თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ინტერვიუ მისცა ქართულ სპორტულ გაზეთ "ლელოს" და გუნდის შესახებ ისაუბრა.

"ლა ლიგის წინა სეზონში მე-6 ადგილზე გავიდა, წელს კი ორიდან ორი მოგება აქვს და როგორ შევპირდე გულშემატკივარს, რომ მოვიგებთ?!. ჯერ გუნდის შენება დაწყებულიც არ არის, ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც მთელი კარიერა წინ აქვთ, მაგრამ შენებას წლები დასჭირდება. ამ ორ მოგებას არ მინდა ზედმეტი მოლოდინი მოჰყვეს. ჩვენზე ბევრად ძლიერ გუნდს ვხვდებით.

წინა ორი მეტოქე და ჩვენ რომ გავერთიანდეთ, შემსრულებლებით ერთი "გრანადა" მაინც არ გამოვა... მაგრამ ჩვენ ვეცდებით, ყველანაირი მორიდების გარეშე ფეხბურთი ვითამაშოთ. რაც გამოვა, გამოვა... წესით და რიგით, შემდეგ ეტაპზე "გრანადა" უნდა გავიდეს. კი, ერთმატჩიანი თამაშია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენს სტადიონზე რომ ვთამაშობდეთ, კიდევ ვიტყოდი, რომ მეტი შანსი გვაქვს-მეთქი.

რაც უნდა უმაყურებლოდ ვიყოთ, მაინც სახლში ხარ და (იცინის)... ისე, ჩვენ უმაყურებლოდ თამაშს მიჩვეულები ვართ. უცხოელი რომ ჩამოდის, სხვა სტადიონი და გარემო ხვდება, მაყურებელი არ არის და განწყობაც იმდენად არ აქვთ. ამიტომ, აქ მეტი შანსი იქნებოდა... ჩვენ წელს პირველად გავედით ევროტურნირზე. მოთამაშეთა საშუალო ასაკი 23 წელია.

მივდივართ ესპანეთში, სადაც ყველაზე მაღალი დონის ჩემპიონატს თამაშობენ და იქაც ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს ვეთამაშებით. ვნახოთ... ხალხმა ისე არ გაიგოს, რომ ვნერვიულობთ - არა, ყველანაირი სტრესი მოხსნილი გვაქვს. ბევრი გავაკეთეთ და კიდევ შეიძლება დავამატოთ, მაგრამ რეალობა არის ის, რაც არის..." - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა lelo.ge

იკი
სომხეთის არარატის სუნი ეხლაც ასდის ამ ძალით მწვრთნელს,ჩამოირეცხე ჯერ და მერე ატარე პრესკონფერენცია შენ ნაციონალ ლოკომოტივის ხემძღვანელობასთან ერთად,ისე ბიჭებსაც უკვეე შეეხო ეს არმენიასთან დაჩაგრული
gela
ჭიას გუნდში იმდენი "მრჩევეველი: და "მცოდნე" ყავს, რომელთა აზრი უთუოდ უნდა გაითვალისწინოს, რო დიდი იმედი არ მაქვს წარმატების, ამიტომაც უჭირს ყველა მწვრ.იქ მუშაობა.
რეზო
ესპანეთი 0-1 საქართველო გრანადა ?-? ლოკო ყველაფერი შესაძლებელია
buba
Silk universal-ი გადმოსცემს, პირდაპირს.
სოსო
ნუ დადებ და მორჩა დათო.ჩვენ შესაძლო დამარცხებაზე ფულს ნუ გააკეთებ.გულის სიღრმეში ღალატის გრძნობა დაგრჩება და მერე,თავს ცუდად იგრძნობ.კაპიკების მოგება,მაგად არ ღირს
დათო
მართალია ბიჭებმა დინამოსთან 1X მეწერა 1000$-ში და ტოიოტა ქამრი მაყიდინეს,მაგრამ ამჯერად იზვინი ბიჭებო გრანადას სამ ბურთიანი მოგება უნდა ავიღო,რავქნა ფეხბურთია და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ,მიყვარს ეს ოხერი ფული და რა გავაკეთო
დავით 67
მადა ჭამაში მოდისო ნათქვამია. შეიძლება არც თუ უსაფუძვლოდ, მაგრამ ხვალ რომ ლოკომოტივი წააგებს ამაზე ორი აზრი არაა. მთავარია პირველი 20 წუთი გაუძლონ და გოლი არ გაუშვან. ამით დიდი ანგარიშით წაგებას ავცდებით. რეალობიდან გამომდინარე ლოკო თუ ერთ გოლს გაიტანს და 3ზე მეტ გოლს არ გაუშვებს მე პირადად კმაყოფილი ვიქნები.
დავით
ჯობია არ უყურო)
კოტრიალა
გევარჯიშა შენ და მოვიგებდით!
გია
7-0 ანგარიში. სამწუხაროდ
100%
სად ვუყურო, არ იცით?
lordi
ლოკომოტივი მის დღეში ვერ ნახავს აწი ევროპა ლიგას,გაუმართლათ ამ უდღეურებს
ლაშა
საქართველოს თუ სომხეთის?! დ.დ.
რეალისტი
მოუგებს სამწუხაროდ 2-0 გრანადა.
Geo
სიმართლე თქვა... დანიშნეთ ეს ადამიანი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად, კარგ ფეხბურთს ითამაშებს!
გლახუნა
შეშინებული და დაფრთხალი - მინიმუმ 6-0 დამთავრდება ... არც დაცვაში ჩაჯდომა და კონტრ-სწრაფი იერიშები-არ დადებს შედეგს, გრანადა მოსკოვის დინამოზე და კრაივაზე გ ა ც ი ლ ე ბ ი თ ტექნიკურები არიან, თან ფიზიკურად ძალიან ძლიერად მომზადებულები და შ ა ნ ს ე ბ ს მაქსიმალურად გამოიყენებენ ( დაცვას მაინც ბრინჯივით დააბნევენ) ...საჭიროა ა გ რ ე ს ი უ ლ ი თამაში, ა რ თ მ ე ვ ა ზ ე,ბურთის ტარება, ნაკლები უაზრო პასები (ბურთის მოცილებისათვის რომ მიეჩვიეს ქართვ ულ ფეხბურთში(?!)),ვ ე უნდა გუობდე მეტოქის ბურთის ფ ლ ო ბ ა ც კი, მ უ დ ა მ მეტოქის მოედანზე აგრესიული თამაში და ...შეიძლება მოგება თუ ვერ, კ ა რ გ ი ავტორიტეტის მოპოვება!
buba
აი, ზუსტად ეგრე დაძაბულობის გარეშე თამაშისას ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს... სხვა რამ, თუ არა, თავსატეხი შეიძლება მაინც გაუჩინო მოწინააღმდეგეს...
დიტო
ამ მწვრთლზე დიდი სიმპატიები გამაჩნია, განსაკუთრებით ზესტაფონს როცა ედგა სათავეში. მაშინ ზესტაფონი დინამოს რასაც უშვებოდა ყველა ვხედავდით. და სხვა გუნდებს აღაც ჩამოვთვლი. ჯერ მარტო ბრიუგესთან ნათამაშები 3:3 რათ ღირს. ასე რომ ამ მწვრთნელის მჯერა და ღმერთმა ხელი მოუმართოს. გამეხარდა ნამდვილად თუ ხუთჯვრიანი დროშა იფრიალებს ცნობილი გუნდების სტადიონებზე.
ნუკრი
არ ინერვიულოთ და არ დაიძაბოთ,თავისუფლად ითამაშეთ.აუცილებლად მაღალ,აგრესიულ პრესინგს ითამაშებენ დასაწყისში.კონტრშეტევაზე გაქცევის შანსი გექნებათ და ეგ საქმე კარგად იცით.თუ ღმერთმა ქნა და გაუტანეთ,სულ გადაირევიან და მანდ წააგებენ,ბარათებსაც მიიღებენ და შეიძლება ვინმე გაუგდონ კიდეც.თქვენი ტექნიკური ფეხბურთი ითამაშეთ და ყველაფერი კარგად იქნება.ყველას გვჯერა თქვენი,რომ სულს და გულს ჩადებთ თამაშში!ღმერთი თქვენსკენ!!!
შოკირებული გულშემატკივარი
თავდაბლობა კაია მარა მოგება შეგიძლიათ და ვიცი ყველაფერს გააკეთებთ ამისთვის
ალეკო
მთავარია ეს შემადგენლობა შეინარჩუნოდ შემდეგი სეზონისთვის და თუ ცოტა ბედიც თუ გაგვიღიმებს შეიძლება ჯგუფურ ეტაპეც მოვხვდეთ, ლოკოსი ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ჩვენი ზოგიერთი გუნდებისგან განსხვავებით, ევროტურნირის შეხვედრებზე მუხლების კანკალით რომ გადიან და წინასწარ შეგუებულები რო არიან დამარცხებას, ეს ბიჭები ვაჟკაცურად იბრძვიან მოწინააღმდეგე გუნდის ავტორიტეტის მიუხედავად
იკა
1.05 განა სან მარინოს გუნდს ეთამაშებიან. მასეთი ფავორიტიც არაა გრანადა. თუ კრაიოვას და დინამოს უგებ გრანადას დამარცხების უნარიც გაქვს.
321
კრაიოვაზე ძლიერი გუნდი არ იქნება გრანადა. ცუდია იქ რომ ვთამაშობთ. გრანადაა სევილია ან ვალენსია ხომ არა. კრაიოვა ჩემპიონობისთვის იბრძოდა ბოლო ბოლო. დინამო მოსკოვი რომ გასულიყო დარწმუნებული ვარ გრანადასაც მიაყოლებდა.
gigla
ალბანეთში მოიგეს 4-0.
roma bejanidze
გრანადამ 4 ოფიციალური მატჩი მოიგო, ორი ევროპა ლიგაზე ორი ლა-ლიგაში, სტატისტიკურად გრანადა არაა იმ სიძლიერის გუნდი რომ მეხუთეც მოიგოს და წესით მოსაგები თამაში უნდა წაააგოს, როგორც ეს ლოკოს შემთხვევაში მოხდა როცა საჩხერესთან წააგეს 4 მოგების შემდეგ თან რა გუნდებთან? იმედი მაქვს ძალიან დიდი რომ შემდეგ ეტაპზე ლოკო გავა, მაგრამ რომც გამოვარდეს არ გავბრაზდები უბრალოდ გული დამწყდება. წარმატებები და შემდეგ ეტაპზე მენახეთ. ისიამოვნეთ თამაშით.
ჰაჰა
კარგად წაიკითხეთ ინტერვიუ "ლელო" -ში წერია. ფეხბურთელები ემოციურად დაცლილები არიანო. ეს ძალიან ცუდია, გამოდის ჩათვალეს რომ თავიანთი საქმე უკვე გაკეთებულია. ამ გუნდის ფსიქოლოგიურად მომზადება თუ შეძლეს, მაშინ ჭია მართლა სუპერი ყოფილა. ეს დიდ მწვრთნელებსაც უჭირთ. პ.ს. ჩემი მხრიდან ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი ერთი ოკუპანტის გაგორებისთვის და შევახსენებ რომ ესპანეთს ჩვენი ძმები ბასკები ყავთ "ოკუპირებული" და ხვალ უნდა ამოიღონ მაგათი "ბოღმა". მოკლედ, თქვენს უკან საქართველოა.
zaza
გრანადამ წინა ეტაპზეც ითამაშა ალბანეთში და მარტივად 4-0 მოუგო ტეუტას.
სიმართლის მოყვარული
ვფუქრობ, "ლოკომოტივს" მოეთხოვება ისევ და ისევ ის თამაში ითამაშოს, რაც შეუძლია. ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე - ლაღად და მონდომებით. მწვრთნელი რასაც საჯაროდ ამბობს - ძალიანაც სწორია. გუნდმა კი უნდა იცოდეს, რომ ბოლო-ბოლო ფეხბურთი უნდა ითამაშოს. არც ის უნდა დაივიწყონ ყმაწვლებმა, რომ პროფესიონალები არიან და არა მოყვარულები. დარწმუნებული ვარ, მოსკოვის "დინამოსთან" ჩვენ მომდევნო მოწინააღმდეგეს დაახლოებით თანაბარი შანსი ექნებოდა. ჩვენ კი ამ "დინამოს" სავსებით დამსახურებულად ვძლიეთ. უფრო თვითდაჯერებული რომ ვყოფლიყავით, ეს მოგენა შეიძლება საკმაოდ დამაჯერებელიც ყოფილიყო. მოკლედ, გავიმეორებ, შეუძლებელი არაფერი არ არის. მთავარია არაფრის არ გვეშინოდეს და რაც შეგვიძლია ის დავდოთ...
ლორდი
ყარაულის თოფივით გაუვარდა, ორ მატჩისნი ყოფილიყო განახებდა რუმინული გუნდიც შენს ადგილს,მის დღეში ვერ მოხვდება აწი ერევანის არარატთან გადარჩაკებული სადმე
ლევანი
პირველი თამაში ალბანურ ტუეტას მოუგო 4-0
სოსო
ჭკუათმყოფელი ადამიანი გამარჯვებას ვერ მოგთხოვთ,მაგრამ გრანადასთვის,ეს საერთოდ პირველი მატჩია ევროთასებზე,ეს კი ისეთი დიდი სტრესია,რომ აუცილებლად ექნებათ დაძაბულობა.თუ მშვიდად შევხვდებით მათ შეტევებს და დასაწყისში შევაკავებთ,მათი დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება და შეცდომების დაშვებასაც დაიწყებენ.კონტრშეტევა რომ შეგიძლიათ წინა თამაშებმაც გაჩვენათ.თქვენ თქვენი თამაში ითამაშეთ და შანსი,აუცილებლად მოგეცემათ,მერე კი,ყველაფერი ღმერთის ნებაა.თუ აქამდე ჩვენს თხოვნას ისმენდა,ამის შემდეგ რატომ არ უნდა გვქონდეს, მისი იმედი?ასე რომ,ითამაშეთ თავისუფლად ბიჭებო.ითამაშეთ ღირსეულად და მიიღეთ სიამოვნება.კარგ თამაშს ყველა დააფასებს და დაგიფასებთ.
ლადო
თქვენ ისეთი სიხარული მომანიჭეთ, სულ რომ ძალით გაუშვათ 10 გოლი, მაინც ვერ გავბრაზდები. მოეშვით და სიამოვნება მიიღეთ თამაშისგან
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - ლუკა გაგნიძე "გრანადაში" გადავიდა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
წიტაიშვილის "გრანადა" "კორდობასთან" განადგურდა
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
"სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა" - გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
გოლი და საგოლე გადაცემა - წიტაიშვილის საუკეთესო მატჩი "გრანადაში" [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
წიტაიშვილის "გრანადა" "კორდობასთან" დამარცხდა
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "გრანადა" "ტენერიფესთან" დამარცხდა
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
საბოლოო პასუხისთვის 10 დღე ითხოვა - წიტაიშვილს ბულგარული ვარიანტი კვლავ აქვს
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა