ბოლო პერიოდში საფეხბურთო მოედნებზე ცეცხლის დანთების შემდეგ ლონდონის "არსენალის" გერმანელ!!! ნახევარმცველ მესუთ იოზილს "გაეხსნა" და გადაწყვიტა, რომ კონფლიქტოლოგობის შეთავსებაც შეუძლია და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე განცხადება გაავრცელა.

"მინდა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, მთიან ყარაბაღს იურიდიულად საერთაშორისო საზოგადოება აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს, თუმცა ის უკანონოდ არის ოკუპირებული.

2008 წლის მარტში გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა დადასტურდა და სომხეთს ყარაბაღიდან სამხედრო ნაწილების გაყვანა მოსთხოვა. სწორედ ამიტომ, ყველას მოვუწოდებ გაითვალისწინონ და მიიღონ გაეროს გენერალური ანსამბლეის გადაწყვეტილება.

ვიზიარებ ძალიან ბევრის განწყობას, მათ შორის, არც გაეროს, იმის შესახებ, რომ "აზერბაიჯანში, მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, ეს ყველაფერი კი სერიოზულ არეულობას იწვევს.

მოდით, ერთად მივაღწიოთ მშვიდობას და სამართლიანობის სახელით მომავალი ძალადობა ავიცილოთ თავიდან. ნებისმიერ მხარეს ერთი ადამიანის სიკვდილი ორივე მხარის დანაკარგია." - დაწერა იოზილმა "ტვიტერში" და შემდეგ თურქეთის ყოფილი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის სიტყვებიც მოიყვანა:

"აზერბაიჯანის პრობლემები ჩვენი პრობლემებია, მათი ბედნიერება კი - ჩვენი ბედნიერება. ერთი ხალხი, ორი სახელმწიფო."

1234
რა გადაეკიდე ამ ოზილს? ბოლო სტატიებს, რადაც გადავხედე პორტალზე, ყველას ერთი ავტორი ჰყავს და ყველგან ოზილის გინება მიდის. მაგან 26 წლის ასაკში მიაღწია მისაღწევს და მუნდიალი მოიგო, შალკეში-ვერდერში-რეალში და არსენალში ითამაშა და არც ამ მხრივ ჰქონია ცუდი კარიერა. შარლატანების და პარაზიტების მეტი რა არის მსოფლიო ფეხბურთში, მანდამაინც ოზილს რომ გადაეკიდეთ?! ეგერ მთავარ შარლატანს 1 მილიარდი დაუხარჯია უკვე ტრანსფერებში და ლიგის ნახევარფინალში ვერ გადის 4 წელია. მე მანჩინი მეგონა აქამდე მთავარი ფოკუსნიკი, თურმე ჯერ სად ხარ, პეპი ყოფილა რაც ყოფილა :)
aburjga
კუმ ფეხი გამოყოო ამ სტატიის ავტორზე უფრო არის ნათქვამი! )))
NN
იდიოტი - უნდა გამოჰკრან გერმანიიდანდა ჩამოართვან მოქალაქეობა - რა ერთი ხალხი ორი სახელმწიფო
ადამიანი
იოზილი კუა და ამ სათაურის ავტორი?
1234
ხრუშოვმა აჩუქა თუ ყომარში მოიგეს, სსრკ-ს დანგრევის მერე,რუსეთს არ გამოუთქვია ტერიტორიული პრეტენზია 1991 წელს და 23 წლის მერე გაახსენდათ ხრუშოვის ამბები?
გენა
ყირიმზე როგორ ლაპარაკობ? სუფთა რუსულუ აგრესიაა. ეგრე არც კურილის კუნძულებია მაშინ რუსეთის (იაპონიას წაგლიჯა 40 იან წლებში). არც კარელიაა მაგ პრინციპით რუსეთის (ფინეთს წაგლიჯა აგერ 80 წლის წინ). ანუ მაგ შენი პრინციპით მთელმა მსოფლიომ საზღვრების გადალაგება უნდა დაიწყოს თუ რა? გაიგეთ ხალხნო, ორ ქვეყანას შორის საზღვრების ცვლილება მხოლოდ ურთიერთშეთანხმების შემთხვევაშია კანონიერი, სხვა შემთხვევაში აგრესიაა. ამიტომ ნუ ბოდავ ყირიმზე. რაცაა საზღვრები და როგორც გაწევრიანდნენ ქვეყნები გაერო-ში, იმას უნდა პატივისცემა, თორე სადამდე წავა ეგ ამბავი.
გუჯი
მართლაც რომ კუმ ფეხი გამოყო. აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს მაგრამ მას რა გაუკეთებია რო ასეთი მაღალი ტონით ლაპარაკობს? საქმეა საჭირო და არა ბლა ბლა ბლა ლაპარაკი. თუ ასეთი პატრიოტია რატომ არ ითამაშა თურქეთის ან აზებაიჯანის ნაკრებში?
მერაბი
და ახლა გადაწყვიტა რუსეთმა ისტორიული კანონზომიერების აღდგენა? სხვებს რომ წაართვა მიწები იმას არ უნდა დაბრუნება? მაგალითად ჩვენი მიწა რომ სხვას აჩუქა, ახლა არ უნდა დაგვიბრუნოს?! არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და მსოფლიოს სახელმწიფოები ერთმანეთს ცნობენ ამ საზღვრებში, მიუხედავად იმისა, რა ისტორიული რეალობა არსებობდა ოდესღაც. სამწუხარო რეალობაა, რომ ასი წლის წინანდელი ჩვენი მიწაც დღეს სხვა ქვეყნის საზღვრებშია, მაგრამ საერთაშორისო სამართალი ასეთია, ჩვენი დამოუკიდებლობაც ამ საზღვრებში ცნო მსოფლიომ.
mearbiko
ყირიმი არაა უკრაინა ხრუშოვმა აჩუქა უკრაინას...უნდა იცოდეთ ყველამ ვინც თვალებს იბრმავბთ მაგაზე!!!
იბერია
ერთი ხალხი ორი სახელმწიფო ალია ერდოღანი როდის აქეთ გახდა ოზილი პანთურქიზმის მოტრფიალე მართალია ჰიმნს არ მღერის მაგრამ ვისი დროშით ირბინა გულზე მთელი ეს დრო დაავიწყდა ალბათ. ის თუ იცის ოზილმა ამდენი თურქი საიდან მოხვდა გერმანიაში? როგორც იაფი მუშა ხელი რომ წაასხეს 60 იან წლებში თან სპეციალურად ღრმა პროვინციიდან შერჩეული და წამოყვანილი უსწავლელი ხალხი რომლებსაც არაფრის პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა და ინტერგრაცია ვერ უნდა მოეხდინათ გერმანიაში. რატო არ მოემსახურა ერთი ხალხის რომელიმე ნაკრებს? ან კიდე სხვა თურქმანული ხალხის ნაკრებებს. ზუსტადაც რო. კუმ ფეხი გამოყო. იმიტომ რომ განცხადებაში რომელშიხ საყოველთაო მშვიდობაზე და დედა ტერეზობაზე გაქვს პრეტენზია ასეთი სლოგანით არ უნდა დაამთავრო თუ სრული უვიცი არ ხარ რადგან წარმოდგენაც კი არ ექნება სომხების გენოციდზე და უნდა ხვედობოდე ასეთი განცხადება რას ნიშნავს. ამიტომ უნდა დაეტიო შენ ტყავში და აკეთო რისი კეთებაც შეგიძლია და ითამაშო ფეხბურთი და თუნ ძაან პატრიოტი ხარ და პანთურქიზმის მოტრფიალე მინიმუმ 5 ქვეყნის ნაკრებში შეგწძლო თამაში და გარჯა.მოინდომა კარიერის ბოლოს პოლიტიკოსობა ეტყობა ამანაც
მერაბი
რატომ არ უნდა დაეწერა, რაიმე თქვა არასწორი? აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა, ყირიმი უკრაინაა, ყარაბაღი აზერბაიჯანია და საერთოდ, ყველა სეპარატისტის დედაც მომიკითხავს!
გაგი
ეგრეა)
კონფლიქტოლოგი
და ამ სტატიის ავტორი კუს რატო უწოდებს ადამიანს, რომელმაც საკუთარი აზრი დააფიქსირა. რა იყო სომეხი ხარ? თუ რატო აგეწვა?
irakli garibashvili
ჩემი მამიდაშვილი ე :*
ზვიადი
სათაური აქვს ისეთი მგონი არ ქონდა უფლება თქვენთან შეუთანხმებლად საკუთარი აზრის დაფიქსირების. რაც შეეხება ადამიანების ხოცვას ისეთი შტაბეჭდილება მრჩება ტრაგედია კი არა უდიდესი სიამოვნებაა (გართობა) აზერბაიჯანისთვის, სომხებისთვისაც იგივე იქნებოდა მაგრამ ძალიან ჩამორჩნენ განვითარებით
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
იოზილის საოცარი ტრანსფორმაცია - ვეტერანი ფეხბურთელი მაგარ ფიზიკურ ფორმაშია [VIDEO]
იოზილი "ფენერბაჰჩემ" გაუშვა - მესუთი კვლავ თურქულ გუნდში ითამაშებს
იოზილმა "ფენერბახჩეში" არასტანდარტული ნომერი აიღო
ედენ აზარი "ფენერბახჩეში" იოზილთან ერთად ითამაშებს?
იოზილი პოლიტიკაში წავიდა და ერდოღანის პარტიის წევრი გახდა
"ის საუკეთესოა... ჰკითხეთ ამის შესახებ ოსიმენს, ან ჰოლანს" - მესუთ იოზილი