<p>თუკი აქამდე ჯერ კიდევ არსებობდა კითხვის ნიშნები, გუშინ „მანჩესტერ სიტისა“ და გერმანიის ნაკრების მცველმა ყველასათვის გასაგებად თქვა, მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლა მინდაო <br> მას ბუნდესლიგაში დაბრუნება უნდა და ისიც იცის, რომელ კლუბში სურს კარიერის გაგრძელება. თუკი აქამდე ჯერ კიდევ არსებობდა კითხვის ნიშნები, გუშინ „მანჩესტერ სიტისა“ და გერმანიის ნაკრების მცველმა ჟერომ ბოატენგმა ყველასათვის გასაგებად თქვა, მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლა მინდაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერი უფრო რეალური გახდა და ახლა მთავარი ისაა, თუ რას იტყვიან მანჩესტერელები. ჟერომმა კი თავისი სურვილი ასე განმარტა: „მიუნხენური კლუბი გერმანიაში საუკეთესოა, ევროპის მასშტაბით კი ექვს საუკეთესოს შორისაა. მინდა, რომ ყველაფერი მალე გაირკვეს.“</p><p>რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში (ორშაბათის ნომერი) კიდევ ერთხელ დაადასტურა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბოატენგი გადმოვიბიროთო. როგორც ჩანს, „სიტის“ მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინიც მოლბა და უკვე თანახმაა, 22 წლის მცველს შეელიოს. თავად ჟერომს გერმანიაში დაბრუნება ძალიან უნდა, იქ კი, „ბაიერნი“ უდავოდ საუკეთესო მისამართია. თანაც, ბოატენგს „ბაიერნში“ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ათამაშებენ - იქ, სადაც ასპარეზობა ყველაზე მეტად უყვარს.</p><p>ჟერომ ბოატენგს „სიტისთან“ კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული, მანჩესტერელებს კი მასში 12.5 მილიონი ევრო აქვთ გადახდილი. კვირის დასაწყისში ჩვენი გერმანელი კოლეგები წერდნენ, „სიტი“ „ბაიერნისგან“ 20 მილიონს ითხოვსო...</p>
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა