მას შემდეგ,საბურთალო სულ სხვა გუნდია.წარმატების ტაღიდან გადმოვარდა და ძალიან ძნელი იქნება ისევ მაღლა ასვლა.თანაც საკადრო დანაკარგებიც დიდი გამოუვიდათ ამ ზაფხულს და დარჩენილებმაც ვერ ითამაშეს ისე,როგორც ეკადრებოდათ.ერთი სიტყვით არც ფიზიკურად,არც ფსიქოლოგიურად და არც ტექნიკურად,გუნდი მზად არ იყო ევროტურნირისათვის
1234
ყოველ წელს ელოდები ევროტურნირებს და მორიგი იმედგაცრუების შემდეგ ფიქრობ, რომ აგერ, დადგა ფსკერი და ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს?! მარა, თურმე ჯერ სად ხარ?! იმასაც მოვედწარით, რომ ჩემპიონობის პრეტენზიის მქონე გუნდი,ისრაელის საშუალო დონის გუნდთან 0-3 ზე მარცხდება და ამ დროს გულშემატკივარი.... კმაყოფილია!და რითაა კმაყოფილი, თვითონაც არ იცის :) გააზრებული ფეხბურთი უთამაშია :) ეს უკვე ნაღდად ფსკერია!
ბექა
მომენტები რასაც ვუყურე ნამდვილად კარგი თამაში აჩვანა ბათუმმა. ესე თუ გააგრძელეს და ძირითადი ბირთვი შენარჩუნდა აუცილებლად ექნება შედეგი
gogia
კაი ბატონო ბათუმი,დინამო თბ და საბურთალო დაბალი დონეა და ლოკომოტივი ჩვენს ჩემპიონატში არ თამაშობს,თუ ლოკომ მოახერხა და დაამარცხა მოწინააღმდეგე ანარჩენებს რა დაემართათ.ყველამ ვიცით რო ამ ოთხეულიდან ყველაზე ცუდად ერ.ლიგაში ლოკომოტივი თამაშობდა..მაგრამ მოახერხა და დაამარცხა კრაიოვო..დანარჩენი სამი გუნდის მარცხი მწვრთნელების კვალიფიკაციის ბრალი უფროა!ლოკო სწორი ტაქტიკოთ მოქმედებდა რასაც ვერ ვიტყვი დანარჩენებზე..ჭიაბრიშვილმა აჯობა ყველას...
ლალუკა
ბათუმური შეძახილები აკლდა ბათუმის დინამოს
Aravin
Ushansod ar damarcxebulA!!!!! Tamashs ar uyuret?
თენგაბი
ბათუმი სწორ გზას ადგას, გუნდი შედარებით გამართულ ფეხბურთს თამაშობს. მთავარია შეთამაშება და სისწრაფის მომატება. თუმცა სად უნდა მოუმატონ, ჩემპიონატს დაძაბულობა აკლია, კონკურენტული გარემო არ არის
M
100პროცენტით გეთანხმები.რაც მომექონა დინამოს თამშში ეს იყო ტემპი ევრიპული სტანდარტის.თუ ეს გუნდი არ დაშალეს მომავალ წელს ჯგუფურ ეტაბზე ითამაშებს.ახალი გუნდი 1 ლიგიდან გადმოვიდა იმწელსვე ეევრო საგზური მოიოოვა ახლა ჩემპიონობა და მერე ევრო წარმატება.მე თბილისი დინამოს გულშემატკივარი ვარ მაგრამ ამ ეტაბზე დალაგებული და მიზან დასხული ბათუმია
მევარმე
ვუყურე თამაშს და არ გამოვრიცხავდი იმას რომ 2 მატჩიან დუელში ბათუმის დინამოს შეეძლო ამ გუნდის გამოგდება... ყველა ქართული კლუბის თამაშს ვუყურე და მიუხედავად ანგარიშისა ყველაზე გააზრებული ფეხბურთი ბათუმის დინამომ ითამაშა.. 1-2 წელი უნდა ამ გუნდს შეთამაშებისთვის და შეიძლება მეტად სანახაობრივი ფეხბურთი და შედეგიც დადონ..
ქობულეთიდან
ანგარიში არ ასახავს შეხვედრის შინაარსს,ვინც უყურა მატჩს დამეთანხმება.ბათუმი არ იმსახურებდა ასეთ მარცხს.გუნდმა საკმაოდ გამართული ფეხბურთი ითამაშა.ცოტა გამოუცდელობა,ცოტა სტუმრად თამაშის ფაქტორი,ცოტაც უიღბლობა და ეგარი..დარწმუნებული ვარ ამ გუნდს აქვს კარგი მომავალი.
emigranti
100 პროცენტით გეთანხმებით. კარგი გუნდი დგება ბათუმი. ერთი კარგი მეკარე და დამცველების შეთამაშება სჭირდებათ.
გელა
ბევრს შეიძლება ეწყინოს ჩემი ეს ნათქვამი,მაგრამ ამას სინანულით და გულისტკივილით ვამბობ მეც ველოდები ყოველ წელს, რომ რაღაც პროგრესი ექნებათ ქართულ გუნდებს, მაგრამ მე რასაც ვუყურებ დღეს: ბათუმის დინამოც,თბილისის დინამოც საბურთალოც წამყვანი ქართული კლუბები დიახ საქართველოს ჩემპიონატის დონეზე კარგ ფეხბურთს თამაშობენ,მაგრამ ევროპული ასპარეზისთვის ეს არის ძალიან დაბალი დონე!! ჩვენი კლუბები პროგრესის მაგივრად რეგრესის გზას ადგანან, რადგან ჩემპიონატი უკვე ძალიან დაბალ დონეზე დასული ვისაც ფეხბურთი ესმის ყველა ამ აზრზეა ბოლო წლებში რა შედეგებიც აქვს ქართულ კლუბებს ეს აისახება უეფას საკლუბო რეიტინგზე და ამიტომაცაა რომ უკვე პირველი ეტაპიდანვე ერთვებიან ქართული კლუბები აღარ არიან განთესილები და ხვდებიან ძლიერ მეტოქეებს და სანამ სერიოზული მაშტაბური ცვილელები არ დაიწყება საქართველოს ჩემპიონატში არ ჩაიდება სერიოზული ინვესტიციები აქ ფეხბურთი საბოლოდ მოკვდება და ისიც აღარ იქნება რაც ახლა არის.
Superman
რაის ვეფხვი, სამივე გოლი მაგის კისერზეა
s..s
ნეტა არვინ გამოვიდეს და ფეხბურთელებს თავდადებისთვის მადლობა არ გადაუხადოს, ჩვენთან ხო ესე იციან მწვრთნელებმა. წაგებულ თამაშებში მადლობის გადახდა თავგანწირული თამაშისთვის და მოედანზე ყველაფერი დადესო.
ზაზა
ჩვენი კლუბების წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ევროსარბიელზე არის ის, რომ საქართველოს ჩემპიონატი არის ძალიან დაბალი დონის.!!! 44 მეოთხე ადგილზე ვართ ევროპის რეიტინგში :მალტა, ლუქსემბურგი და ლისხტენშტეინიც კი გვისწრებს და ეს მოქმედებს ზუსტად ევროტურნირებზეც. სარეიტინგო ქულები იწერება მოგებული თამაშების შედეგად და ვისაც ბევრი მოგებები აქვს ევროთასებზე იმ ქვეყნების კლუბები იწყებენ მე 2-3 ეტაპიდან თამაშს არიან განთესილები და ხვდებათ შედარებით სუსტი მეტოქები. ჩვენი კლუბები უკვე განთესილი გუნდების სიიდანაც ამოვარდნენ და ნელ ნელა ვუახლოვდებით ჯუჯასახელმწიფო გუნდების (აუთ საიდერი) გუნდების დონეს. ფაქტიურად დღეს ქართული გუნდები ყველა ევროპული კლუბისთვის არიან სასურველი მეტოქეები. სანამ საქართველოს ჩემპიონატის დონე არ აიწევს და აქ არ დაიწყება სისტემური ცვლილებები არ ჩაიდება სერიოზული ინვესტიციები მანამდე სულ ასე ვიწვალებთ და ასეთი სურათი იქნება.
1111
სამწუხაროდ თამაშს ვერ ვუურე მაგრამ რაც მომენტებიდან ჩანს ბათუმი სწორ გზას ადგას გააზრებული ფეხბურთის თამაშს ცდილობს რომელსაც გარკვეულ8 გამოცდილების დაგროვება ჭირდება და აუცილებლად დადებს შედეგს კარგი გუნდის კონტურები ჩანს რომელივც არავითარ შემთხვევაში არ უნდს დაიშალოს და პროექტი ბოლომდე უნდა იქნასმიყვანილი მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვა შეფეგი ნორმალური ლეგიონერების და ადგილობრივი ფეხბურთელების ნაზავით +გეგუჩაძის გამოცდილება (ვულოცავ ლოკომოტივს ბოლო ბოლო ფეხბურთი ითამაშეს სხვა თბილისური გუნდისგან განსხვავებით ასევე ბათუმელებმაც უბრალოდ ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მეტი შრომა და შედეგი აუცილებლად მოვა)
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
ალავიძე როგორც ვეფხვი ისე ხტუნავდა, მარა ისინი როგორც ქურციკები ისე დარბოდნენ, აი სად გვაჯობეს...
ავთო
არ გინდათ სიმართლეს გაუსწოროთ თვალი, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ევროტურნირების ფსკერია და ერთმა ნაკლებად სუსტმა გუნდმა მეორე უფრო სუსტ გუნდს მოუგო. ვიღაცა ამბობდა, უშანსოდ არ წაუგიათო - აბა, 0:3 შანსიანად წაგებაა? ვიღაცამ კიდევ თქვა, მწვრთნელი, მეკარე და დაცვაა გამოსაცვლელი, თორემ გადასარევი გუნდიაო. თუ ნახევარი გუნდი თავის მწვრთნელიანად გამოსაცვლელია, გუნდი გადასარევი როგორაა?
Grisha
ნერვებს ან შენ რატომ იშლი ან ჩვენ რატომ გვიწეწავ? წადი რა კერლინგს უყურე და თავი დაგვანებე
გოგა
"კედლის" სწორად დაყენებას რა ფული ჭირდება?
გრიგილ1408
რით ვერ გაიგეთ, ყველაფერი ფულია. ფული კი ტოტალიზატორს აქვს. გადახედეთ შედეგებს,აშკარა ფავორიტები აგებენ. არ მითხრათ ეხლა ლოკომოტივს მაგარი გუნდი ყავსო. უბრალოდ დინამომ რომ წააგო ლოკომოტივით დააბრუნეს ვალი
რომა
სამივე გოლი მეკარის ბრალი იყო, სამივეს აღება შეიძლება. სწორედ ესეთი შეცდომები წყვეტს თამაშის ბედს!
Antoine
ბათუმმა დღეს მართლაც კარგი გამართული და სასიამოვნო ფეხბურთი ითამაშა მიუხედავად შედეგისა, უკეთესი დაცვა და მეკარეა საჭირო.
რომანი
იმედია სახლში მოვუგებთ და გავალთ შემდგომ ეტაპზე!
პრაგმატისტი
საბურთალო-მწვრთნელი ნული, მეკარე ნული, ამბიცია მეპატრონეების მოგვეცა ლხენა! ბათუმის დინამო-მეკარე ნული, გუნდი არაუშავს, მწვრთნელი კარგი, მეპატრონეები ცდილობენ მაინც! ფედერაცია -ორი ნული. კობიაშვილო გერმანიაში მაინც ხარ ნაცხოვრები, გვიპასუხე სად ნახე მანდ კაცი ცხრა საქმეს ერთად ეკიდებოდა? რა ჯანდა გჭირთ? ვინ დაგწყევლათ ასეთმა? ან მაგალითი მაინც მიეცით ახალ თაობას, უაზრო ამბიციებით ნაცარქექიობის გარდა რას აკეტებთ? სადაახალხის ფულის 300 მილიონის შედეგი? ატკატები იყო ყველა?
გაგა
გეთანხმები, მეც ძალიან მომეწონა ბათუმი _ ბურთის კონტროლი, სწრაფი მოქმედება, კომბინაციები, დარტყმის მცდელობები, ყველაფერი იყო და თითქოს სულ ცოტა დაგვაკლდა წარმატებამდე. ყოველ შემთხვევაში თბილისის დინამოზე და საბურთალოზე კარგად ნამდვილად ითამაშეს.
Master
ფული ხალხნო ფულიი.ფულმა მოკლა ფეხბურთი,განსაკუთრებით ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნებისთვის.სამი ლეგიონერის მეტი როარ შეიძლებოდა გახსოვთ?ეს აბალანსებდა სწორედ მდიდარ-ღარიბს.ახლა მთავარია ფული გქონდეს და თუ გინდა ყველა ლეგიონერი გყავდეს,წარმოიდგინეთ აბა აპოლონს ან ჰაპოელს 8 კვიპრი და 8 ებრაელი ყოლოდა ძირითადში,ხომ გაცილებით მეტი იქნებოდა შანსი?აპოლონს ათი ლეგიონერი ყავდა ძირითადში,ასე რომ იყოს დავუშვათ ბათუმში მოგეწონებოდათ?დარწმუნებული ვარ 80 პროცენტს არ მოეწონებოდა,მერე სხვანაირი საუბარი წავიდოდა,ვის ვუყურო და ვუქომაგო ქართული გუნდი ქვია მაგასო?ჩვენი მენტალიტეტიც განსხვავდება.რეალურად არაა ამ პატარა ქვეყანაში იმდენი ქართველი ფეხბურთელი რომ თუნდაც ოთხი ნორმალური კლუბის დონე დააკმაყოფილოს.კარგ ლეგიონერს კი ბევრი ფული უნდა,რომელიც არ გვაქვს.ამასობაში ვინც ცოტა ნორმალური ჩნდება 18-19 წლის უკვე სხვაგან გარბის.ასე რომ მთლად ფეხბურთელებს,მწვრთნელებს და მფლობელებს ნუ დავაბრალებთ რაც ხდება.ეს ყველაფერი წყეული სიღარიბის გამო ხდება.ეჰ...
alexandre (თბილისის დინამოს გულშემატკივარი)
ძალიან შემეცოდა ბათუმი. მომეწონა. ასეთი გამათულ ფეხბურთს თუ თამაშობდა ნამდვილად არ მეგონა. არ გაუმართლა. მაგრად არ გაუმართლა. ცალსახაა: 1.წელს საქართველოს ჩემპიონი უპირობოდ გახდება. 2. თუ არ დაშლიან და არ გაყიდიან უცხოელებს და ჯიღაურს, გაისათ ნამდვილად სერიოზულად იბრძოლებენ ჯგუფში გასასვლელად და არც იქ შეირცხვენენ თავს. გეგუჩაძეს მივმართავ. გააგრძელეთ და დაგიფასთებად. შედეგი აუცილებლად იქნება. წარმატებებს გისურვებთ.
giorgi
სათაამური უშანსოდ დამრცხდა მიღებელია უაზრო კომნტარი იყო უშანსოდ არა ესეთი წაგება არ ეკუთნოდა თამაშით აჯობა ბათუმა უბრალად ძალინ უაზრო გოლი გავიდა პირველ ტაიმში არკუთნოდა წაგება
ზაზა
მარტო კობიაშვილი კი არ უნდა გადადგეს არამედ მთლიანად არის ფეხბურთის ფედერაციის ბუდე დასაშლელი
maxo
არაფერი გვეშველება არააა ფეხბურთი ჩვენი საქმე
kolx
სასწრაფოდ უნდა გადადგეს კობიაშვილი! მრავალჯერ დადასტურებული ფაქტია რომ პროგრესი არ აქ ქართულ ფეხბურთს.
გიგა
სხვათაშორის ბათუმის თამაში მომეწონა და შთაბეჭდილება დამრჩა რომ უფრო კარგი გუნდია ვიდრე მოწინააღმდეგე გუნდი და ლეგიონერებიც ძალიან კარგები ყავს. პ.ს. სამივე გოლი მეკარეის სინდისზეა, უკეთესი მეკარე ეკუთვნის ბათუმის დინამოს
[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: გადამწყვეტ მატჩში ინგლისური გუნდები შეხვდებიან
[VIDEO] ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ინგლისური ფინალის მოლოდინში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ცნობილი გახდა "ჰაპოელისა" და ბათუმის "დინამოს" სასტარტო შემადგენლობები
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
იმრანი თბილისის "დინამოდან" "ჰაპოელში" გადავიდა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა