საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის მასპინძელ სტადიონზე 13 ოქტომბერს ივარჯიშა. სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. მატჩამდე 24 საათით ადრე ჩვენმა გუნდმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. სომხეთთან მატჩის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილ შეხვედრას თორნიკე ოქრიაშვილი მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს. ყვითელი ბარათების გამო განაცხადში არ იქნება აგრეთვე გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება. შეხვედრა გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება. სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონიდან მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

GFF.GE

მიშა
სისულელე-ს დიდი ტაქტით არ გამოირჩევი და არც იმსახურებ პასუხს. უზრდელობების წერაში კი ვერ გაგეჯიბრები. მაჯობებ. ბრაზილიის ნაკრები 1962 და 1966 დიდად არ განსხვავდებოდა შემადგენლობით, მაგრამ პირველ ჯერზე, მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მეორედ კი ჯგუფში ჩარჩა. რეჰაგელის საბერძნეთის ნაკრები კი სულაც არ წყვეტდა ვარსკვლავებს ციდან, მაგრამ გეცოდინება რა შედეგსაც მიაღწია. შენ თუ ვაისი არ მოგწონს, შენი საქმეა, მაგრამ ზრდილობა კი უნდა გქონდეს იმდენი, რომ უცხო ადამიანს შეურაცხყოფა არ მიაყენო. შენი სახელი კი მომეწონა, არ დავმალავ. :)

სახელი მაგარი შეგირჩევია:)
ძგიბა
იმედია ნიჩიას მაინც ითამაშებენ და არ წააგებენ .. მაინც მაკედონია მგონია მოიგებს მარა იმედი მაინც არის ნიჩიის.
მიშა-ს
აბა კაცო. ვაისი დიდი სტრათეგი და ტაქთიკოსია, ხელფასის გასამმაგებას იმსსახურებს))) ერთი 30 ლაიქაც მოსჩხე შენს კომენარს კიდევ და აშენდება სოფელი)))
inviz9
ისეთი პირი უჩანს გოლის გატანა გაგვიჭირდება და სავარაუდოდ ვერ მოვიგებთ ამ თამაშს. ასეთ პირობებში ხვიჩას ჯანმრთელობით გარისკვა ღირს როო 12 ნოემბრის მატჩის წინ უშუალო კონკურენტებთან? მასზე ხომ ნამდვილად ინადირებენ მაკედონიელები, რომ მწყობრიდან გამოიყვანონ თანაც ხანგრძლივად
Gerge
ყველაფერში გეთანხმები გარდა "ვაისის კარგი მუშაობის" ამ ბოლო წინადადებისა. :)
სისულელე
რა სისულელეს ამბობ? სად ვაისი და სად ერეკლე? ჩაკვე კვარა ნინუა კიტე შენგელია და დალშე კიდე ბიჭების მოხოდვაში და კარიერაში წინ წაწევაში რა წვლილი მიუძღვის ვაის? დაემთხვა ისე რომ ვაისის მწვრთნელობის დროს.. ეხლაც ევროზე გავდივართო და აქებენ ვაის.. ვიმებს მოუგებს? რომელი იყო ნორმალური ნაკრები? ამ ფეხბურთელებით ბურთს თავზე უნდა ახევდნენ ბელარუსებს ესტონელებს და მაგისნაირებს... ძალიან მეეჭვება რომ მაკედონიას მოვუგოთ ნეტა ვცდებოდე მაგრამ ვაისის იმედი არ მაქვს.. მერე გამოდგებით და დაიწყებთ ამ სლოვაკის გინებას ურემი რო გადაყირავდება... სანამ გადაყირავდება იქამდე ხო ხედავთ რო სვარკაა ჩვენი ფეხბურთი? კვარა თავის ფლანგზე დაფრინავს მაგრამ მარჯვნივ აყენებს ჯიუტად და უჭირს ცოტა.. ეწირება ქართველ ბენზემა ოქრიას. ან ბუდუს როარ გამოიძახებ და 6თვის უთამაშებელ ქვიკითაიას სლოვაკეთან გამოიყვან ამის მერე ამ კაცს მწვრთნელი როგორ უნდა დაუძახო?
მ.ტ.
თორნიკე ნამდვილად კარგი ფეხბურთელია, მაგრამ შეუცვლელი არ არის, რადგან მაინც ხასიათის მოთამაშეა და სტაბილურობა აკლია. შეუცვლელი კი სამი ფეხბურთელი გვყავს - კანკავა, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია... დღეს ორი მათგანი გარანტირებულად არ გვეყოლება და თუმცა დანაკლისი მაკედონიელებსაც აქვთ, ჩვენ უფრო გაგვიჭირდება და ამისთვის ყველანი მზად უნდა ვიყოთ... ბაბუცა პატარაიას ჩათვლით.. პირადად მე, გასაგები მიზეზების გამო, სომხებთან მატჩი უფრო პრინციპულად მიმაჩნდა, ვინემ დღევანდელი და რატომღაც მგონია, რომ დიდად არც მაკედონიელები შეგვაკლავენ თავებს...
ქართველი
დარწმუნებული ვარ დღეს ვაისი სულ სხვა თამაშს ათამაშებს რათა ისტორიაში ყველაზე მთავარი თამაშისთვის კოზირები არ გამოაჩინოს.ალბათ მაკედონიაც ასე მოიქცევა.ასეთი შანსი მოგვეცა ყველამ ჯიგარი უნდა ჩავდოთ.
bacho
tu tavdasxmelis dayenebas gegmavs jobia kacharava ibrdzvis mainc. magram tu davdasxmels daayenebs vakos odnav qvemot chamoweva mouwevs da es mtlad kargi araa radgan vakos uchirs artmevebze tamashi. jobia win xvicha vako da shengelia daayenos. dacvashi cota gagvichirdeba. shemadgenloba amovikitxe da arc kakabadze gvyavs? mtelii nakrebi klubebshi wasula
jer kidev droa
დღის ბოლომდე კიდევ დიდი დროა, მოასწრებენ ალბათ კიდევ უკან გუნდებში წასვლებს და ტრავმებს
მიშა
არც-თუ მრავალი წლის წინ, ერთი წამყვანი მოთამაშის არყოფნა, ლამის ტრაგედიად აღიქმებოდა და ჩვენი, გულშემატკივრების კომენტარებშიც მომენტალურად ჩნდებოდა პესიმისტური ტონი. ეხლა კი, ამდენი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ არჩევანი იმდენია, რომ ლამის ყველას გვაქვს ნაკრების საკუთარი ვერსია და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ესეც ერთ-ერთი ფაქტორია ნაკრების წარმატების და მოდით ვთქვათ, ვაისის კარგი მუშაობის.
სოსო
კანკავას,კაშიას და ოქრის არყოფნა,(ჩაკვეტაძეზე აღარაფერს ვამბობ)ძალიან დიდი დანაკლისია.აქამდე ეს ბიჭები იყვნენ გუნდის ხერხემალი და მათზე იგებოდა დანარჩენი გუნდი.ოქრის ,პირველი თამაშის წინ უკვე ძალიან ძლიერი ტკივილები ჰქონდა და სამი თამაშის ჩატარება რომ ვერ შეძლო,გასაკვირი არ არის.კანკავას გაფრთხილება იყო ძალიან გულდასაწყვეტი,სამი წუთის შემდეგ შეცვალეს.დაღლილობის გამო დაუშვა ის შეცდომა.ერთ კვირაში სამი თამაში,მართლაც ნამეტანი დატვირთვაა,მაკედონიაც ტრავმებით გაივსო,ჩვენც და ინგლისის ჩემპიონატშიც ხომ ვხდავთ,რამდენი ტრავმებია ხოლმე საახალწლო საგიჟეთის დროს.ასეა თუ ისე,ნაკრები ყველა რგოლში გამოცდილი ლიდერების გარეშე დარჩა და ძალიან საინტერესოა,შეძლებენ თუ ვერა ძირითადში პრეტენზიის მქონე ბიჭები,თამაშის თავის თავზე აღებას.შენგელია ძალიან მომეწონა და იმედია შეძლებს მთელი ძალით თამაშს.მან ჩვენი შეტევა საგრძნობლად ააჩქარა.ამასთან კვარაცხელიაც თავის ფლანგზე გადმოვა და თუ თავდასხმის ცენტრში დაყენებული კაცი,ცოტას ივარგებს,მომენტებს აუცილებლად შეუქმნიან დასარტყმელად.მაკედო0ნია უპირველესად წინა ხაზით არის ძლიერი,შორიდანაც კარგად ურტყავენ,სტანდარტულებიც კარგად აქვთ დამუშავებული და ტექნიკურებიც არიან,ასე რომ ჩვენ დაცვას ძალიან მძიმე თამაში ელის და რამდენად გაართმევენ თავს,ამაზეა დამოკიდებული მატჩის ბედი.კანკავას სრულფასოვანი შეცვლა,დღეისათვის არა მგონია ვინმეს შეეძლოს საქართველოში,მაგრამ ბიჭები ურთიერთ დახმარებით,თავს უნდა გადაახტნენ.თუ ამ თამაშს შედეგიანად,თუნდაც არ წავაგებთ,მერე უკვე შანსები გვექნება ჯგუფში გამარჯვებისათვის ვიბრძოლოთ.ვფიქრობ ყაზაიშვილს ძირითადში არ დააყენებს და მეორე ტაიმში,თამაშის გაძლიერებას,მისი დახმარებით შევეცდებით.გვილიამაც ძალიან უნდა ივაჟკაცოს.აბურჯანიაც ძალიან დაგვაკლდება,მაგრამ მთლიანობაში მაინც იმედიანად ვარ.ხსნა მოწინაღმდეგის კართან უნდა ვეძებოთ და ასეც იქნება.წარმატებები ბიჭებო!აჩვენეთ მაკედონიელებსაც,ჩვენც და ვაისსაც,რომ ფეხბურთის კარგად თამაში შეგიძლიათ და არავისზე ნაკლებნი არა ხართ.
ჰაჰაჰა
საიდან გამოჩხრიკავთ ხოლმე ამ ქვილითაიებს ვერ ვხვდები რაც ათამაშეს რა გააკეთა? კაჭარავაა და დაჭენაობს უაზროდ ბურთი თუარ მოარტყი თავში ან ღიპზე ისე გოლი ვერ გააქვს. ბუდუს შანსი მისცეს ამ მოგზავნილმა მწვრთნელმა ან ალბათ სხვა რამეშია საქმე კობი კალას კლანთან ვერ აქვს ბუდუს საქმე დალაგებული და მაგიტო არ აძახებინებენ აბა სხვა რას უნდა მიაწერო ის ფაქტი ქვილითაია თვეობით უტამაშებელი იყო და მაინც იძახევდა როცა რო ბუდუ იქით გოლს გოლზე იტანდა ეს იმ დროს როცა ნაკრებს გოლის გამტანი არ ყავს.... ეს ჟურნალისტები კიდევ რამ დაადებილა რატო არ სთხოვენ კატეგორიულად ბუდუსთვის შანსის მიცემას? მე გულშემატივარმა რა გავაკეთო აქედან გზა გადავკეტო?
giglia
ვფიქრობ, ვაისმა ისევ კაჭარავა უნდა დააყენოს თავდასხმაში და დაავალოს გუნდს მაღალი ბურთებით ამარაგონ მეტოქის საჯარიმოში, განსაკუთრებით სტანდარტულების დროს, არ არის საჭირო ვითომ რაღაც ნავარჯიშევი გათამაშებები რისგანაც მაინც არაფერი გამოდის. ნიკუშა წელზევით კარგად თამაშობს, თავითაცა კარგად ურტყავს და თუ რამეა სწორი კუთხითაც ისხლეტავს ბურთს კარისკენ. ქვილითაია ჯერ ისედაც ვერ წყვეტავს ვარსკვლავებს და მერე კიდე ვნახეთ, რო საერთოდ ამოვარდნილია ფორმიდან.
duscatto
mazgachi xar :))) ra dzagli ris dzagli tipi fexze ver dgeba travma acvs
ოქრიას
ტიპიური 90იანების ფეხბურთელია ტრიპაჩი მარიაჟი სულ თვითონ რომ უნდა რო ჩანდეს მარტო გამოუვალ სიტუაციაში რო აკეთებს პასს... ამიტომაც არ აეწყო კარიერა სულ რო მესი იყო და სულ ასეთ სტილში თამაშობდე არ გაგაჩერებენ გუნდში.. ფეხბურთი გუნდური სპორტია და თუ გუნდურად არ თამაშობ ისე შორს ვერ წახვალ.. არ ესმის ამ ბიჭს და რაგინდა რო ქნა :/ კვარა ჩაკვე შენგელია ეს შემტევი სამეული უნდა გვყავდეს ხოლმე ძირითადში... უკან კანკავა ნინუა. ნინუა იმიტომ რომ ძლივს ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა ვისაც ჯარიმის უნაკლოდ შესრულება შეუძლია და იმედია სხვა კომპონენტშიც დაიხვეწება პაოკში
გუსანი
როგორც ვატყობ ქვილითაიას დაყენებას აპირებს, მერამდენე შანს აძლევს, ამჯერად მაინს გაამართლოს....
გუსანი
ქვილითაიას იმედი თუ გაქვთ, არ ვიცი. მე ვერ ვიხსენებს,თუ ითამაშა გამაკვირვოს....
ბეგო
მაინც მგონია რომ "ძაღლი ვინც მოკლა მანვე უნდა გაიტანოსო"(მაპატიეთამ ამ გამოთქმის თუ ანდაზისთვის)მაგრამ ჩაკვეტაძის გარეშე ეს საქმე არ გამოვა,ამ ბიჭმა უნდა დაამთავროს დაწყებული და მაკედონია მთავარ შეხვედრაში დაამარცხოს. გამარჯვებით გევლოთ ბიჭებო!
kika
ისე ოქრიაშვილი კლუბშიც და ნაკრებშიც პირდაპირ მიგეზებულია პენალტის დარტყმაზე,ისე აბა გოლების გატანა უჭირს.სტატისტიკაზე მუშაობს ეტყობა ბიჭი!
domenti
აბა პენალტს ვინ დაარტყამს დღეს?)
las
დარწმუნებული ვარ დღეს დაყენებული შემადგენლობა უფრო მიახლოებული იქნება ძირითადთან :) შეტევის ხაზი უნდა გახდეს უფრო მობილური, სხარტი, ახალგაზრდა კადრებით დაკომპლექტებული. კვარაცხელია თავის ადგილზე, შენგელია, კიტეიშვვილი, აბურჯანია ძალიან მომეწონა. ტუ მიხვდება ეს ვაისა რომ ძველ კადრებს უნდა დაანებოს თავი კარგი ნაკრები გვეყოლება. დვალი ძალიან მაღალი კლასის მცველი, ასევე ტაბიძე. ორივე ძირითადის მოთამაშე, ასევე კაკაბაძე, ნუ დაცვაში მარტო კვერკველიას დავტოვებდი გამოცდილია
ცოტნე
რა ამბავია, ვინღა დარჩა?! ყოველი შემთხვევისთვის მეც უნდა წაგეყვანეთ. ღიპი გრიგალავაზე მეტიც მაქვს და კაჭარავამ რომ გაიტანა, იგი არც მე ამცდებოდა. ეგ ხუმრობით და ისე, მაინც მოვიგებთ! კიტეს დღეს წაუვა თამაში, ვაკოებს ვერ შეაჩერებენ და კვარა ხომ დაიფრენს, როგორც ქორი წიწილებს! კვეკვეს პასით გაიჭრება და გაიტანს, აი, ნახავთ, თუ არა!
Semi
აქ რო გაკიოდით სომხეთთან პრინციპული მატჩია და რატო დაასვენა შემადგენლობაო, ხო ხედავთ რამდენმა მიიღო ტრამვა, კვარასაც რო ეთამაშა და სხვა ძირითადებისას ეხლა 12 ფეხბურთელს ვერ შევკრიბავდით.
kaxa
შენგელია ამ ეტაპზე არაფრით ნაკლები არაა ოქრიაშვილზე! წინ ასევე უნდა დადგენ კვარაცხელია,ყაზაიშვილი ქვილითაია . ცენტრი კიტეიშვილი და კვეკვესკირი! კარგი გამოცდილი შეტევა გვეყოლება!
ჯიმა
მგონი ვაისი ჭკვიანურად მიიწევს წინ. საბედნიეროდ ჩვენს ნაკრებს საკმაო რეზერვ იყავს ფეხბურთელების. ტრამვების მიუხედავად დარწმუნებულივარ მაკედონიას ხასიათს გავუფუჭებთ. სვეტიცხოვლობას გილოცავთ...
საქართველო
ვერ ვხვდები დისლაიქები რატომ დაგიწერეს, თითქმის გამორიცხული მგონია ყაზაიშვილმა ითამაშოს,მითუმეტეს ძირითადში. ბიჭმა ამერიკიდან იფრინა,შემდეგ 180 წუთი ითამაშა 3 დღეში და კიდევ ძირითადში უნდათ ზოგიერთებს. ზოგადად ინდივიდუალურია აღდგენის ამბავი ყველა ერთნაირად ვერ იღდგენ,მაგრამ ესე სწრაფად 6 დღეში 270 წუთი,ითამაშო და აღდგენაც მოასწრო,ეგ ყოფილა რობოტი თუ ეს შეძლო. მოკლედ დარწმუნებული ვარ რომ არ იქნება ძირითადში და კვარაცხელია შენგელიას ვფიქრობ თუ შეძლო შენგელიამ აღდგენა და თავიც თუ კარგად ექნება,თუ არადა კვარა ლობჟანიძე. მოკლედ ჩემი პროგნოზი და მე ესე დავაყენებდი : ლორია - მალი, ტაბიძე, კვირკველია, დვალი, - კვეკვესკირი, კიტეიშვილი,გვილია, კვარაცხელია, შენგელია, - ქვილითაია
beqnuma
ძალიან კარგი ფეხბირთელია და დიდი ძალაა კანკავა ნაკრებისთვის მაგრამ ხშირ შემთხვევებში ძალიან გაუმართლებელ ყვითლებს იკიდებს
პელიდი
ჩემი სურვილია ხვალ შემდეგი შეტევის ხაზი გვყავდეს : შენგელია-კიტეიშვილი-კვარაცხელია-ქვილითაია. ყაზაიშვილმა სკამიდან დაიწყოს, თან ბოლო ორი თამაში ძირითადში იყო.
გიო
მეგობარო კავარა ორივე ფლანგზე თამაშობს.. ხვალაც მარჯვნივ იქნება მარცხნივ ვაკო და ფორვარდზე ქვილითაია იქნება
TanoLife
კანკავა,ჩაქვეტაძე, ოქრიაშვილი - ბევრია, მაგრამ მაინც ვიომებთ, მაინც მოვიგებთ.
გუსანი
ე.ი კვარაცხელია მარცხენა ფლანგეზე იქნება, ძალიანაც კარგი, მარჯვნივ შენგელია. მინიმუმ არ უნდა წავაგოთ, რაღაც თეორიული შანსი რომ დაგვრჩეს, ან სომხებმა დიდი ანგარიშით უნდა მოუგონ მაკედონიას, როგორც ადრე (4:0). ჩვენი საკბილო მეტოქეა, გამოჩნდება მწვრთნელის მუშაობა და ბიჭების მენტალობა.
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?