ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

მ-ტერი დამარცხდა! აჯანყება არ შედგა!

მ-ტერი დამარცხდა! აჯანყება არ შედგა!

ჯონ ტერი დამარცხდა! რუსტენბურგში, რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სკანდალური პრესკონფერენციის შემდეგ ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი გაზეთ "დეილი მეილს" დაუკავშირდა და ბოდიში მოიხადა. "ჩელსის" ვარსკვლავმა თქვა, რომ ის ძალიან ნანობს ჩადენილს. იმავე დღეს ტერის გამოხდომას ფაბიო კაპელომაც დიდი შეცდომა უწოდა. შეგახსენებთ, რომ სკანდალურ პრესკონფერენიაზე ტერიმ მწვრთნელს რეჟიმსა და ტაქტიკაში სასწრაფო ცვლილებები მოსთხოვა...

ჯონ ტერი დამარცხდა! რუსტენბურგში, რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სკანდალური პრესკონფერენციის შემდეგ ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი გაზეთ "დეილი მეილს" დაუკავშირდა და ბოდიში მოიხადა. "ჩელსის" ვარსკვლავმა თქვა, რომ ის ძალიან ნანობს ჩადენილს. იმავე დღეს ტერის გამოხდომას ფაბიო კაპელომაც დიდი შეცდომა უწოდა. შეგახსენებთ, რომ სკანდალურ პრესკონფერენიაზე ტერიმ მწვრთნელს რეჟიმსა და ტაქტიკაში სასწრაფო ცვლილებები მოსთხოვა და რაც მთავარია, ამას რომ აკეთებდა გამარჯვებული პუტჩისტის ტონი ჰქონდა. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, "პუტჩის ჩახშობის" შემდეგ "ჩელსის" კაპიტანი "დეილი მეილის" კორესპონდენტ მეტ ლოუტონს დაუკავშირდა და ასე უთხრა:

"იმ პრესკონფერენციაზე სრულიად გულწრფელი განზრახვით მივედი. შემდეგ ჯო კოულის შესახებ მკითხეს და როგორც ჩანს პასუხისას ძალიან გავერთე. მერწმუნეთ, არც მწვრთნელის შეურაცხყოფა მქონია მიზნად და არც ფეხბურთელების. ასეთი რამ გუნებაშიც არ გამივლია და თუ ვინმეს ჩემდა უნებურად ვაწყენინე დიდ ბოდიშს ვიხდი. მე მწვრთნელს ვუთხარი, რომ მის მხარდამჭერად უნდა მიგულოს და ვერც წარმოვიდგენდი გუნდში ცუდი განწყობის დათასვა თუ დამბრალდებოდა. ახლა ერთადერთი რამ მინდა - ეს ამბავი წარსულს ჩავაბარო და ინგლისის ნაკრებისთვის უნმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე ვიფიქრო. სლოვენებთან თამაშს მაქსიმალური ყურადღება სჭირდება.

მინდა გავიმეორო: იმ დღეს ერთადერთი განზრახვა მქონდა - მინდოდა ყველასთვის მეჩვენებინა თუ როგორ მინდა ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული რომ მოიპოვოს. ახლა, დიდი იმედი მაქვს, რომ ხალხი დაინახავს და დააფასებს იმას, რომ დრო გამოვნახე, დაგირეკეთ და ეს განცხადება გავაკეთე".

"დეილი მეილის" კორესპონდენტი წერს, რომ ეს უკვე მართლა შეწუხებული და ჩაფიქრებული ტერი იყო, პრინციპულად განსხვავებული იმისგან, კვირას საპრესკონფერენციო დარბაზში 1990 წლის ამბების გამეორებას რომ ცდილობდა და დიდი რიხით წარმოსთქვამდა პრეტენზიებს რომელთაც ულტიმატუმს უფრო დაარქმევდა კაცი. ის კატეგორიულად მოითხოვდა კაპელოსგან ახალ შემადგენლობას, ახალ ტაქტიკასა და დისციპლინის შემსუბუქებას. თან ტერის პრესკონფერენცია იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც საფრანგეთის ნაკრებში ნიკოლა ანელკასთან დაკავშირებული სკანდალი ატყდა და ფორვარდი (სხვათა შორის, ტერის თანაკლიბელი) ფრანგებმა ბანაკიდან დაითხოვეს. ტერი ირიბად ამ ამბავსაც კი გადასწვდა. მაშინ მან თქვა: "შეიძლება ამ საღამოს შემდეგ რამდენიმე ჩვენგანი გააგდონ კიდეც გუნდიდან".

ამას ტერიმ ისიც დაამატა, რომ მისთვის სულერთია მოეწონება კაპელოს მისი გამოსვლა თუ არა: "თუ ჩემის სიტყვები მას გაანაწყენებს, მაშინ მე ვეტყვი: მე აქ ინგლისის ნაკრებთან ერთად გასამარჯვებლად ვარ ჩამოსული და სხვა არაფერი მაინტერესებს".

ჩნდება ლოგიკური კითხვა: სად, როდის დამარცხდა აჯანყებული ტერი? რამ გამოიწვია "კეიპტაუნის პუტჩის" ჩაცხრობა? პასუხი მარტივია: იმან, რომ ინგლისის ნაკრების საერთო კრებაზე შესულმა ცენტრალურმა მცველმა აღმოაჩინა, რომ დანარჩენი ფეხბურთელები მხარს არ უჭერენ. ხოლო პუტჩის "ჩახშობის" შემდეგ კაპელო ფეხბურთელს პირადად ელაპარაკა და ოთახიდან გამოსულმა პრესასთან განაცხადა, რომ ის, რაც ჩელსელმა გააკეთა დიდი შეცდომა იყო. ისე, როგორც ჩანს, ტერი მალევე მიხვდა, რომ მოქმედების გეგმა სწორად ვერ გათვალა და პლუს, არ ეგონა ფეხბურთელები და პრესა, განსაკუთრებით კი გაზეთი `დეილი მეილი~ მის საწინააღმდეგო პოზიციას დაიკავებდნენ, თან ფრიად კატეგორიულს.

აგრეთვე ჩანს, რომ მეტ ლოუტონთან საუბარში ტერი მისთვის მეტისმეტად მტკივნეულ თემებსაც შეეხო. ეს თემებია: რომანი მეგობრის უეინ ბრიჯის ცოლთან, ფრანგ მოდელ ვანესა პერონსელთან, რის გამოც ინგლისის ნაკრების კაპიტნობა ჩამოართვეს და "უემბლიზე" კერძო ლოჟის გაქირავება. სკანდალური პრესკონფერენციის შემდეგ, "დეილი მეილმა" დაწერა, რომ ტერიმ "კეიპტაუნის აჯანყება" ამ ყველაფრის გამო შურისძიების მიზნით წამოიწყო, თუმცა ლოუტონთან ლაპარაკისას ფეხბურთელმა ყველა ღონე იხმარა იმის დასამტკიცებლად, რომ მისი გამოხდომის მოტივი შურისძიება კი არა, ინგლისის ნაკრებისთვის უკეთესის სურვილი გახლდათ.

პრობლემას შეეხო ფაბიო კაპელოც: "ითქვა, თითქოს ფეხბურთელთა მთელი ჯგუფია უკმაყოფილო. მე ბევრს ველაპარაკე, მაგრამ უკმაყოფილება ერთადერთმა ჯონ ტერიმ გამოთქვა. სხვებს პრობლემებზე ხმა არ ამოუღიათ. მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ჩემი ოთახის კარი ნებისმიერისთვის ღიაა და თუ ვინმეს ჩემთან ლაპარაკი უნდა, შეუძლია შემოვიდეს და მელაპარაკოს. ყოველი თათბირის დროს კაპიტანს ვეკითხები: რა პრობლემები გვაქვს? რაიმეს თქმა ხომ არ გინდათ? პასუხი სულ ერთი და იგივეს: არაფრის. მე ჯონ ტერის პრესკონფერენციის ამბავი გაზეთში წავიკითხე და პირველი რეაქცია ასეთი მქონდა: კი მაგრამ, თუ ასეთ რამეებს ფიქრობდა, მე რატომ არ მითხრა?

ვფიქრობ, ტერიმ რამდენიმე ფეხბურთელსაც ძალიან აწყენინა. საერთოდ, ყოველთვის სჯობს პრესასთან კი არა, ადამიანთან ილაპარაკო. მერწმუნეთ, არანაირი რევოლუცია არ ყოფილა, მხოლოდ ეს იყო: ერთი ფეხბურთელი შეცდა. თუმცა, ხანდახან დიდ შეცდომას დიდებული თამაში მოჰყვება ხოლმე. ახლა, ტერის გუნებ-განწყობას რომ ვაკვირდები, ვფოქრობ, გასული მატჩების წინ ის ასე შემართებული არ იყო".

ილია ბაბუნაშვილი

ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია

"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი

"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა

"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა

20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი

"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა

"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?

[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა