სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა თავისი აზრი გამოთქვა ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლის შესახებ
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა თავისი აზრი გამოთქვა ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლის შესახებ, რომელშიც 2 ივლისს ერთმანეთს შეხვდებიან უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო და ბრიტანელი დევიდ ჰეი.

"ჰეის პრაქტიკულად შანსი არ აქვს. ის ძალიან "პატარაა" სუპერმძიმე წონისთვის, თანაც ამ დივიზიონში სერიოზული გამოცდა არასოდეს გაუვლია. გამოცდილების მისაღებად მას ახალგაზრდა, ძლიერ და "მშიერ" მოკრივეებთან უნდა ეჩხუბა, დევიდი კი რინგზე გადიოდა ვეტერანების - ვალუევის, რუისისა და ბარეტის წინააღმდეგ, თანაც მათ დასამარცხებლად ძალიან დიდ დროს ხარჯავდა. ის რომ ძლიერი ყოფილიყო, ამ მეტოქეებს გაცილებით იოლად გაუსწორდებოდა. საქმე ისაა, რომ ბრიტანელი ძალიან გადაფასებულია როგორც სუპერმძიმეწონოსანი - კლიჩკო მას პირველ ორ რაუნდში გაანადგურებს", - ამბობს ESPN-თან კომენტარში ტაისონი

კვირა არ გავა, რომ პროფესიონალი მოკრივის გარდაცვალების ან დაღუპვის შესახებ ცნობა არ გავრცელდეს. ამჯერად საქმე ეხება 22 წლის პუერტორიკოელ ხუან გონსალესს. ის თავის მშობლიურ ქალაქ ტოა-ბახაში მოკლეს. მოტოციკლით მიმავალ სპორტსმენს თავში ესროლეს.

გონსალესმა კარიერა 2009 წელს დაიწყო და 61.2-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა. პროფესიულ რინგზე მას 11-დან 11 ბრძოლა ჰქონდა მოგებული, მათ შორის ცხრა ნოკაუტით.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა