მოგესალმებით.

გაგაცნობთ ბოლო საათების სატრანსფერო სიახლეებს.

დავიწყოთ გაოფიციალურებული ტრანსფერით. "ლაციოს" ხორვატი ნახევარმცველი მილან ბადელი "ჯენოაში" გადავიდა. კონტრაქტი 3 წელზეა გათვლილი, თუმცა გარიგების სხვა დეტალები ჯერ არ კონკრეტდება.

ინსაიდერი ნიკოლო სკირა წერს, რომ "ლესტერმა" უკვე შეათანხმა ჩენგიზ უნდერის ტრანსფერი "რომასთან". საუბარია 1-წლიან იჯარაზე, გამოსყიდვის უფლებით. იჯარის ღირებულებად 3 მილიონი ევრო დასახელდა.

რონალდ კუმანმა, მგონი, გადაწყვეტილება შეცვალა და აცხადებს, რომ შესაძლოა, სუარესი "ბარსაში" დარჩეს. "ცოტაც მოვიცადოთ და ვნახავთ, შეძლებს თუ არა ის წასვლას. ჩვენ ვაფასებთ ფეხბურთელების კონტრაქტებს. თუ ის დარჩება, ზუსტად

ისეთივე სრულფასოვანი ფეხბურთელი იქნება "ბარსასთვის", როგორც ყველა სხვა", - განაცხადა კუმანმა "მარკასთან".

მარიო ბალოტელის აგენტი მინო რაიოლა დარწმუნებულია, რომ სუპერმარიო ევროპაში გააგრძელებს კარიერას. აქვე მსოფლიოს ყველაზე ცნობადმა აგენტმა დაამატა, რომ "ბრეშადან" წასული მარიო იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია.

"ლიონის" პრეზიდენტმა საბოლოოდ უარყო დეპაის "ბარსელონაში" გადასვლის შესაძლებლობა. თურმე ბარტომეუმ მის კოლეგას გულახდილად უთხრა, რომ კლუბი პანდემიის გამო მძიმე ფინანსურ კრიზისშია და დეპაის შესაძენად თანხები უბრალოდ არ აქვთ.

დელე ალის გარშემო ჭორები უფრო და უფრო იმატებს. კლუბის შიდა წყარო იტყობინება, რომ ინგლისელი ფეხბურთელი მოურინიოსთან მუშაობით

კმაყოფილი არ არის და თვალი წასვლაზე უჭირავს. ახლა კი, მადრიდის "რეალის" შემდეგ, ალის ტრანსფერს თურმე "მანჩესტერ იუნაიტედიც" ნიადაგს უსინჯავს.

როგორც ჩანს, დიდი ხნის წვალების შემდეგ "ასტონ ვილა" მიაღწევს საწადელს და "ლიონიდან" ბერტრან ტრაორეს გადმოიბირებს. Sky Sports-ი წერს, რომ ფრანგები 19 მილიონ ევროს დათანხმდნენ, ინგლისელებმა კი ტრაორესთან უკვე შეთანხმებასაც მიაღწიეს 4-წლიან კონტრაქტზე და ფრანგი ამ დღეებში სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის.

როგორც ჩანს, ლივერპულელები მაინც "გატყდნენ" და ტიაგო ალკანტარას სანაცვლოდ, 30 მილიონი ევრო "გაიმეტეს". (!) როგორც Sky Sports-ი იტყობინება, შეთანხმება უკვე მიღწეულია.

ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა