"ბორჯღალოსნები" ბუქარესტში, IRB-ს ერთა თასის გათამაშებაში პირველ შეხვედრას ხვალ სამხრეთ აფრიკის "კინგზთან" გამართავენ
საქართველოს ნაკრები ბუქარესტში გასამართ IRB-ს ერთა თასის გათამაშებაში პირველ შეხვედრას ხვალ გამართავს. "ბორჯღალოსნების" პირველი მეტოქე სამხრეთ აფრიკის "კინგზი" იქნება, რომელსაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ალან სალამონსი წვრთნის და ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონების მორაგბეებითაა დაკომპლექტებული.

ცნობილია ამ შეხვედრის არბიტრის ვინაობაც. მატჩს ფრანგი მსაჯი ჟერომ გარსეზი განსჯის. ის საკამოდ მაღალი დონის არბიტრია და საქართველოს ნაკრების ტრაბზონში, რუსეთის ეროვნულ გუნდთან მატჩში უმსაჯია.

ტურნირი რუმინეთისა და ნამიბიის ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნება. "მუხის ფოთლები" ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში ჩვენი გუნდის მეტოქეები არიან და დიდი ხანია მსოფლიო რაგბის უდიდესი ფორუმისთვის მზადებას შეუდგნენ.

ახლახან, რუმინულ მედიაში გავრცელდა მათი ეროვნული ნაკრების ფრანგი თავკაცის, პიერ ანტონენის მოისაზრება "მუხის ფოთლების" მიზნებსა და მომავალზე.

"მსოფლიოს თასზე ჩვენი მიზანია ღირსეულად ვიასპარეზოთ. რა იგულისხმება ღირსეულად ასპარეზობაში? რა კრიტერიუმებით შეიძლება შევაფასოთ ის? მოდით, ასე ვთქვათ, სამ მატჩში ინგლისის, შოტლანდიისა და არგენტინის ნაკრებებთან გამარჯვების შანსი ნულის ტოლია. მათთან პაექრობისას კარგი იქნება თუ დიდი სხვაობით არ წავაგებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი სამიზნე დიდი ხნის ნაცნობი საქართველოს ნაკრებია.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ ღირს ამ თემაზე ირონიითა და სარკაზმით საუბარი. ეს არის ობიექტურად შექმნილი რეალობა და არავითარ შემთხვევაში მიზნად არ დამისახავს რუმინული რაგბის და ამ ქვეყნის ნაკრების დაკნინება. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ გუნდის სათავეში არასდროს მოვიდოდი.

რუმინული რაგბის ამჟამინდელი მდგომარეობა სახარბიელო არ არის. მსოფლიოს თასზე მიღებული გამოცდილება კი ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად უნდა გამოვიყენოთ", - თქვა მან.

რუმინეთის ნაკრები

პირველი ხაზი: ნიკოლაე ნერე, ბოგდან ზებეგა (ორივე-სტიაუა), სეზარ პოპესკუ (მაკონი), დრაგოშ დიმა (ბლანიაკი), მიჰაიტა ლაზარი (ექსი), იონ პაულიკა (ლონდონ იარიში), სილვიუ ფლორეა (ბორდო), მარიუს ტინკუ (პერპინიანი), ანდრეი რადოი (ბაია მარე)

მეორე ხაზი: კრისტიან პეტრე (სენტ ეტიენი), ვალენტინ ურსაკე (ექსი), ვალენტინ პოპარლანი (ბუქარესტი), მარიუს სირბე (ტარბი)

მესამე ხაზი: სტელიან ბურეა, ვასილე რუსი (ორივე-ტიმიშოარა), მიჰაი მაკოვეი (ბაია მარე), დანიელ იანუსი (სტიაუა), ოვიდიუ ტონიცა (პერპინიანი), დანიელ კარპო (ფარული)

#9: ლუჩან სირბუ (მიო), ფლორინი სურუჯუ (ბუქარესტი), ვალენტინ კალაფეტეანუ (ტიმიშოარა).

#10: დანუც დუმბრავა (სტიაუა), იონუც დიმოფტე (ბაია მარე)

#12-13: კონსტანტინ გეარა (ფარული), ჩაბა გალი (ბაია მარე) იონელ კაზანი, კატალინ დესკალუ (ორივე-სტიაუა).

#11-14: კატალინ ფერკუ, მედალინ ლემნარუ (ორივე-ტიმიშოარა), კატალინ ნიკოლაე (ფარული), სტეფან ჩუნტუ (ბაია მარე)

#15: ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), იულიან დუმიტრაში (ლურდი)

სამხრეთ აფრიკა "კინგზი"

პირველი ხაზი: იაკო ენგელსი, კლინ ნიულენდი, ფუმლანი ნოდიკიდა, ანდრე სხლეჩტერი, იაკო ფორი, იანის ფრენკლინი, ფრანკ ჰერნი.

მეორე ხაზი: როს კენედი, ბერნდ პიტერსი, უეინ ფან ნირდენი.

მესამე ხაზი: ჯაკ ენგელბერხტი, მპოჰო ბიოზო, დუეინ ოოსტჰუიზენი, ჟაკ პოტხიტერი,

#9: ბოელა აბრაჰამსი, დენი ფაასენი

#10: ლუის სტრიდომი, ჯონათან მაკბენი

#12-13: იაკო ბეკერი, უეინ სტივენსი, შონ გეტსი

#11-14: სიიანდა გრეი, მარსელო სიმპსონი, დარონ ნელი

#15: სი პი მარაისი, მზვანდილე სტიკი

არგენტინა A

პირველი ხაზი: ხერმან არაოსი, ანდრეს ბორდი, გასტონ დე რობერტსი, ფრანსისკო კოდელა, ფრანსისკო პიჩინინი, მაურისო გვიდონე.

მეორე ხაზი: ფელიპე არანგუერენი, სანტიაგო გუზმანი, ჰუგო სკიერანო.

მესამე ხაზი: ანტონიო აუალი, ხოსე ლუის ბასილე, ტომას დე ლა ვეგა, ტომას ლეონარდი, იგნასიო პესმანი.

#9: მარტინ ლენდახო, სანტიაგო მენდესი.

#10: სანტიაგო იგლესიასი, ბენხამინ ბადერო, ტომას როსატი.

#12-13: ლისანდრო ლოპესი, მაქსიმილიანო ნანინი

#11-14: ბელისარიო აკულა, მაურო კომუზი, ფერნანდო ლუნა.

#15: რომან მირაესი, ხოაკინ ტუკულეტი

IRB-ს ერთა თასი
10 ივნისი

რუმინეთი-ნამიბია, საქართველო-სამხრეთ აფრიკა კინგზი, არგენტინა A-პორტუგალია

15 ივნისი

საქართველო-არგენტინა A, რუმინეთი-სამხრეთ აფრიკა კინგზი, პორტუგალია-ნამიბია

19 ივნისი

პორტუგალია-სამხრეთ აფრიკა კინგზი, საქართველო-ნამიბია, რუმინეთი-არგენტინა A.

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა