დუდუ დადიანის თასი ქუთაისელებმა მოიგეს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა კლუბმა ცნობილი ქართველი კალათბურთელის მემორიალურ ტურნირში მეორედ იმარჯვა. პირველად ეს 2011 წელს მოხდა, როცა “ქუთაისი 2010”-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი დაამარცხა, დღეს კი რიონისპირელებმა “რუსთავს” სძლიეს და ქუთაისში დუდუ დადიანის თასით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ.

ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთაველებმა ჩინებულად ჩაატარეს ფინალამდე გამართული ყველა მატჩი. ქვემოქართლელებს არ გასჭირვებიათ არცერთ მეტოქესთან, სანამ სატიტულო მატჩში “ქუთაისს” არ დაუპირისპირდნენ. იმერული კლუბის სატურნირე ოდისეა კი თითქმის საპირისპირო გახლდათ. ტუღუშის გუნდმა გაჭირვებით მოიგო ჯგუფის მატჩები და რომ იტყვიან, ჯგუფიდან ჯაჯგურით გავიდა, რის შემდეგაც მეორე სუნთქვა გაეხსნა და პლეი-ოფის ორივე მატჩი – ნახევარფინალი და ფინალი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა.

იოლი ეთქმის განსაკუთრებით ფინალურ მატჩს, რომლის საწყისი პერიოდიც ქუთაისელებმა 25:17 მოიგეს, მეორე ათწუთეულში კი ორმაგი ანგარიშით – 44:22 დაწინაურდნენ. რიონისპირელთა წარმატება გამოცდილილ და კლასით კარგად დაბალანსებულ შემადგენლობაშია. ჯგუფური ეტაპის შემდეგ ქუთაისელებს შეემატათ ტრავმამოშუშებული ლუკ მოიერი, რომელმაც წინა და უკანა ხაზი თავისი სისწრაფითა და განსაკუთრებით ზუსტი შორი სროლებით შეაკავშირა. აკაკი დვალიშვილსა და ილია ლონდარიძეზე უკეთ არავინ უნდა იცოდეს, თუ რა ხდება სუპერლიგის გუნდების სამწამიანში, რაც ამ მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ამ მოთამაშეებმა უდიდესი სამუშაო გასწიეს ორივე ფარქვეშა ზონაში, რითაც ქუთაისელებს გამარჯვების შანსი უბოძეს, რუსთაველებს კი – მოუსპეს.

ფინალური შეხვედრა არ დაძაბულა, თუ არ ჩავთვლით მატჩის დასრულებამდე შვიდიოდ წუთით ადრე რუსთაველთა მიერ 7 ქულამდე შემცირებულ სხვაობას, რომელიც ილია ლონდარიძისა დ აკაკი დვალიშვილის შედეგიანობით ქუთაისელთა სასარგებლოდ უმალ 10 ქულას ასცდა.

საბოლოოდ ქუთაისელებმა 92:78 მოიგეს და დადიანის თასს დამსახურებულად დაეპატრონნენ. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ილია ლონდარიძე დასახელდა, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში, თამაშის დასკვნით წუთებზე, როცა დვალიშვილი მოედნიდან 5 პერსონალურის გამო გავარდა, უმნიშვნელოვანესი ბურთები ჩააგდო. მატჩის შემდეგ გამართულ ცერემონიალზე ლონდარიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და დუდუს ძმისშვილებმა – სანდრომ და ნიტამ დააჯილდოვეს. სანდრომ და ნიტამ გადასცეს დუდუს თასი ქუთაისელთა კაპიტან გიორგი ბარბაქაძეს.

ქუთაისელებმა რომ გუნდურად ითამაშეს, სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს. მოედანზე გამოსული 8 კალათბურთელიდან 6 ასცდა ათქულიან ზღვარს. ბომბარდირი 21 ქულით ლონდარიძე გახდა, 17 ქულა დააგროვა გიორგი ბარბაქაძემ, ხოლო აკაკი დვალიშვილმა თავი 15 ქულას, 13 მოხსნას, 6 პასსა და 3 დაფარებას მოუყარა. რუსთაველთაგან 23 ქულითა და 8 მოხსნით მაიკ დევისი გამოირჩა. 17 ქულა და 9 მოხსნა ჯილან ვაშინგტონმა დააგროვა.

GBF.GE

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?