ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"ველესი" თუ "ლანუსი"?

"ველესი" თუ "ლანუსი"?

არგენტინა. კლაუსურა. XVII ტური. თამაში ისევ ჩაიშალა, მსაჯები ისევ შეცდნენ
არსენალი-ოლიმპო 2:0

გოლები: 1:0 ობოლო (37), 2:0 ლ. ლოპესი (42)

ბანფილდი-ოლ ბოისი 3:1

გოლები: 0:1 მატოსი (4-პენ), 1:1 ფერეირა (7), 2:1 ბუსტამანტე (84), 3:1 მენდესი (90)

გაძევება: კასტელიონე (87. ოლ ბოისი)

კილმესი-ბოკა 2:2

გოლები: 1:0 კარუსო (27 ს.კ.), 2:0 ხერლო (42), 2:1 პალერმო (63), 2:2 ჩავესი (67)

ხიმნასია-რასინგი 0:0

გაძევება: კორდობა (90. ხიმნასია)

ურაკანი-ტიგრე 3:2

გოლები: 1:0 მაჩინი (37), 2:0 კამპორა (39), 2:1 ეჩევერია (43), 3:1 კამპორა (50), 3:2 ე. გონსალესი (64)

რივერი-კოლონი 1:1

გოლები: 0:1 ფუერტესი (57), 1:1 კარუსო (82)

არხენტინოსი-ესტუდიანტესი 0:0

ველესი-გოდოი კრუსი 2:0

გოლები: 1:0 მარტინესი (64), 2:0 რამირესი (90)

ინდეპენდიენტე-ლანუსი 1:2

გოლები: 0:1 ვალერი (12), 0:2 რეგეირო (74), 1:2 ველასკესი (80)

ნიუელსი-სან ლორენსო 15 ივნისს გაიმართება

თ მ ფ წ ბ ქ

1. ველესი 17 10 3 4 32-16 33

2. ლანუსი 17 9 5 3 27-14 32

3. გოდოი კრუსი 17 8 4 5 29-26 28

4. ოლიმპო 17 7 5 5 26-22 26

5. არხენტინოსი 17 6 8 3 14-10 26

6. ბოკა 17 7 5 5 21-19 26

7. ინდეპენდიენტე 17 6 7 4 25-19 25

8. რივერი 17 6 7 4 13-12 25

9. ბანფილდი 17 7 4 6 22-22 25

10. რასინგი 17 7 2 8 22-21 23

11. ესტუდიანტესი 17 6 5 6 17-17 23

12. ტიგრე 17 6 5 6 24-25 23

13. ოლ ბოისი 17 6 4 7 13-18 22

14. სან ლორენსო 16 5 6 5 18-14 21

15. კოლონი 17 6 3 8 20-25 21

16. არსენალი 17 4 7 6 23-22 19

17. კილმესი 17 4 5 8 22-26 17

18. ხიმნასია 17 3 8 6 17-22 17

19. ურაკანი 17 3 5 9 17-35 14

20. ნიუელსი 16 3 2 11 14-31 11

ბომბარდირები: 10 - კამპორა (ურაკანი), სტრაკვალურსი (ტიგრე); 9 - გუტიერესი (რასინგი), ფუერტესი (კოლონი); 8 - ვალერი (ლანუსი), ობოლო (არსენალი); 7 - რომერო (ლანუსი), რამირესი (ველესი).

მომდევნო ტური

10 ივნისი: ოლიმპო-ნიუელსი.

11 ივნისი: კოლონი-არსენალი, სან ლორენსო-კილმესი, ოლ ბოისი-ხიმნასია.

12 ივნისი: ტიგრე-ინდეპენდიენტე, ურაკანი-ველესი, ესტუდიანტესი-რივერი, ლანუსი-არხენტინოსი, ბოკა-ბანფილდი.

13 ივნისი: რასინგი-გოდოი კრუსი.

არგენტინის საშემოდგომო ჩემპიონატი 19 ივნისს დასრულდება. სავარაუდოდ, ჩემპიონიც მხოლოდ მაშინ გაირკვევა. ახლა კი ცნობილია ტიტულისთვის მებრძოლი 3 კანდიდატი, ორი რეალური, მესამეადგილოსან "გოდოი კრუსს" კი თეორიული შანსი რჩება. ჩემპიონის ვინაობას ერთმანეთს "ველეს სარსფილდი" და "ლანუსი" ეცილებიან, პირველს ფინიშამდე 2 ტურით ადრე ერთქულიანი უპირატესობა აქვს.

ტურის მოვლენები

"ველესმა" ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა კი ბევრს ეეჭვებოდა. ფინიშისწინა მოსახვევში "ველესი" პირველი შევიდა, როცა ერთ-ერთი კონკურენტი "გოდოი კრუსი" დაამარცხა. ეს იყო ძალიან რთული, ლიდერს ახლა უფრო გაუიოლდება მიზნის მიღწევა, თუმცა არ ვგულისხმობთ, რომ ყველაფერს იოლად მიაღწევს, წინ ორი თამაშია - სუსტ "ურაკანთან", რომელიც ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის და არასტაბილურ, მაგრამ ძლიერ და მოტივირებულ "რასინგთან".

"ველესის" მდევარ "ლანუსს" კიდევ უფრო რთული კალენდარი აქვს - ჯერ "არხენტინოს ხუნიორსს" ხვდება, რომელიც კოპა სუდამერიკანას საგზურისთვის იბრძვის, ბოლოს კი - "რივერ პლეიტს"...

"რივერ პლეიტი" ისე "გამოძვრა" პლეი ოფის ზონიდან, რომ საამისოდ არაფერი გაუკეთებია - რომ წაეგო (ფრე ითამაშა) "მილიონარიოსი" მაინც არ დარჩებოდა პრომოსიონის ზონაში. ასეთია მათემატიკა არგენტინულ პრიმერაში - ახალბედებისთვის წაგება-მოგება მეტი ფასი აქვს, ვიდრე "ძველებს". "ოლიმპომ" კი წააგო. მომდევნო ტურში "რივერმა" და "ოლიმპომ", რომ მოიგონ, ეს უკანასკნელი ისევ გადაუსწრებს კონკურენტს, მაგრამ, შეიძლება, ორივემ ერთად გადაუსწრონ "ტიგრეს" ან "არსენალს". აი, რაზე ფიქრი და რისი თვლა უწევს არგენტინის ყველაზე ტიტულოვან გუნდს!

უკვე ხუთი ტურია, რაც "მილიონარიოსი" ვერ იგებს. ის კი არა, "კოლონთან" მატჩში მასპინძლებმა ბოლო ათ წუთში გაათანაბრეს, თუმცა მოგებაც შეეძლოთ - მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე პავონემ ბურთი ძელს გაარტყა.

"ურაკანმა" მოიგო და გავარდნის ზონაში "ხიმნასია" გადაისროლა. ჩვენ უკვე გამოვიტირეთ "ურაკანი", თუმცა, როგორც გამოჩნდა, "გლობო" ისევ სუნთქავს და ბრძოლას აპირებს.

კლაუსურაში მესამე თამაში ჩაიშალა. პირველი ორი (ველესი-სან ლორენსო და ესტუდიანტესი-ურაკანი) ტრიბუნებზე არეულობის გამო ჩაიშალა. "ნიუელს ოლდ ბოისის" და "სან ლორენსოს" შემთხვევაში, მატჩი გააუქმეს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე - "ნიუელსის" ფანთა ერთმა ჯგუფმა ქალაქში დიდი არეულობა გამოიწვია და პოლიციის კომისარი ფეხში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

ტურის მოვლენა იყო უთუოდ მარტინ პალერმოს გოლი, რომლის წყალობითაც ის არგენტინის ჩემპიონატის ისტორიაში მე-5 ბომბარდირი გახდა. "ტიტანმა" "კილმესს" ულამაზესი გოლი გაუტანა. მარტინი, რომელიც ამ ორ ტურსაც ითამაშებს და ფეხბურთიდან მიდის, 227 გოლით ხოსე სანფილიპოს გაუთანაბრდა.

ველესელმა დავიდ რამირესმა "გოდოი კრუსის" კარში მეორე გოლი გაიტანა და ამით გუნდს, სადაც გაიზარდა და სახელი მოიხვეჭა, ჩემპიონობის შანსი ერთობ შეუმცირა. ბოლო დროს დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, რამირესს გოლი არ უზეიმია.

"ლანუსმა" გაინაღდა კოპა სუდამერიკანას საგზური, ადრე ეს შეძლეს "ინდეპენდიენტემ" (როგორც მოქმედი ჩემპიონი), "ესტუდიანტესმა" და "ველესმა".

ტურის ციფრები

9 მატჩში 22 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ 2,4 გოლია მატჩში. მასპინძლებმა 14-ჯერ გაიტანეს, 8-ჯერ კი სტუმრებმა. დუბლი მხოლოდ ხავიერ კამპორამ შეასრულა და სიმბოლურია, რომ ამით ფორვარდი ბომბარდირთა დავაში ლიდერს გაუსწორდა, ხოლო მისი "ურაკანი" გავარდნის ზონას დაეხსნა.

ტურის მატჩი

ველესი VS გოდოი კრუსი

ტურის გმირი

ხუან მარტინესი

ხუანდე რამოსმა ბოლო მომენტში გადაიფიქრა მისი ყიდვა "დნიპროში", სერხიო ბატისტამ მას ნაკრებში არ დაუძახა - არადა, "ველესის" ლიდერი ბრწყინვალე ფორმაშია. "გოდოი კრუსთან" მატჩში მან ბურთი საჯარიმოს კუთხესთან მიიღო, ორი მცველი ჩამოიტოვა, ცენტრისკენ შეიწია და ისე დაარტყა, რომ დედამიწის ზურგზე ვერც ერთი გოლკიპერი ვერ აიღებდა. მარტინესის გარდა გამოვყოფთ მეკარე მარსელო ბაროვეროს, რომელმაც ერთ წუთში ორი დიდებული "სეივი" გააკეთა.

ტურის შეცდომა

"კილმესი"-"ბოკას" მატჩში მსაჯმა ნიკოლას კოლასის გოლი გააუქმა, ეს მოხდა 0:0-ზე. გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ თამაშგარე მდგომარეობა არ ყოფილა და მსაჯი ნესტორ პიტანა შეცდა, როცა ლაინსმენს დაუჯერა.

ტურის ტრავმა

"ტიგრეს" მეკარე დანიელ ისლასმა მეტოქის მცველ ანდრეს ნუნიესთან შეჯახებისას მძიმე ტრავმა მიიღო. მეკარემ ჩაწოდების ჩაჭრა განიზრახა, ეს შეძლო კიდეც, მაგრამ თავს ნუნიესი დაეცა. "ურაკანის" ფეხბურთელს შეეძლო შეჯახების არიდება, მაგრამ ეს არ გააკეთა. მეკარემ რამდენიმე ადგილას მიიღო მოტეხილობა და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

ტურის გოლები

მარტინ პალერმო (ბოკა): პირველი გოლი "კილმესის" კარში.

კრისტიან ჩავესი (ბოკა): მეორე გოლი "კილმესის" კარში.

ხუან მარტინესი (ველესი): პირველი გოლი "გოდოი კრუსის" კარში.

დიეგო ვალერი (ლანუსი): პირველი გოლი "ინდეპენდიენტეს" კარში.

ვინ ამოდის პრიმერაში

ოთხეული გარკვეულია - ცნობილია, რომ რაფაელის "ატლეტიკო" პრიმერადივიზიონში ითამაშებს, "ბელგრანო" პრომოსიონში მიიღებს მონაწილეობას. "უნიონს" და "სან მარტინს" გასარკვევი აქვს, რომელი მათგანი მიიღებს პირდაპირ საგზურს და რომელი იბრძოლებს პრომოსიონში.

მწვრთნელის ძიებაში

საოცარია, მაგრამ "ესტუდიანტესს" ჯერაც ვერ უპოვნია ედუარდო ბერიცოს შემცვლელი. სტუდენტები ჩემპიონატს ინერციით ამთავრებენ. გუნდის ხელმძღვანელობა ცდილობს დაითანხმოს 50 წლის რუბენ დარიო ინსუა.

ტურის სიმბოლური ნაკრები

Goal.com. 3-5-2

აგუსტინ მარჩესინი (ლანუსი) - მარსელო ბუსტამენტე (ბანფილდი), მათიას კაისი (რასინგი), დანილო ხერლო (კილმესი) - კრისტიან ჩავესი (ბოკა), დიეგო ვალერი (ლანუსი), გასტონ მაჩინი (ურაკანი), ფაბიან რინაუდო (ხიმნასია), ხუან მარტინესი (ველესი) - მარტინ პალერმო (ბოკა), ხავიერ კამპორა (ურაკანი).

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს

"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა