საფრანგეთში შეკრებაზე მყოფი ბორჯღალოსნები 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“, შოტლანდიასთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის მზადებას აგრძელებენ.

საქართველოში მყოფი მორაგბეები და სამწვრთნელო შტაბის წევრები მანდელიუში 11 ოქტომბერს გაემგზავრნენ. მსოფლიო რაგბის მე-9 რეგულაციის თანახმად, ორშაბათიდან სამი დღით მათ ლეგიონერებიც შეუერთდნენ, რომელთა დიდი ნაწილი უკვე კლუბებს დაუბრუნდა.

„კლუბებს ვთხოვეთ, რომ ის მოთამაშეები, რომლებსაც ამ უქმეებზე თამაში არ უწევთ, ნაკრებში დაეტოვებინათ, მაგრამ სამწუხაროდ, უმრავლესობამ ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინა. ჩემთვის გაუგებარია რას ემსახურება იმ მორაგბეების წინ და უკან ტარება, რომელთაც თამაში მაინც არ უწევთ. ლეგიონერებიდან შეკრებაზე მხოლოდ გიორგი ჯავახია, იოანე იაშაღაშვილი და შალვა მამუკაშვილი დარჩნენ“ – ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომელსაც ფრანგულ შეკრებაზე რამდენიმე ბურჯი დააკლდა:

„ამ სამი დღის განმავლობაში გავიხსენეთ სისტემები და ვიმუშავეთ ახალი დეტალების დახვეწაზე. სამწუხაროდ, კოვიდ-სიტუაციიდან და დაუგეგმავი ტრავმებიდან გამომდინარე, ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც გვსურდა. ტრავმების გამო ორი ბურჯი მოვისაკლისეთ. ლექსო ყაულაშვილს მცირე ტრავმა აქვს და რეაბილიტაციას გადის. საზარდული აწუხებს ლევან ჩილაჩავას. გვქონდა იმედი, რომ ის მაინც შეძლებდა თამაშს, თუმცა ექიმთან ვიზიტის შემდეგ გაირკვა, რომ შოტლანდიასთან ვეღარ დაგვეხმარება. ასევე შეკრებაზე მოვისაკლისეთ ორი ბურჯი, რომელთა გუნდებს ამ უქმეებზე ევროთასების ფინალები“.

ახალი მწვრთნელები

ბორჯღალოსნებს ფრანგულ შეკრებაზე სამი ახალი სპეციალისტი შეუერთდა – მაისაშვილის კონსულტანტი, ირლანდიელი დევიდ ჰემფრიზი, შერკინების მწვრთნელი, ფრანგი სებასტიან ბრუნო და შეტევის მწვრთნელი ნილ დოკი.

„ამ სამი დღიდან ერთი, შერკინების ვარჯიშს დაეთმო. ამ ერთი ვარჯიშიდანაც შეიძლება ითქვას, რომ ბრუნო თავისი საქმის პროფესიონალია. აქტიურად იყო ჩართული სავარჯიშო პროცესში ნილ დოკი, რომელსაც შეტევის ორგანიზება ევალება. ჰემფრიზი კონსულტანტია და ვარჯიშის მართვასა და დაგეგმარებაში მეხმარება. ის ჩემთან ერთად ძალიან დიდ დროს ატარებს. შემოგვიერთდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გიორგი ჩხაიძე, რომელმაც დერეფანსა და მოლზე იმუშავა. თავის საქმეს კარგად აკეთებენ როგორც ფიზმომზადების სპეციალისტები, ასევე მენეჯერები, ვიდეო-ანალიტიკოსები და ა.შ.“.

შოტლანდია ლიდერების გარეშე

ლეგიონერები ნაკრებს ორშაბათს დაუბრუნდებიან და მოსამზადებლად კიდევ ორი დღე ექნებათ. ნაკრები შოტლანდიაში ოთხშაბათს ჩავა, ხუთშაბათს კაპიტნის ვარჯიშია, პარასკევი კი მატჩის დღეა.

შოტლანდიის ნაკრები საქართველოს დანაკლისით ხვდება. ბორჯღალოსნების წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ მგეზავი ფინ რასელი და ფულბეკი სტიუარტ ჰოგი. მაისაშვილი ამბობს, რომ მეტოქისთვის ეს დიდი დანაკლისია, თუმცა ამ ეტაპზე მთავარია საქართველოს ნაკრების თამაში:

„რასელი და ჰოგი მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან, ჩემი აზრით, საუკეთესოები თავიანთ პოზიციაზე. მათი არყოფნა ჩვენთვის კარგია, თუმცა არც შემცვლელებს აკლიათ ხარისხი და მოტივაცია, შესაბამისად, მოცემულობაც დიდად არ იცვლება. ზოგადად, შოტლანდიის ნაკრები იშვიათად ცვლის შემადგენლობას და ჩვენ კარგად ვიცით რას თამაშობენ, რა არის მათი ძლიერი მხარეები, თუმცა ამ ეტაპზე უფრო იმაზე ვარ ფოკუსირებული, ჩვენ რას გავაკეთებთ. დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ეს ჩვენი პირველი თამაშია და მოწინააღმდეგის ანალიზიდან გამომდინარე, უფრო მეტად ის გვაინტერესებს რას ვიზამთ დაცვასა და შეტევაში“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
გოჯუ-რიუს აკადემიის მოწვევით, საქართველოს სენსეი სიდნი ლაიენჰორსტი ეწვია
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ბრაგამ" კარლოს ვისენსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
წინასწარი დიაგნოზი - კვარაცხელიამ შეიძლება ამ სეზონში ვერ ითამაშოს
იტალია 3:2 საქართველო
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ დიდებულ მატჩში "ბარსელონას" სძლია
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
"ბარსელონასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია
"კვარაცხელია განსაკუთრებული და "არსენალისთვის" მიუწვდომელია - თითქოს საგაზაფხულო ბრძოლებისთვის ემზადება" - ამბობს ლონდონური გუნდის ყოფილი ფეხბურთელი
იურიჩი: გოგლიჩიძე მაგარი ბიჭია - ნაკრებში გამგზავრება წაადგა
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
TNT Sports-მა "ოქროს ბურთის" მთავარ პრეტენდენტად კეინი დაასახელა - კვარაცხელია მეოთხეა
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ