ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

"დალასი" ტიტულს მიუახლოვდა

"დალასი" ტიტულს მიუახლოვდა

"დალასმა" "მაიამის" 112:103 სძლია და ახლა სერია მაიამიში ბრუნდება, სადაც "ჰიტს" ზედიზედ ორი გამარჯვება სჭირდება
სერიის მეხუთე მატჩში "მაიამის" გამარჯება პრაქტიკულად ამ გუნდის საჩემპიონო ტრიუმფის ტოლფასი იქნებოდა, რადგან რთული წარმოსადგენია, რომ ფლორიდაში გასამართი ორი მატჩიდან "ჰიტი" ორივეს წააგებს. ამიტომაც "დალასს" უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ამ მატჩს "მაიამისთვის", რადგან წაგების შემთხვევაში "მავერიქსი" ფსიქოლოგიურ უპირატესობას მიიღებდა.

მატჩის წინ "მავერიქსმა" დაკარგა სათადარიგო ცენტრი ბრენდან ჰეივუდი. გარდა ამისა, რიკ კარლაილმა კვლავ სასტარტოში დააყენა ხოსე ბარეა და საბოლოოდ დასვა რეზერვში დეშოუნ სტივენსონი.

შეხვედრის დებიუტი საკმაოდ მოულოდნელი გამოვიდა. პირველ რიგში გასაკვირი იყო ის, რომ ორივე გუნდმა აქცენტი არა დაცვაზე, არამედ შეტევაზე გადაიტანა. თავდაპირველად ასეთი თამაში მასპინძლებს აძლევდათ ხელს. პერიმეტრიდან სროლებმა და ნოვიცკის რამდენიმე ზუსტმა ტყორცნამ ტექსასელთა უპირატესობა გამოკვეთა - 12-წუთეულის შუაში "დალასი" შვიდი ქულით გავიდა წინ.

თუმცა "ჰიტსაც" ჰქონდა თავისი კოზირები. მეოთხედის ბოლოს საკუთარი სიტყვა თქვა "მაიამის" რეზერვმა ჩელმერსის მეთაურობით. მარიოს პირველ ტაიმში ოთხი სამქულიანი დაუგროვდა, მათ შორის ერთი თითქმის ცენტრიდან, რითაც მეოთხედი სტუმრებმა ერთი ქულით მოიგეს.

მეორე მეოთხედში გუნდები ოდნავ დამშვიდნენ, მაგრამ დაცვა ისევ დავიწყებული იყო. "ჰიტმა" მოპოვებული უპირატესობის განვრცობა დაიწყო. ამ პერიოდში სტუმრების დამრტყმელი ძალა იყო კრის ბოში. უეიდისა და "გაღვიძებული" ჯეიმსის აქტიური დახმარებით სტუმრები ექვსი ქულით გავიდნენ წინ. თუმცა მასპინძლები ვალში არ დარჩენილან. ნოვიცკიმ, ტერიმ და ჩენდლერმა დროულად აღადგინეს სტატუს-ქვო: ბოლოსკენ კარლაილის შეგირდებმა კიდევ რამდენიმე შედეგიანი შეტევა განახორციელეს და დიდ შესვენებაზე 60:57-ით გავიდნენ.

მეორე მეოთხედის დასაწყისი სტუმრებისთვის სრული კოშმარი აღმოჩნდა. ამის მთავარი მიზეზი გახდა დუეინ უეიდი, რომელმაც ამ მეოთხედის დიდი ნაწილი გასახდელში გაატარა, სადაც ექიმები ევლებოდნენ თავს. მეორე მეოთხედში ბრაიან კარდინალთან შეჯახების შემდეგ უეიდს დრო დასჭირდა მოედანზე დასაბრუნებლად. ამ დროის განმავლობაში "მავერიქსმა" "აიწყვიტა". როგორც კი მეტოქემ დაკარგა მოთამაშე, რომელიც პერიმეტრზე დაცვას იჭერდა, ტექსასელებმა საყვარელი სამქულიანების სროლას მოუხშირეს. ყველაზე კარგად ეს ბარეას გამოსდიოდა, რომელმაც, როგორც იქნა, ჩვეული დონე აჩვენა.

თუმცა სპოელსტრას შეგირდებიც ქების ღირსნი არიან. მეტოქის გარღვევის მიუხედავად, მათ შორს არ გაუშვეს "დალასი". ლებრონ ჯეიმსმა იზრუნა იმისთვის, რომ თამაში ფინალურ სირენამდე დიდი ხნით ადრე არ დასრულდა. ხოლო, როცა მოედანზე უეიდი დაბრუნდა, სტუმრებს კიდევ უფრო გაუადვილდათ თამაში. სამქულიანი შეტევების შეჩერების შემდეგ "მაიამიმ" ოდნავ შეამცირა სხვაობა, რომელმაც ბოლო მეოთხედის წინ ხუთი ქულა შეადგინა.

მეოთხე მეოთხედმა გვარიანად ანერვიულა მაყურებელი. თუმცა თავიდან ტექსასელები უნარიანად აკონტროლებდნენ თამაშს და სტუმრებს შანსს არ უტოვებდნენ. ნოვიცკი და ბარეა ისევ ზუსტად ისროდნენ და დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ შვიდქულიან უპირატესობას. მაგრამ ფლორიდელებმა ბოლოს მაინც გაისროლეს, თანაც ისე, რომ კინაღამ აართვეს მასპინძლებს თითქმის გარანტირებული გამარჯვება. გარდა იმისა, რომ სტუმრები კარგად გრძნობდნენ თავს დაცვაში, ისინი იოლ ქულებს აგროვებდნენ ფარქვეშ. თუმცა ამ ყველაფერში "დალასის" კალათბურთელებიც იყვნენ დამნაშავენი, რომლებიც საკუთარ სამწამიანს დაუცველს ტოვებდნენ. საბოლოოდ, საფინალო სირენამდე სამწუთნახევრით ადრე "ჰიტმა" სამქულიანი უპირატესობა მიიღო.

მაგრამ "დალასისთვის" ხასიათის დემონსტრირება ჩვეული ამბავია და არც ამჯერად უღალატა ტრადიციას. ჯეისონ ტერის სამქულიანმა ფანტასტიკურ გაქცევას დაუდო სათავე. ამ მომენტისთვის "ჰიტის" შეტევა საერთოდ მოიშალა, ლებრონ ჯეიმსს კი, რომელსაც იმ მომენტისთვის უკვე გაფორმებული ჰქონდა სამმაგი-დუბლი, ბოლო მეოთხედში ქულათა გრაფაში "ორიანი" ეწერა. სტუმრებმა ნოკდაუნი ჯეისონ კიდის სამქულიანისგან მიიღეს - წუთნახევრით ადრე სხვაობა ხუთ ქულამდე ავიდა, ხოლო ნოკაუტი გახდა ტერის შორეული ტყორცნა - რვა ქულა. საქმე გაკეთებული იყო.

ახლა სერია მაიამიში ბრუნდება, სადაც "ჰიტს" ზედიზედ ორი გამარჯვება სჭირდება. სწორედ ასეთ სიტუაციაში მოიგო შარშან ჩემპიონობა "ლეიკერსმა", რომელიც ასევე აგებდა სერიას - 2:3.

"მთელი წელი იმისთვის ვიბრძოდით, რომ საკუთარი მოედნის უპირატესობა მოგვეპოვებინა. ახლა უბრალოდ უნდა დავიცვათ ის", - განაცხადა ბოშმა. რა თქმა უნდა, ეს იოლი საქმე არ იქნება.

ფინალი. V მატჩი

დალასი-მაიამი 112:103

30:31, 30:26, 24:22, 28:24

დ: ნოვიცკი (29+6 მოხსნა+3 პასი), ტერი (21+6 პასი), ბარეა (17+5 პასი), ჩენდლერი (13+7 მოხსნა+2 დაფარება), კიდი (13+6 პასი+3 ჩაჭრა), მერიონი (8+3 პასი), სტივენსონი (4), კარდინალი (4), მაინმი (3).

მ: უეიდი (23+8 პასი), ბოში (19+10 მოხსნა), ჯეიმსი (17+10 მოხსნა+10 პასი), ჩელმერსი (15), ჰასლემი (10+5 მოხსნა), მილერი (9), ჰოვარდი (6), ენტონი (2), ბიბი (2), ჰაუსი.

სერია: 3-2

"ლეიკერსი" და ახალი იდენტობა - როგორ იქნება იდეალური ქიმია?!

197 მილიონიანი დილემა: "მემფისისა" და ჯა მორანტის ბედი ბუნდოვანია

[VIDEO] ჯეიმსის, დონჩიჩისა და რივზის გარეშე - "ლეიკერსმა" მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა

ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა

კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!

[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის

[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა

მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს

[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...

[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....

18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა

16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება

დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა

მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა

"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია

საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა

მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება