ლონდონის ტურნირზე მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რეიტინგის 168-ე ნომერს ავსტრალიელ მეტიუ ებდენს ორ სეტში - 6:4, 6:4 მოუგო
მორიგ სათამაშო დღეს უმთავრესი მოვლენები ლონდონის ტურნირზე განვითარდა. ბალახის სეზონი გახსნა როლან გაროსის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ორ სეტში მოუგო რეიტინგის 168-ე ნომერს, ავსტრალიელ მეტიუ ებდენს. ესპანელმა თითო სეტში თითო ბრეიკი აიღო და ესეც საკმარისი აღმოჩნდა მოგებისთვის - 6:4, 6:4.

ნადალის შემდეგი მეტოქე იქნება ჩეხი რადეკ შტეპანეკი, რომელმაც ივან ლუბიჩიჩთან პირველი სეტი "მშრალი" ანგარიშით წააგო, მაგრამ შემდეგ შეძლო სიტუაციის გამოსწორება და მეტოქის 15 ეისის მიუხედავად, კორტი გამარჯვებულმა დატოვა. ამასთან, ჩეხმა ჯამში ხორვატზე ცხრა ქულით ნაკლები აიღო.

კიდევ ერთი ფავორიტის ენდი მიურეისა და ბელგიელი ქსავიე მალისეს მატჩი წვიმის გამო შეწყდა. მეტეოროლოგიური პირობების გარდა, მაყურებელი თავად მიურეიმაც ანერვიულა. თუმცა ენდიმ მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება. ბრიტანელმა ექვსიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, ერთადერთი წაგებული ბრეიკი მეორე სეტის დათმობად დაუჯდა. თავად ენდიმ შვიდიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, 12 ეისი დააგროვა და მხოლოდ ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა.

იანკო ტიპსარევიჩმა და მაიკლ რასელმა ორი ტაი-ბრეიკი ითამაშეს და ორივე შემთხვევაში ოდნავ ძლიერი იყო სერბი, რომელმაც შემდეგ წრეში საათსა და 56 წუთში გააღწია. ტიპსარევიჩი მერვედფინალში სწორედ მიურეის შეხვდება.

ტომაშ ბელუჩიმ და მარსელ ილჰანმაც ორი ტაი-ბრეიკი ითამაშეს, მაგრამ მათი შეხვედრა სამი სეტი გაიწელა და ბოლოს ბრაზილიელმა მაინც გატეხა თურქის წინააღმდეგობა. მარინ ჩილიჩმა 11 ეისის წყალობით დამაჯერებლად გაიარა არნო კლემანის ბარიერი, კევინ ანდერსონმა არანაკლებ დამაჯერებად ჩამოიცილა გზიდან დანიელ იანგი. ასევე აღვნიშნავთ ორი არგენტინელის გამარჯვებას. ხუან მარტინ დელ პოტრომ იგორ კუნიცინს მოუგო, დავიდ ნალბანდიანი კი ილია ბოჟოლიაკზე ძლიერი აღმოჩნდა.

ჰალეში მხოლოდ ხუთი მატჩი გაიმართა და მათგან აღსანიშნავია მილოშ რაონიჩის კარგი თამაში მოწოდებაზე. ახალგაზრდა კანადელმა 14 ეისი ჩააწოდა გერმანელ ტობიას კამკესთან შეხვედრაში, გამოიყენა ბრეიკ-პოინტის ერთადერთი შანსი და ორ სეტში გაიმარჯვა.

ბირმინგემში ქართველ ანა ტატიშვილს სეხნია ანა ივანოვიჩთან მატჩში რაც დაემართა, ამაზე გუშინდელ ნომერში ვწერდით, ამიტომაც თქვენს ყურადღებას სხვა მატჩებზე შევაჩერებთ.

თითქმის ორი საათი დასჭირდა დანიელა ჰანტუხოვას სორანა კირსტეას დასამარცხებლად. სლოვაკი ჩოგბურთელის აქტივში უნდა შევიტანოთ ის ფაქტი, რომ მან არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მისცა მეტოქეს, თავად კი ექვსი ასეთი შანსიდან ხუთი გამოიყენა. მიუხედავად ამისა, მატჩი დროში მაინც გაიწელა.

ძალიან რთული გამარჯვებია მოიპოვა შუაი პენგმა - გამოცდილ ჩინელს ნაკლებად ცნობილ ნაომი ბროუდისთან დაპირისპირებაში სამი სეტის ჩატარება დასჭირდა. არადა, ამ მატჩში ბრიტანელის ანგარიშზე 17 ეისი მოდიოდა, მაგრამ ასეთი სტაბილური მოწოდების მიუხედავად, შემდეგ წრეში მაინც აზიელმა გააღწია.

აღვნიშნავთ აგრეთვე საბინ ლისიცკის გამარჯვებას კირსტენ ფლიპკენსის წინააღმდეგ. ამაში გერმანელს 10 ეისი დაეხმარა. ასევე სარა ერანის მოგებას კრისტინ მაკჰეილზე ყოველგვარი ეისის გარეშე. კარგ ფორმაში იყო ბოლო პერიოდში რუსი ეკატერინა მაკაროვა, მაგრამ მან ამჯერად ვერაფერი მოუხერხა ტამირა პაჩეკს. აღსანიშნავია, რომ მეტოქეებმა თანაბარი რაოდენობის ქულები (79) აიღეს.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა