უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

როგორც მოგეხსენებათ, ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალურ რაუნდში ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები შეერკინებიან. შესაბამისად, დღევანდელ მატჩს, სატურნირო მდგომარეობის გარდა, პრინციპული თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს.

C დივიზიონში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. 3 ტურის შემდეგ 5-5 ქულით პირველ ორ პოზიციას დღევანდელი მეტოქეები ინაწილებენ, მე-3 ადგილზე კი სომხეთის ეროვნული ნაკრებია (4).

მასპინძლების სათამაშო ფორმა ოპტიმალურია. ოფიციალური შეხვედრების ეგიდით "წითელი ლომები", აგერ, უკვე 5 მატჩია დაუმარცხებლად ასპარეზობს. დროის ამ პერიოდში მათ 9 გოლი გაიტანეს, საპირისპიროდ კი 6 გაუშვეს. გასულ ტურში, იგორ ანგელოვსკის ბიჭებმა ესტონეთთან გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზეს და წაგებას გადაურჩნენ. გუნდმა ორბურთიანი დეფიციტი მატჩის უკანასკნელ 10 წუთში აღმოფხვრა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.

მაკედონიელთა დანაკლისი საკმაოდ სოლიდურია. მასპინძლებს "ჯვაროსნების" წინააღმდეგ ესპანური "ლევანტეს" ჩამშლელი ენის ბარდი ვერ დაეხმარება, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს. მასთან ერთად ვერ ითამაშებს "ნაპოლის" ფეხბურთელი ელიფ ელმასიც.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემთხვევაში, ამ მხრივ, სერიოზული პრობლემებია. შესაბამის მიზეზთა გამო სტუმრებს პრინციპულ შეხვედრაში ერთბაშად შვიდი ფეხბურთელი გამოაკლდათ. ჯაბა კანკავამ სომხებთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო გაფრთხილებათა დასაშვებ ლიმიტს გადააჭარბა და დღეს გუნდს ტრიბუნიდან უგულშემატკივრებს. ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია და გიორგი აბურჯანია კი ტრავმის გამო იუქმებენ. ლაზარეთს შეუერთდა თორნიკე ოქრიაშვილიც, რომელიც მატჩისწინა ვარჯიშზე დაშავდა.

მიუხედავად ამისა, სომხეთის წინააღმდეგ სლოვაკი სპეციალისტის შეგირდებმა დაამტკიცეს, რომ თამაში კარგად გამოსდით. გუნდმა, პრაქტიკულად, "მეორე შემადგენლობით" ითამაშა, თუმცა მეტოქეს საკმაოდ ორგანიზებული და შემტევი ფეხბურთი დაუპირისპირა.

ორივე გუნდი აღნიშნულ დაპირისპირებას ძალიან სერიოზულად განიხილავს. სიმბოლურია, რომ გასულ ტურში როგორც ჩრდილოეთ მაკედონიამ, ისე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ძირითადი თერთმეტეულის მოთამაშეები დაასვენა, რათა დღევანდელ შეხვედრაში უნარების რეალიზება 100%-ით მოახერხონ.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩრდილოეთი მაკედონია: სისკოვსკი - ველკოვსკი, ბეითულაი, ალიოსკი, რისტოვსკი - ადემი, ნიკოლოვი, ელმასი, ტრაიკოვსკი - პანდევი, ნესტოროვსკი.

საქართველო: ლორია - დვალი, გრიგალავა, კვირკველია, ჯიღაური - კვეკვესკირი, დაუშვილი - შენგელია, გვილია, კვარაცხელია - ყაზაიშვილი.

საინტერესო ფაქტები

ჩრდილოეთი მაკედონია საკუთარ არენაზე სტაბილურად კარგად თამაშობს. გუნდმა სკოპიეში ჩატარებული უკანასკნელი 12-დან 10 დაპირისპირება მოიგო. საინტერესოა, რომ 6 შეხვედრაში ანგელოვსკის შეგირდებმა პირველი გოლი მატჩის პირველ მეოთხედში გაიტანეს.

ბალკანელებმა შინ ჩატარებული ბოლო 4-ივე მატჩი წარმატებით დაასრულეს. საგულისხმოა, რომ უკანასკნელ 3 შემთხვევაში მატჩთან ერთად, პირველი ტაიმიც მოიგეს.

მასპინძლებმა საკუთარ არენაზე პირველი ტაიმი ბოლოს 2016 წელს, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან დათმეს.

საქართველოს 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (2მ, 2ფ).

ერთა ლიგის ეგიდით, "ჯვაროსნებმა" უკანასკნელი 10-დან 9 შემთხვევაში მატჩში პირველი გოლი გაიტანა.

buxrika
აუცილებლად მოვიგებთ .
ზაზა
კვარაცხელია არავის მერე არ შეიძლება იყოს. ჯერ კვარაა და მერე სხვა რალანტები... შენგელია ძალიან კაი ბიჭია მაგრამ ტალანტისთვის ზედმეტად ბევრი თმა აკლია თავზე...
Zaza
მოკლედ დღეს ვაგებთ ძმებო და არ გვინდა ზედმეტი კრიტიკა. მთავარია ის თამაში მოვიგოთ....
Vasili
დავითაშვილი? კი აუცილებლად! ეგ დაიწყებს პირველ ტაიმს და მერე პაპუნაშვილი შეცვლის, მაგრამ შეუძლება ისე მოხდეს არაბიძე დაააყენოს ძირითაში.... ნუ რავიცი ასე წითაგრძნობა მაქ!!! :D
KAXAKAXI
მოგება ჯვაროსნებს,,, რომელ არხზეა?
ირაკლი
თუ მოგება გვინდა შენგელია 90 წუთი. თავგატეხილმა 2 საგოლე სიტუაცია შექმნა და ისე რას იზამდა. ჩაკვეს მერე კვარა და შენგელია 2 ტალანტია
ოზუზი
თქვენთან ეტყობა პრეს არ მუშაობს და ტელეგრაფიც გათიშულია. დავითაშვილი როგორ უნდა ჩასვას ძირითადში?
qomagi
kakabadzis garda marjvena mzveli rom arsebobs nakrebshi ras itkvit? giorgi mchedlishvil magalitad ventspilidan gakachavda chemi azrit,zirkiani da fizikurad zlieri fexburtelia. daakenet davai jigauri marjvena mzvelad,somexma ra ukna tina tamashze ki davinaxet)))
ოზუზი
ყაზაიშვილს მთელ დროს ალბათ არ აღამაშებს
სულ2
რო დაიმტვრა ნახევარი გუნდი, მაგიტო ვუკიჟინებთ რო ზივზივაძეც და ხარაიშვილიც მოიწვიოს და გააშინაუროს ნაკრებში. ბუდუზე კარგ სათამაშო და ფიზიკურ ფორმაში ცენტრ ფორვარდებში ნამდვილად არავინ გვყავს. არც ბუდუა ლუის სუარესი ნამდვილად მაგრამ ამ მწირ არჩევანში ყველას ჯობია
სულ2
ოქრის გარეშე გაგვიჭირდება, ვაკომ უნდა აიღოს ლიდერობა თავზე. ლობჟანიძეს ან დავითაშვილს ძირითადს დავაწყებინებდი.
ტრიუკაჩი
ტაისი ტრიუკბს დვიტარებს)))))))))))))
semi
ის გენიოსები სად ხართ რო ი ძახდით იიიიიი მეორე სასტავი რატო დააყენა იიიიიიიიიიიიიიი ვაისი გასაგდებია იიიიიიიი, ეეეეეეეეეეე კვარა რატო არათამააშა ბეეებეებეეეეეეეეე ვაისი გასაგდებიააიიიიიიი არ იცის ტრენერობაიი მე უფრო მაგირ ვარ მალი ლაკვეხელიანი და ბუდუიიიი სასტავშიიიიი... დაიმტვრა თუ არა ნახევარი გუნდი გენიოსებო.
შოთა
ვაისის შემადგენლობას რა გამოიცნობს მაგრამ მე მაინც ასე მგონია: ლორია, ჯიღაური, ტაბიძე, კვირკველია, დვალი- კვეკვესკირი კიტე - ყაზაიშვილი, შენგელია, კვარაცხელია- ქვილითაია, ან შეიძლება ყაზაიშვილი დაასვენოს და გვილია დააყენოს
გიორგი ბათუმი 97
ოთარ კიტეიშვილიც?? მოიცა ვარჯიშზე მიიღო ტრამვა თუ რა ხდება?? მოკლედ რა...
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
[VIDEO] ბითაძის სეზონის საუკეთესო მატჩი - "ორლანდომ" "ნიუ ორლეანი" დაამარცხა
[VIDEO] "ელ კლასიკო" მთელი თავისი დიდებულებით - "ბარსელონამ" სუპერთასის ფინალში "რეალი" დაამარცხა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
ჩრდ. მაკედონიამ გიბრალტარი დაამარცხა
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა [VIDEO]
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
PREVIEW: საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
ალიოსკი: "გუნდი, რომელიც ევრო 2020-ის საგზურს მოიპოვებს, ჩრდილოეთი მაკედონია იქნება"
რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა
თუ პანდევი იტანს, ჩრდ. მაკედონია დაუმარცხებელია - ვეტერანის საინტერესო სტატისტიკა
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
შენგელია: "ვერ დავნებდებით - ეს გულისწყვეტა ბევრი სიხარულით უნდა შეიცვალოს"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ვარჯიში სოციალურ ქსელებს იპყრობს - ჩვენი ყოფილი მეტოქე უკრაინისთვის ემზადება [VIDEO]
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა