ლეიტონ ჰიუტმა 80 წუთში მოუგო ანდრეას სეპის და ჯერჯერობით წარმატებით იცავს შარშანდელ ტიტულს, რომელიც ფედერერის დამარცხებით მოიპოვა
ტრადიციულად, მორიგი სათამაშო დღის მიმოხილვას ლონდონის ტურნირიდან დავიწყებთ, სადაც მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი რადეკ შტეპანეკის წინააღმდეგ თამაშობდა და სერიოზულად ანერვიულა საკუთარი გულშემატკივარი.

არადა, ესპანელს შეეძლო აქამდე საქმე არ მიეყვანა. პირველი სეტის მოგების შემდეგ რაფა მეორეში 5:3-ს იგებდა და საკუთარ მოწოდებაზე ორი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ჩეხმა პატარა სასწაული მოახდინა - ჯერ ეს ორი საფრთხე მოიგერია, შემდეგ ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა - 7:5. თუმცა ფავორიტმა ძალიან მალე გამოასწორა სიტუაცია, მესამე სეტში 4:0 დაწინაურდა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

შემდეგ შეხვედრაში ნადალი ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვდება, რომელმაც ფრანგულ დერბიში მხოლოდ 23 წუთი გაატარა კორტზე - მიკაელ ლოდრამ მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო და პირველი პარტიის დასრულებაც ვერ შეძლო.

კიდევ ერთმა ფრანგმა კი დღის მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა - ადრიან მანარინომ ორ სეტში მოუგო ხუან მარტინ დელ პოტროს. არგენტინელმა 16 ეისის ჩაწოდება შეძლო, მაგრამ ამასთან, ათიდან მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. ფრანგს ბრეიკ-პოინტების გამოყენების ასპროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა - ორიდან ორი. საბოლოოდ, დაინიშნა ორი ტაი-ბრეიკი და ორივეში უკეთ ფრანგი გამოიყურებოდა. მანარინომ ორ საათში თავის კარიერაში ჯერჯერობით უდიდეს გამარჯვებას მიაღწია.

ასევე ორ სეტში მოუგო მასპინძელმა ენდი მიურეიმ სერბ იანკო ტიპსარევიჩს. ეს შეხვედრა პირველ პარტიაში 4:4-ზე ერთი საათით შეწყდა. თამაში მიურეის ბრეიკით განახლდა და სეტი ბრიტანელმა 6:4 მოიგო, მეორეში კი ტაი-ბრეიკი დასჭირდა გასამარჯვებლად.

ასევე აღვნიშნავთ ერთ სეტში ტომაშ ბელუჩის "მშრალი" ანგარიშით მოგებას მარინ ჩილიჩის წინააღმდეგ, თუმცა მატჩი ხორვატი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა. ბოლო დროს ფორმადაკარგული ფერნანდო ვერდასკო, როგორც ჩანს, იბრუნებს საჭირო კონდიციებს, ყოველ შემთხევაში, ესპანელმა მოულოდნელად იოლად მოუგო კიდევ ერთ არგენტინელ ფავორიტს დავიდ ნალბანდიანს.

ორჯერ ნაკლები მატჩი ჩატარა ჰალეში და აქაც დასრულდა მერვედფინალური ეტაპი. გაელ მონფილსმა, რომელსაც დებიუტი აქვს ამ ტურნირში, ივან დოდიგი დაამარცხა. საინტერესოა, რომ ფრანგმა ხუთიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი მოიგო. ხორვატს ამ სეზონში ოთხი მეოთხედფინალი და ATP-ის ერთი მოგებული ტურნირი აქვს, თუმცა მონფილსის წინააღმდეგ მხოლოდ 51 წუთი გაძლო.

მოიგო კარიერის პიკზე მყოფმა ფლორიან მაიერმა (ამჟამად რეიტინგის საუკეთესო ოცეულში შედის). გერმანელმა ამ დღეს ტაივანელი იენ-ჰსუნ ლუ 13 ეისის დახმარებით დაამარცხა. როგორც ჩანს, კარგად მოემზადა ბალახის სეზონისთვის ბოლო დროს მივიწყებული ლეიტონ ჰიუიტი. უიმბლდონის ყოფილმა ჩემპიონმა 80 წუთში მოუგო ანდრეას სეპის და ჯერჯერობით წარმატებით იცავს შარშანდელ ტიტულს, რომელიც როჯერ ფედერერის დამარცხებით მოიპოვა.

უშანსოდ წააგო ავსტრალიის ღია პირველობის სენსაციამ ალექსანდრ დოლგოპოლოვმა გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერთან. უკრაინელს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია და ამიტომაც კოლშრაიბერის უპირატესობაში ეჭვი არავის შეუტანია.

ოთხივე მეოთხედფინალური წყვილი გაირკვა ბირმინგემში და მცირე მოულოდნელობებიც დაფიქსირდა.

ზელანდიელმა მარინა ერაკოვიჩმა 17-დან შვიდი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და მოუგო იტალიელ სარა ერანის. სხვათა შორის, შარშან ეს ჩოგბურთელები ამავე ტურნირზე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ერანიმ გაიმარჯვა, ასე რომ, ამჯერად რევანში შედგა.

ასევე მოულოდნელობათა რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ არავან რეზაის წაგება ელისონ რისკესგან. თუმცა ფრანგს 11 ბრეიკ-პოინტიდან ერთზე მეტი რომ გამოეყენებინა, შეხვედრა, შესაძლოა, მის სასარგებლოდ დასრულებულიყო.

ATP

AEGON Championships

ლონდონი (ბრიტანეთი). ბალახი

საპრიზო ფონდი: 627 700 ევრო

1/8 ფინალი

ადრიან მანარინო (საფ)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 12) 7:6, 7:6; ენდი როდიკი (აშშ, 3)-კევინ ანდერსონი (აფრ, 15) 6:4, 6:4; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 7)-დავიდ ნალბანდიანი (არგ, 9) 7:5, 6:1; ენდი მიურეი (ბრიტ, 2)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 14) 6:4, 7:6; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 5)-მიკაელ ლოდრა (საფ, 10) 4:3 უარი; რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 6:3, 5:7, 6:1; მარინ ჩილიჩი (ხორ, 8)-ტომაშ ბელუჩი (ბრა, 11) 7:6, 0:6, 6:3; ჯეიმს უორდი (ბრიტ)-სემ კუერი (აშშ, 13) 3:6, 6:3 გადაიდო.

Gerry Weber Open

ჰალე (გერმანია). ბალახი

საპრიზო ფონდი: 663 750 ევრო

1/8 ფინალი

ფლორიან მაიერი (გერ, 6)-ენ ჰსუნ ლუ (ტაივ) 7:6, 3:6, 6:4; გაელ მონფილსი (საფ, 3)-ივან დოდიგი (ხორ) 6:2, 6:3; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 7) 6:3, 7:6; ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა)-ანდრეას სეპი (იტა) 6:4, 6:4.

WTA

AEGON Classic

ბირმინგემი (ბრიტანეთი). ბალახი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/8 ფინალი

ანა ივანოვიჩი (სერ, 2)-რებეკა მარინო (კან, 13) 6:3, 6:2; შუაი პენგი (ჩინ, 3)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) 7:6(1), 6:1; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-ალა კუდიავცევა (რუს, 16) 6:4, 6:2; მარინა ერაკოვიჩი (ზელ)-სარა ერანი (იტა, 7) 5:7, 6:4, 6:3; ალისონ რისკე (აშშ)-არავან რეზაი (საფ, 8) 7:5, 6:7(6), 6:2; მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ, 14)-არინა როდიონოვა (რუს) 6:7(1), 6:0, 6:1; მირიანა ლუჩიჩი (ხორ)-ანდრეა ჰლავაჩკოვა (ჩეხ) 6:2, 7:6(4); საბინ ლისიცკი (გერ)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია) 7:6(1), 6:4.

Danish Open

კოპენჰაგენი (დანია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 ევრო

1/8 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ანჟელიკ კერბერი (გერ) 7:6(4), 6:3; ბეტანი მატეკი (აშშ, 3)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:7(1), 6:0, 7:6(5); ლუსი საფაროვა (ჩეხ, 4)-მიხაელა კრაიჩეკი (ჰოლ) 6:7(4), 6:4, 6:2; შუაი ჟანგი (ჩინ)-გალინა ვოსკობოევა (ყაზ) 6:3, 2:6, 6:3.

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს