ფიდეს ქალთა გრან-პრის პირველი გათამაშების დამთავრებამდე ორი ეტაპი დარჩა. 9 ნოემბრისთვის შევიტყობთ, მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინისთვის რუს ალექსანდრა კოსტენიუკს ვინ შეხვდება...

ფიდეს ქალთა გრან-პრის პირველი გათამაშების დამთავრებამდე ორი ეტაპი დარჩა. 9 ნოემბრისთვის შევიტყობთ, მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინისთვის რუს ალექსანდრა კოსტენიუკს ვინ შეხვდება. ოთხი ეტაპის შემდეგ, შეგახსენებთ, 390 ქულით (3 ტურნირის ჯამში) ერთპიროვნულად ქუთაისელი დიდოსტატი ნანა ძაგნიძე მეწინავეობს. ჩვენებურს მძაფრ მეტოქეობას უწევენ ორგზის ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, ორი ეტაპის ჯამით 290 ქულა), ჰოუ იფანი (ჩინეთი, 3-320), მსოფლიოს რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი ჰამფი კონურუ (ინდოეთი, 2-230), მსოფლიოს ჩემპიონი სიუ იუჰუა (ჩინეთი, 2-190). დანარჩენებს, მხოლოდ ფავორიტთა სრული ფიასკოს შემთხვევაში თუ გაეხსნებათ გზა სასურველი მიზნისკენ, რაც ნაკლებმოსალოდნელია. ყოველ შემთხვევაში, ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს მე-5 ეტაპი, რომელსაც მონღოლეთის დედაქალაქი მასპინძლობს. როგორც გაუწყეთ, ულანბატორში 12-მა მოჭადრაკემ მოიყარა თავი. ისინი წრიული სისტემით ხვდებიან ერთმანეთს. უკვე მიიწურა ოთხი ტური. გაცნობებთ მათს შედეგებს:

I ტური. ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2600)-შენ იანი (ჩინეთი, 2435) 1:0, მარი სებაგი (საფრანგეთი, 2519)-სიუ იუჰუა (ჩინეთი, 2488) 0,5:0, ბეთულ ილდიზი (თურქეთი, 2235)-ჟაო სიუ (ჩინეთი, 2462) 0:1, ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2577)-ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2562) 0,5:0,5, ჟუ ჩენი (ყატარი, 2476)-ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2560) 0,5:0,5, მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2514)-ბათჰუიანგ მონგონთუული (მონგოლეთი, 2421) 1:0.

II ტური. შენ იანი-მონგონთუული 0:1, სტეფანოვა-ჩიბურდანიძე 0,5:0,5, კოსინცევა-ჟუ ჩენი 1:0, ჟაო სიუ-ჰოუ იფანი 0,5:0,5, სიუ იუჰუა-ილდიზი 1:0, კონერუ-სებაგი 1:0.

III ტური. სებაგი-შენ იანი 0,5:0,5, ილდიზი-კონერუ 0,5:0,5, ჰოუ იფანი-სიუ იუჰუა 1:0, ჟუ ჩენი-ჟაო სიუ 0:1, ჩიბურდანიძე-კოსინცევა 0,5:0,5, მონგონთუული-სტეფანოვა 0:1.

IV ტური. შენ იანი-სტეფანოვა 0:1, კოსინცევა-მონგონთუული 1:0, ჟაო სიუ-ჩიბურდანიძე 1:0, ყაიმზე შეთანხმდნენ: სიუ იუჰუა-ჟუ ჩენი, კონერუ-ჰოუ იფანი, სებაგი-ილდიზი.

ტურნირის ჯერჯერობით ერთადერთი სენსაცია მესამე ტურში კონერუს დაზავება იყო საკმაოდ სუსტ ილდიზთან. გუშინ კი მაია ჩიბურდანიძემ მატერიალური უპირატესობაც კი მიიღო ჟაო სიუსთან პაექრობისას, მაგრამ მიტელშპილში შეცდა და დამარცხდა.

ოთხი ტურის შემდეგ 3,5 ქულით ჟაო სიუ ლიდერობს. მომდევნო ადგილებზე მოდიან: კოსინცევა, კონერუ, სტეფანოვა _ 3-3, ჰოუ იფანი _ 2,5, სიუ იუჰუა, ჩიბურდანიძე _ 2, სებაგი _ 1,5, ჟუ ჩენი, ილდიზი, მონგონთუული _ 1-1, შენ იანი _ 0,5 ქულა.

დღეს მოჭადრაკეები ისვენებენ. ხვალ მე-5 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ილდიზი-შენ იანი, ჰოუ იფანი-სებაგი, ჟუ ჩენი-კონერუ, ჩიბურდანიძე-სიუ იუჰუა, მონგონთუული-ჟაო სიუ, სტეფანოვა-კოსინცევა.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა