ბელგიის პირველი ლიგის მეხუთე ტურში გიორგი მიქაუტაძის "სერენმა" გასვლაზე 5:2 დაამარცხა "ლიერსი".

19 წლის მიქაუტაძემ ამჯერად ჰეთ-თრიკი შეასრულა და მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე უკვე 9 გოლია. ასაკის მიუხედავად, ის გუნდის ლიდერია - ნამატჩევს გასახდელში მაგიდაზე ავიდა, პარტნიორები შემოიკრიბა და თქვენი მოწონებულიც წაუცეკვა.

"სერენი" კი გალიდერდა და ვინძლო ბელგიის უმაღლეს დივიოზიონში აღზევდეს, თუმცა იქამდე ალბათ, გიორგის "მეცი" დაიბრუნებს, რომელსაც იჯარის წესით ჰყავს გაშვებული.

მიქაუტაძე ტურნირის ბომბარდირია, მეორე ადგილზე მყოფ "მოლენბეკის" სომეხ თავდამსხმელ ივან იაგანს 5 გოლით უსწრებს.

ისე, ეს ყმაწვილი დასაკარგი არ არის და ვიდრე ფრანგებს ასაკობრივ ნაკრებში არ უხმიათ, დროა, საქართველოს ახალგაზრდულში გამოიძახონ.

semi
კულტურულად თავაზიანად გვითხრა რომ ამ ეტაპზე არ ფიქრობს საქართველოს ნაკრებში თამაშზე და მართალიცაა,მოქალაქეობის შეცვლამ (მათ სორის ორმაგმა მოქალაქეობამაც) შესაძლოა ხელი შეუშალოს კარიერის განვითარებაში, თუ მეცში დაბრუნდება და ისევე ითამაშებს როგორც ბელგიაში დიდი შანსია რომ მეტ წარმატებას მიაღწიოს და სახელი მოიხვეჭეს. აი მერე იმედია არ იტყვის საქართველოს ნაკრებზე უარს, თან იმ ფონზე რომ საფრანგეთის ნაკრებში ბევრად დიდი კონკურენციაა და არ მგონია მბამპე, გრიზმანი ან და თუნდაც ლაკაზეტის კონკურენტი გახდეს.
დათო
მაგარი ბიჭია!!!
ka
ჩაკვეტაძე როდესაც პირველ თამაშებს ატარებდა დინამოში მაშინვე მივხვდი რომ დიდი ტალანტი იყო იგივე კვარაზე სანამ დინამოში განაცხადში შეიყვანდნენ ახალგაზრდულ ნაკრებებში დაფრინავდა და ვიცოდი რომ ასე გაიქაჩებოდა აი ახლა კი 100% ვარ ამ ბიჭში დარწმუნებული ეგეც მეცში პირველად რომ ითამაშა იქიდან მომეწონა და ვაკვირდებოდი დიდხანს შეკრებებზე ხო იტანდა გოლებს ახლა ბელგიაში საოცრად თამაშობს რაის ახალგაზრდული უკვე დიდებში გვჭირდება კაჭარავას და ზოგიერთს სჯობს უკვე მე ასე ვფიქრობ
გიონატ
ეს ბიჭი ეგრევე ეროვნულში გამოსაძახებელი, ჩევენც იმდენი თავდამსხმელიბარ გვყავდეს კონკურენციაში, რომ ჩაიკარგოს. აგერ გვყავს 19 წლის კვრა და ზურიკო, 20 წლია ჩაკვეტაძე და გაუგებენ ერთმანეთს რამენაირად. მთავარია დათანხმდეს.
Io
ფედერაცია სხვას მაინც არაფერს აკეთებთ და ამ ბიჭის ნაკრებში თამაში მაინც უზრუნველყავით სანამ დროა ჯერ კიდე
Frangi
რა სისულელეა საფრანგეტის მოქალაქეობას არ კარგავ ორმაგი Mოქალაქეობა ეკნება ჩვეულებრივად
Haaland
კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა ისაა, რომ საქართველო არაა ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამის გამო უამრავ ქართველს ექმნება პრობლემა უცხოეთში. ლიმიტია არაევროკავშირელებზე ასე ზედმეტი ფულის დახარჯვა უწევს გუნდს, რაც ძირითად შემთხვევაში არ სურთ კლუბებს. ამის მაგალითია ოქრიაშვილი, სწორედ ამის გამო არ აიყვანეს ლიონში. ტვენტეში პირდაპირ თქვეს რომ ამის გამო არ იტოვებენ აბურჯანიას, თუმცა მასში დიდი ქართველის სულია არც ეს იქნება პრობლემა. ჯერ სფფმ უნდა გამართოს სასწრაფოდ მოლაპარაკებები თორემ ფრანგები ამას ბელგიის მეორე ლიგაში დიდი ხანი არ გააჩერებენ
გიო
მე კი მინდა, რომ მიქაუტაძემ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მაგრამ ვფიქრობ ეს არ მოხდება მინიმუმ რამდენიმე წელი, რადგან ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები : ბიუროკრატიული და სახელმწიფოებრივი საფუძვლები მაგ 1 საფრთხე იმის, რომ იგი დაკარგავს საფრანგეთის მოქალაქეობას თუ საქართველოს მოქალაქე გახდება 2 ამ შემთხვევაში ხდება უკვე ლეგიონერი საფრანგეთში,ხოლო იქ ლეგიონერების მიმართ უფრო მეტი მოთხოვნები აქვთ და რაც ასევე გარკვეულ წილად შეიძლება საფრთხე აღმოჩნდეს ახალგაზრდა ფეხბურთელთელისთვის ვინც ახლა იწყებს კარიერას. უამრავი მიზეზია მაგალითად აკაკი გოგიამ რომელიც ბუნდესლიგას თამაშობს და გერმანის მოქალაქეა მან უარი თქვა საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლაზე რადგან ამ შემთხვევაში ხდებოდა ლეგიონერი და კარგავდა გერმანის მოქალაქეობას რაც მას არ სურდა იგივე პრობლემის წინაშე დადგება მიქაუტაძეც აქედან გამომდინარე მე მიქაუტაძეს უახლოეს წლებში საქართველოს ნაკრებში ვერ ვხედავ,რადგან არამგონია ის ამ ყველაფერს შეელიოს რისი დაკარგვის საფრთხის წინაშეც დადგება,ახლა ისე თამაშობს თუ ასე გაგრძლებს შეიძლება საფრანგეთის ნაკრებშიც კი მოხვდეს ჯერ სულ 5 ტური ჩატარდა და უკვე 9 გოლი აქვს გატანილი. შეიძლება ვინმემ თქვას რომ ეს ბელგის მე 2 ლიგაა კი ასეა მაგრამ თამაშის ხარისხს და შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს ბევრს დღეს ვინც მსოფლიო დონის ვარსკვავია ახალგაზრდობაში მე 2 და მე 3 ლიგის გუნდებშიც უთამაშიათ.
Mdaa
და რატომ ახალგაზრდულში ...დიდებში რა თავსაყელად გვყავს ხომ გოლი ს გამტანი თავდამხსმელები ...?? ეგრევე პირველ ნაკრებში რაც ადრე გაიცნობენ და შეთამაშდებიან მით უკეთესი ...!!!
კახა
რა ახალგაზრდული ეგრევე მთავარ ნაკრებში თან როგორ გვიჭირს მაგ პოზიციაზე გამტანი ფორვარდი არველაძის და ჯანაშია აშვეთიას მერე არც გვყოლია გაიხსენეთ ოუენის მაგალითი არ უნდიდათ წაყვანა და 18 წლის პატარა ბიჭნა რეები აკეთა ( არგენტინას როგორი შეუსრულა) ბევრისთვის დაწინაურება სტიმულია და ერთგვარი კატალუზატორი ხდება კარგი დაყენებული დარტყმა ააქვს სისწრაფეც არ დაეწუნება და რაღას უყურებთ დაუკავშირდით ის მაინც გაიგეთ ვის ბანაკშია ჯიქია-წტაიშვილი-შადიმანის თუ ანანიძე-გვილია თაყაიშვილის მიდით ყველამ ერთად სანუკვარი მიზნისკენ ევროპაზე მოხვედრა ძალიან დადებითად იმოქმედებს ქართველი კაცის ფსიქიკაზე კარგი სექსი ამაღლებს კაცის თვითშეფასებას იგივე შედეგი ექნება ოღონდ N რაოდენობაზე გამრავლებული 81 ში რა შედეგიც მოიტანა იმაზე არანაკლები იქნება ბევრ ადამიანს გადაარჩენს დამერწმუნე თბევრი ახალგაზრდა ჩამოშორდება ქუჩას ძაან პლიუსებს მოუტანს ერსაც და ბერსაც წარმატებები ყველა ქართველს ვისაც სამშობლოსათვის უცემს გული
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] მიქაუტაძეს შედევრამდე ცოტა დააკლდა - "ვილიარეალმა" "ელჩე" დაამარცხა
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა