24 სექტემბერს გაიმართა ფიბა-ევროპის ბორდის სხდომა, რომელიც ონლაინრეჟიმში ჩატარდა. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ჩვენთვის მეტად საინტერესო გადაწყვეტილება მიიღეს – ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე დარჩენილი მატჩები „ბაბლის“ სისტემით გაიმართება. ეს ტერმინი კალათბურთში ნბა-ს მიმდინარე სეზონში განვითარებული მოვლენების შემდეგ დამკვიდრდა, როცა პანდემიის გამო შეწყვეტილი რეგულარული ჩემპიონატი ერთ სივრცეში, კერძოდ კი, ორლანდოს “დისნეი უორლდში” გაგრძელდა და პლეი-ოფი დასასრულს უახლოვდება. საბოლოო კალენდარს, თუ რომელი ჯგუფის თამაშები რომელ ქვეყანაში და როდის ჩატარდება, ფიბა 8 ოქტომბრის ბორდის სხდომის შემდეგ გამოაქვეყნებს.

ახლა უფრო კონკრეტულად: პანდემიის გამო ევროპის მმართველმა საკალათბურთო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი ეტაპის ყოველი ჯგუფის ოთხ-ოთხი მატჩი ერთ ქალაქში გამართოს. ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე დარჩენილია ორი ფანჯარა: ნოემბერსა და თებერვალში. ბორდის წევრი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ში წინადადებით შევიდა, რომ შესარჩევი ეტაპის ფანჯრები „ბაბლის“ სისტემით გაიმართოს, რაც ფიბა-ევროპის ბორდმა 24 სექტემბერს ოფიციალურად მიიღო. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს ნოემბრის ფანჯარაში ფინეთთან და შვეიცარიასთან შეხვედრები ერთ ქვეყანაში ექნება – ჩვენი ჯგუფის ოთხივე ნაკრები (საქართველო, შვეიცარია, სერბეთი, ფინეთი) ერთ ქალაქში შეიკრიბება და მოკლე შუალედში ორ-ორ მატჩს გამართავს.

ისევე, როგორც ჩვენიდან, დანარჩენი რვა ჯგუფიდანაც შეირჩევა თითო მასპინძელი, რომელიც ნოემბრის „ბაბლს“ მიიღებს. თუ რა კრიტერიუმით შეირჩევა მასპინძელი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი განმარტავს:

"ფიბა-ევროპის ბორდის გადაწყვეტილებით, ჯგუფის მონაწილე ოთხი გუნდიდან უპირატესობა მიენიჭება იმ ქვეყანას, რომელსაც სათამაშო ფანჯრის დროს ორი მატჩის გამართვა შინ უწევს. ვფიქრობ, სამართლიანი გადაწყვეტილებაა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ჯგუფის ყველა წევრი მასპინძლობაზე უარს იტყვის, მაშინ სხვა ჯგუფის მასპინძელს ექნება შესაძლებლობა, თავისთან მიიწვიოს ის ჯგუფი. თუმცა, არა მგონია, ვინმემ „ბაბლის“ საკუთარ არენაზე მიღებაზე უარი თქვას, ვინაიდან მოთხოვნა დიდია… ნოემბერში ჩვენს ჯგუფში ორი საშინაო მატჩის გამართვა შვეიცარიას უწევს. ამიტომ სწორედ ის არის "ბაბლის" მასპინძლობის მთავარი პრეტენდენტი. ჩემი ინფორმაციით, შვეიცარიელები უარს არ იტყვიან. რაც შეეხება თებერვლის ფანჯარას, უპირატესობა საქართველოს მიენიჭება, რადგან სწორედ ჩვენს ნაკრებს ელის ორი საშინაო მატჩი. მზად ვართ, თებერვლის „ბაბლს“ ვუმასპინძლოთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად კარგი ამბავია.

კიდევ უფრო სასიამოვნო იქნებოდა, ტრიბუნებზე გულშემატკივარი რომ იყოს დაშვებული. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ – თამაშებზე გულშემატკივრის დასწრება დამოკიდებულია ამა თუ იმ ქვეყანაში (რომელიც „ბაბლს“ უმასპინძლებს) არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და სახელმწიფო რეგულაციებზე. მაგალითისთვის – შვეიცარიაში სადღეისოდ დარბაზის 2/3-ით შევსებაა დაშვებული. რა რეგულაციები გვექნება საქართველოში თებერვალში, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. დავიტოვოთ იმედი, რომ მდგომარეობა დარეგულირდება და ქართველ ქომაგს მაღალი ხარისხის ოთხი მატჩის ხილვის საშუალება ტრიბუნებიდან მიეცემა".

GBF.GE

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89