როგორც იცით, იაპონიის მორაგბეთა ნაკრებმა კორონავირუსის გამო ფორმატშეცვლილ "6 ერის" ერთჯერად გათამაშებაზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა და "ბორჯღალოსნებს" ტურნირზე ჩართვის შესაძლებლობა გაუჩნდა. ერთდროულად რამდენიმე გამოცემის ცნობით ("გარდიანი", BBC, rte.ie) კი ამომავალი მზის ეროვნულ გუნდს სწორედ საქართველოს ნაკრები შეცვლის.

"8 ერის" ტურნირი 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე ჩატარდება და თუ ჩვენი გუნდი მართლაც მიიღებს მონაწილეობას, ჯგუფში საფრანგეთთან, იტალიასთან და შოტლანდიასთან ერთად ისპარეზებს. მეორე ჯგუფში უელსი, ირლანდია, ინგლისი და ფიჯი არიან.

BBC იტყობინება, რომ 24 ოქტომბერს ჩვენი ნაკრების შოტლანდიასთან გასვლითი ტესტ-მატჩიც გაიმართება.

იბერიელი68
ნაკრების თამაშს როდესაც ვუყურებდი ყოველთვის იმედიანად ვხდებოდი ვიცოდი ერთი რამ ისინი იბრძოლებენ ბოლომდე მიუხედავად მეტოქისა და ეს დამსახურება იყო ბიჭების ეხლა არ აქვს მნიშვნელობა თუ რაფერ დროშას აფრიალებთ და რომელ პოლიტიკური ნიშნით ხართ მონათლული უბრალოდ გააკეთეთ ერთი კარგი საქმე და ის თქვენ დაგიბრუნდებათ არჩევნები კარზე მომდგარი გაიღვიძეთ
კახა
აი ნახავთ რა მოხდება, ფიჯი უარს იტყვის და ისევ 6 ერის ტურნირს ჩაატარებენ და ჩვენც თავაზუან უარს გვეტყვიან, სამხრეთ აფრიკა და იაპონია რო ყოფილიყო მაშინ ქონდა მაგათთვის დროებით გაფართოებას აზრი. არ უნდა ექვს ერს ჩვენნაირი გაპარტახებული საქართველო და თან შიგნით როგორ ჭამენ ერთმანეთს თვითონ რეგბისტები გული აგერევა კაცს.

უარის თქმა ადვილია და ყოველთვის შეიძლება. ან როგორ უნდა თქვა უარი ასეთ შემოთავაზებაზე, მაგრამ ამისთვის ხომ სათანადოდ მომზადებაა საჭირო???? ამაზე ხომ ვინმემ უნდა იზრუნოს და ორგანიზება მოახდინოს? ერთი კაცი არ აღმოჩნდა, ვინც იტყვის, რომ ხალხო, სასწორზე ქართული რაგბის მომავალი დევს, პრობლემებს მოგვარება უნდა და რამე მოვახერხოთო. ფედერაციაა თუ სანოტარო კანტორა, რომ მიყარო საქმეები და გაიქცე? მერე გამოვა ეს ხალხი და ოჯახი, ოჯახიო გაიძახიან,სახლიდან მოგვქონდა ფული, რომ თამაშები არ ჩაშლილიყოო, სად არის ამ გაჭირვებაში გამოსავლის მპოვნელი ხალხი? თუ ივანიშვილმა არ დააფინანსა , ეს წვალებით მიღწეული წარმატება ერთი ხელის მოსმით უნდა გადაყარონ წყალში?
გუგა
და როცა ასეთი შანსი კარგა ხანი შეიძლება აღარც გვქონდეს საქმეს რა გვიფუჭებს? ისევ და ისევ ჩვენი უთავბოლობა და დაქსაქსულულობა: ამის ქოცობა, იმის ნაცობა და ა.შ.
იბერიელი68
ეს არის კარგი შანსი მაგრამფედერაცია და სახელმწიფო ჩინოვნიკები უნდა გააქტიურდნენ არუნდა იყვნენ მოლოდინის რეჟიმში თორემ აუცილებლად დაიწყება რეგრესი და ყველაფერი წყალში ჩაიყრება რაგბის განვითარებამ ბევრი მოზარდი გამოსტაცა. ქუჩას

Otelo ქართული რაგბი იმ დონეზე მიიყვანეს, გადაწყვეტილების მიღება არ უნდა კაციშვილს - ჯერ სვანიძე გაიპარა, მერე გორგასლიძეს მიმართეს პრობლემებზე და ისიც გაექცა სიტუაციას, ეხლა თორნიკე გოგებაშვილია და ისიც აშკარად ერიდება გადაწყვეტილების მიღებას. ადრეც მითქვამს და ეხლაც ვიტყვი - ვისაც პრეზიდენტობა უნდა, იმისი გეგმებიც არ იცის არავინ! მარტო ის ისმის, ვინ რა გააფუჭა.ვინ და როგორ აპირებს სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას, ამაზე კაციშვილი არ ლაპარაკობს. ამ 6 თუ 8 ერში თამაში შიგნით არეულ სიტუაციას ვერ გამოაწორებს - ეს იგივეა, რომ დანგრეულ სახლს ლამაზი სახურავი დაადგა. რატომღაც ისე მეჩვენება, თითქოს დაფინანსების საკითხი შეჩერებულია ვინაიდან, საპარლამენტო არჩევნებზეა გადატანილი მთელი ყურადღება და ამის შემდეგ დაიწყება ისევ ახალ-ახალი განცხადებები.ფაქტია, ქართული რაგბის მდგომარეობა სავალალოა, მისი გამოსწორება სასწრაფოდ უნდა მოხდეს ყველა იმ ადამიანის მიერ ვისაც ეს ევალება - ფედერაციის შიგნით თუ მის გარეთ მყოფი იმ ხალხის მიერ, რომელიც თავს ე.წ სარაგბო ოჯახის წევრად თვლის
OTELO
სამწუხაროდ ისმის ასეთი ხმები. ძლიან ცუდი ინება თუ მართლა უარი გვითხრეს. ჩვენთან კი მიდის წუწუნი - თურმე გვინდა თუ არ გვინდა. კარგია ეს თუ ცუდია. სასაცილოა, ჩვენ ვბჭობთ ისეთ რაღაცეებზე, რაც სანატრელი შეიძლება დაგვირჩეს და ამ დროს საკითხი რეალურად სხვაგან წყდება. იმის მაგივრად, რომ ბედის ანაბრად მიტოვებული ქართული რაგბის მოთავეებიდან ვინმე ცოტა გაინძრეს, "შეტოკდეს", რაღაც მაინც სცადოს, იქნებ ოდნავ აქეთ გადმოვხაროთ შანსი - საჯარო წუწუნი მიდის - გვიღირს თუ არა მონაწილეობა?
სოსო
ჯერ ისიც არ ვიცით,დაგვიძახებენ თუ არა და მიუხედავად იმისა,რომ ამაზე ცუდი მომენტის წარმოდგენა,ჩვენთვის შეუძლებელია,მაინც არაფრით არ შეიძლება უარის თქმა.5 ასეთი დონის გუნდთან ერთ სეზონში შეხვედრა,ისეთუ ფუფუნება და გამოცდილებაა,რომ ყველა 0-ზეც რომ წავაგოთ,უარის თქმა მაინც არ შეიძლება.თუმცა ჯერ მიგვიპატიჟონ და მუხლები შემდეგ ვითქვიფოთ
კობი
სამხრეთ აფრიკასთან მიდისო წინასწარი მოლაპარაკება – მე რაც წავიკითხე (leprogres.fr)

რა რეალობას არის დღეს ქართული რაგბის სივრცეში, იმის შეუცვლელად არაფერი გამოვა. ნაკრები მოემზადება, მაქსიმუმს გაიღებს, ეს გასაგებია, მაგრამ მართლა ასე გაგრძელება არ შეიძლება. თუ ასე გაგრძელდა, 8 ერში თამაში პრობლემებს ვერ მოაგვარებს
კახა
OTELO ერთს ჩაგისწორებ , 5 თამაში მოგვიწევს , მეორე ჯგუფის იგივე ადგილოსანთანაც მოგვიწევს . 4 + დაგეგმილი შოტლანდია . თანაც იტალაიასთან ყველა ვარიანტში მინიმუმ შოტლანდიასთან ნათამაშები გავალთ .მართლაც კარგი შანსია ჩვენთვის . ზედიზედ 5 თამაში ძალიან მაგარია .
OTELO
"ჯერ შეიცადე ვიდრემდის წახვალ, მეც მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა": ხომ გაგიგია ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფიაო? ფოლადი ცეცხლში იწრთობაო! ცდა ბედის მონახევრეაო! მაშ! მერე რა რომ სადღაც კაბინეტ-კორიდორებში თურმე ტურები შემძვრალ-გამომძვრალანო. მოედანზე ლომები გვყავს და ისე იბრძოლებენ, როგოცც ეკადრებათ. მაშ! აბა რუსეთ-რუმინეთთან სწორდი და სმენა გვინდა ისევ? ერთი ცდა, მეორე ცდა და ბოლოს შედეგიც მოვა, ეს დონე გვინდა, შიდა ეროვნული ამ დონეს მიბაძავს.
ზურა
ჯერ ფედერაციას პრეზიდენტი აურჩიეთ,მერე ახალი ზელანდიელი მწვრთნელი ზარზეიმით რომ მივიღეთ და უკან დაწია ნაკრები, ძლიერი მწვრთნელი უშევეთ ნაკრებს! ეხლა ვინც გვყავს ის იმ დონის არაა რომ 6 ერში გაიყვანოს ნაკრები! დღევანდელი ნაკრები იტალიასთანად დიდი ანგარიშით წააგებს!!!
ბათუმის დინამოს ფანი
იმედია ეხლა მაინც გაგვიმართლებს და მოვხვდებით ამ გათამაშებაში თუნდაც ერთჯერადად. იტალია უნდა დავამარცხოთ და დავუმტკიცოთ რო ევროპის მეექვსე გუნდი ვართ და შანსს ვიმსახურებთ!
სოსო
დაგვიძახებენ?-არ დაგვიძახებენ.დაგვიძახებენ?-არ დაგვიძახებენ.ბარემ გვირილის ყვავილზე იმკითხავეთ.მთელი რაგბი თავზე დაგვექცა და ჩვენ მკითხაობას ვერ გავცდით.
Master
პრეზიდენტი არ გვყავს,მწვრთნელი არ გვყავს,ჩემპიონატი ჩაშლილია,ასეთ დროს საფრანგეთთან,შოტლანდიასთან და იტალიასთან თამაში...კატასტროფა რაა,ერთი აქ ვქაჩავდით და ეს სპორტიც ღრმა კრიზისშია,თან ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში.
OTELO
თუ ეს ყველაფერი მართალია (იმედი მაქვს ასეც არის), გამოდის, რომ წელს, ამ შემოდგომაზე არანაკლებ 4 უმაღლესი რანგის მატჩი გველის - სამი ამ ტურნირიდან და ერთიც ტესტი შოტლანდია. და ვინ ფიქრობს, რომ ამ გამოცდილებაზე საქართველომ უარი უნდა თქვას? ან უარს, თუ ვიტყვით, რას დავამტკიცებთ - რომ უკაცრავად "გვკიდია" ამ დონეზე თამაშები? აბა სხვა კიდევ რა გვინდა? ამოვიკეტოთ და ვიყოთ? სწორედ ეს უნდა გახდეს სტიმული ეროვნული ჩემპიონატის განვითარებისთვის...აბა სხვა მიზანი რა არის? ან როგორ ვაპირებთ? კარზე მოგვიკაკუნეს და ჩვენ ჩავიკეტოთ?
აკინ
ძალიან კარგი იქნება მაგრამ იქნება კი? რა ვიცი თუ არ მოიწვიეს ა.შ.შ ან სულაც ესპანეთი ანდა რომელიმე ფულიანი ბობოლა ქვეყანა რა ვიცი შ.პ.ს. ექვსი ერიდან არაადეკვატური და დამპლური ქმედება ცოტა გვახსოვს შეიძლება საერთოდ ჩუჩბეკეთი ათამაშონ რას გაუგებ "წმინდა შ.პ.ს."_უს
მენტალური მომზადების ცენტრი
თქვენი იმედი გვაქვს!
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება