ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რა გვჭირდება ევროდონისთვის

რა გვჭირდება ევროდონისთვის

ფიფა-უეფა მასპინძელ კლუბებს სტადიონზე უსაფრთხოების ნორმების დაცვას უმკაცრესად სთხოვს
ევროტურნირების დაწყებამდე დაახლოებით სამი კვირა რჩება და ამ წერილით გვსურს, თქვენი ყურადღება იმ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხზე შევაჩეროთ, რასაც არცთუ ხშირად ვეხებით - ვგულისხმობთ სტადიონებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვას, რასაც ფიფა-უეფა უდიდეს ყურადღებას აქცევენ და მასპინძელ კლუბს თითოეული წვრილმანი დეტალის გათვალისწინებასაც კი უმკაცრესად სთხოვენ.

მატჩების უსაფრთხო გარემოში ჩატარება ეროვნულ ჩემპიონატსა თუ თასზეც უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროტურნირებზე განსაკუთრებული მოთხოვნებია და გადავწყვიტეთ, მოახლოებული საერთაშორისო შეხვედრების წინ ამ თემას შეძლებისდაგვარად ამომწურავად შევეხოთ.

სტატიის მომზადებაში დიდი დახმარება გაგვიწია თბილისის "დინამოს" მატჩების ორგანიზების მენეჯერმა გია ისიანმა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციები საყურადღებო უნდა იყოს როგორც კლუბების წარმომადგენლებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის.

სავარაუდოდ, ევროტურნირების დაწყებამდე ისიანი საკუთარ მოსაზრებებს საერთაშორისო ასპარეზზე გასული სხვა კლუბების ("ზესტაფონი", "გაგრა", "ოლიმპი") მედიაოფიცრებსაც გაუზიარებს.

ამ შეხვედრებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ რამდენიმე დღეში გიამბობთ, ახლა კი თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ როგორც ევროთასების, ასევე შიდა ტურნირების შესახებ.

მეტი თავისუფლება მედიას

თუკი ეროვნულ სტადიონზე საკონფერენციო დარბაზი მხოლოდ მატჩისშემდგომი პრესკონფერენციისთვის იღებოდა, ამიერიდან ევროთასებისა და ეროვნული ტურნირების შეხვედრების დროს დარბაზის კარი მუდმივად ღია იქნება, რაც ჟურნალისტებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას გაუადვილებს. მედიელთა განკარგულებაში იქნება ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები.

ავტომობილის მფლობელ ჟურნალისტებს კი სტადიონის ტერიტორიაზე შესვლა და ავტომობილის სადგომზე გაჩერება სპეციალური საშვებით შეეძლებათ. თითოეულ რედაქციაზე ორი სამანქანო საშვი გამოიყოფა.

ეროვნულ სტადიონზე მალე გამოჩნდებიან სტიუარდები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ჟურნალისტებს, საპატიო სტუმრებსა და გულშემატკივრებს დააკვალიანებენ.

ფოტორეპორტიორების საგანგებო ნომრიანი გადასაცმელებით უზრუნველყოფას "დინამო" იკისრებს. კლუბს მედიელთა მიმართ ერთი თხოვნაც აქვს: მოედნის კიდესთან მწვრთნელებთან ინტერვიუს ჩაწერისგან თავი შეიკავონ და ცნობისმოყვარეობა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე დაიკმაყოფილონ, ფეხბურთელებს კი მიქს-ზონაში გაესაუბრონ, რომელიც გასახდელების მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.

ფანკლუბებს ფეხბურთელებს დააშორებენ

"ბევრმა თამაშმა დამანახა, რომ ფანკლუბების სათადარიგოთა სკამების უკან განთავსება მიზანშეუწონელია", - ამბობს ისიანი, "ხშირია ზეწოლა მწვრთნელებსა თუ ფეხბურთელებზე, რასაც ზოგჯერ ტრიბუნებსა თუ მოედანზე უმართავი პროცესები მოსდევს, იყო მოედანზე გულშემატკივართა შევარდნის ფაქტებიც".

პროვოკაციების პრევენციის მიზნით გულშემატკივართა გაერთიანებებს ეროვნულ სტადიონზე სათადარიგოთა სკამებისგან მოშორებით გაამწესებენ და ისიანი იმავეს გაკეთებას ურჩევს სხვა კლუბების წარმომადგენლებსაც.

ბავშვებისთვის უფასოდ

ეროვნული ჩემპიონატის მაყურებელთა სიმცირის პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად "დინამო" საკუთარ მატჩებზე ბავშვებს მიიყვანს, რომელთათვისაც სტადიონზე შესვლა უფასო იქნება. საშუალო სკოლებში ხშირი სტუმრობის პარალელურად, დინამოელები საფეხბურთო აკადემიებსაც ეწვევიან ხოლმე და მოზარდებს სტადიონზე დაპატიჟებენ.

ფეხბურთელი და არაფეხბურთელი ბავშვებისთვის სპეციალური, წითელი ფერის ბილეთები გამოიყოფა, ბავშვებს პირველი იარუსის მესამე სექტორში, "დინამოს" ფანკლუბის ქვეშ განათავსებენ.

პეტარდები გამოირიცხება, გაგრილება

გულშემატკივრებმა უნდა იცოდნენ, რომ სტადიონზე პეტარდებისა და სხვა აალებადი ნივთების შეტანას კლუბისთვის სოლიდური ფინანსური სანქციის დაწესება მოჰყვება. ისიანის აზრით, კარგი იქნება, თუ ამის წინააღმდეგ საბრძოლველად კანონს მიიღებენ და სტადიონზე აკრძალული ნივთებით შესულ ქომაგებს ადმინისტრაციულ სასჯელს დააკისრებენ.

როგორც იცით, აკრძალულია ტრიბუნაზე პლასტმასის ბოთლების შეტანა, არადა, გამაგრილებელი სასმელის გარეშე 90 წუთის გაძლება, მით უმეტეს, ზაფხულის სიცხეში, ბევრს არ შეუძლია. "დინამოს" ხელმძღვანელობა ამ პრობლემის გადაჭრასაც აპირებს და ეროვნულ სტადიონზე სპეციალური სერვისის დანერგვას გეგმავს - მაყურებლებს გამაგრილებელი სასმელების ადგილზე შეძენა შეეძლებათ.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ლაპარაკია უალკოჰოლო სასმელებზე, ალკოჰოლური სასმელები კი, ლუდის ჩათვლით, ფიფა-უეფას მიერაა აკრძალული.

ისიანის აზრით, კარგი იქნება, თუ წინასამატჩო ე. წ. მიტინგებს სამართალდამცავებიც დაესწრებიან. ცნობისთვის, მატჩების უსაფრთხოებას იცავენ ქალაქის პოლიციის სამმართველო, დაცვის პოლიცია და სტადიონის კერძო დაცვა.

ორი დროული რეკომენდაცია

როგორც უკვე გითხარით, ეროვნული ჩემპიონატის თემას უახლოეს მომავალში განვავრცობთ, წერილს კი მასთან დაკავშირებული ორი რეკომენდაციით დავასრულებთ: კარგი იქნება, თუ უმაღლესი ლიგის კლუბები საშინაო მატჩებისთვის მინიმუმ რვა ბურთს წარმოადგენენ, რაც ისედაც დაბალტემპიან თამაშებს უფრო მეტად აღარ შეაფერხებს. ცნობისთვის, აქამდდე შიდა ასპარეზზე კლუბებს მინიმუმ ხუთი ბურთის ქონა ევალებოდათ;

და მეორე, არცთუ უმნიშვნელო დეტალი: სასურველია, მომავალი სეზონიდან დელეგატებს მატჩებზე ოფიციალური სამოსით მისვლა მოეთხოვოთ.

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის