Iso xp - ყველასთვის საყვარელი პროტეინის კოქტეილი

ჩვენი ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყოველდღიური საკვები რაციონი და მისი ჯანსაღი პროდუქტებით გამდიდრება. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება პროფესიონალი თუ მოყვარული სპორტსმენი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ქალი თუ მამაკაცი, ნებისმიერ ადამიანს ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება სამი მთავარი მაკრონუტრიენტი: ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი.

რატომ არის ცილის მიღება მნიშვნელოვანი?

ბუნებაში უფრო მეტად მოიპოვება ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი საკვები, ვიდრე ცილოვანი. ცილის მთავარ წყაროს წარმოადგენს ქათმის, საქონლის, ღორის, თევზის ხორცი, რძის ნაწარმი და პარკოსანი მცენარეები. თუმცა ბუნებრივი გზით მიღებული მცენარეული და ცხოველური საკვები ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმს ცილების იმ დღიური ნორმით, რომელიც ჩვენი უჯრედების, ძვლების, ხრტილების, კუნთების შენებისთვის და აღდგენისთვის აუცილებელია. ზოგადად, ცილა - ეს ის ნივთიერებაა, რომელიც აშენებს და აღადგენს ქსოვილს, მონაწილეობს ფერმენტების და ჰორმონების წარმოებაში. ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა, წონაში დაკლება გსურთ თუ მომატება, ფიზიკურად აქტიურ ცხოვრების წესს მისდევთ თუ თქვენი საქმიანობა გონებრივი შრომით შემოიფარგლება, დღიური რაციონის შემადგენელი ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს ცილა.

სპორტსმენებისა და ფიზიკურად აქტიური ადამიანების შემთხვევაში, ცილა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებაა ვარჯიშის შემდგომი აღდგენისა და კუნთის რეგენერაციისთვის.

ცილა საკვებდანამატის სახით

თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, რთულია ვიკვებოთ ჯანსაღად და სრულფასოვნად, თუმცა არსებობს ცილის მიღების ალტერნატივა საკვებდანამატის სახით, რომელიც ცილის დღიური ნორმის შევსების ადვილ და მოსახერხებელ წყაროს წარმოადგენს. თუმცა, სწორი პროტეინის შერჩევა არცთუ ისე ადვილია. დღეისთვის ბაზარზე მრავალი სახის პროტეინს შევხვდებით, რომლებიც განსხვავდება მწარმოებლის, ნედლეულის, დანამატების, ხარისხის და ფასის მიხედვით. ძნელია შევარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც იქნება უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან დამზადებული, მაქსიმალურად გაფილტრული და შემოწმებული წამყვან ლაბორატორიებში. სწორედ ამიტომ, მიზნობრივი კვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ საქართველოს ბაზარზე საუკეთესო ხარისხის და ყველასთვის საყვარელი პროტეინის კოქტეილი Iso XP, რომელიც დამზადებულია GMP-ის მკაცრი ხარისხის კონტროლის ქვეშ, პროდუქტი გადის მკაცრ ტესტირებას ISO 17025 აკრედიტებულ ლაბორატორიაში, ყოველივე ეს კი განსაზღვრავს პროდუქტის და ბრენდის მაღალ ხარისხსა და ღირებულებებს.

რატომ iso xp?

ISO XPდამზადებულია დიდ ბრიტანეთში, ლივერპულში და არის 100% ცილის შრატის იზოლატი, რომელიც არის გაცილებით სუფთა და უმაღლესი ხარისხის პროტეინის კოქტეილი დამატკბობლით. შეიცავს მხოლოდ 0.1 გრამ ლაქტოზას. ამიტომ მისი მიღება შესაძლებელია იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც აწუხებთ ლაქტოზის მიმართ აუტანლობა და იძულებულები არიან, მხოლოდ ცხოველური ან მცენარეული ცილა მიიღონ. საკვებდანამატი შეიცავს 23,4 გრ პროტეინს 25-გრამიან პორციაზე. როგორც წესი, არ არსებობს პროტეინი ცილის ასეთი თანაფარდობით. ISO XP მზადდება ნატურალური რძის შრატით, რომელიც სპეციალური გამოშრობის ტექნოლოგიით მიიღება და აბსოლუტურად შენარჩუნებული აქვს ყველა სასარგებლო თვისება, რაც კიდევ უფრო ზრდის მის კვებით ღირებულებებს. არ აქვს დამატებული სოიო. იგი ჩანაცვლებულია მზესუმზირის ლეციტინით. iso xp ასევე გამოირჩევა უგემრიელესი არომატებით და გემოების მრავალფეროვანი არჩევანით. ამიტომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანი აღმოაჩენს საყვარელ არომატს iso xp-ის პროტეინში.

სპორტსმენებისა და ვარჯიშით დაკავებული ადამიანებისთვის განსაკუთრებით კარგია ISO XP-ის მიღება. მისი ვარჯიშის შემდგომ დალევა შეგავსებთ სწრაფი ათვისების რძის შრატის იზოლატით. ერთ პორციაზე მიღებული 24 გრამი ცილა გარანტიაა კუნთის სწრაფი აღდგენის და ვარჯიშის შემდგომი ტკივილის გაქრობის. ჭარბწონიანი ადამიანებისთვის Applied Nutrition – Iso XP-ის მიღება იდეალური არჩევანია დღიური ცილის ნორმის შესავსებად. ამასთანავე, არ შეიცავს შაქარს, ნახშირწყალს და ცხიმს, რაც განაპირობებს კალორიების ისეთ დაბალ შემცველობას, როგორიცაა 89 კალორია ერთ მიღებაზე.

როგორ მივიღოთ პროტეინი?

პროტეინის მიღება შესაძლებელია როგორც ვარჯიშის შემდეგ, ასევე დღის ნებსმიერ მონაკვეთში. ის შესანიშნავი ალტერნატივაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც გაზიანი სასმელების ან ჯანქ-ფუდის ჩანაცვლება სურს გაცილებით სასარგებლო და გემრიელი პროდუქტით. მრავალფეროვნებისთვის, პროტეინით შესაძლებელია სხვადასხვა კოქტეილის მომზადება რძით, ბანანით ან მარწყვით, ასევე ბლინების და ნამცხვრების გამოცხობა სხვადასხვა ხილითა და ინგრედიენტით. ამგვარად, თქვენ მიიღებთ ცილის დღიურ ნორმას მრავალფეროვანი ფორმით.

R

ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
1 საათში 1200 კალორია - როგორ დავიკლოთ წონაში წყალში ყოფნისას
30 მაისს ბოდიბილდინგსა და ფიტნესში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება
28 ათასი დოლარი ერთ პოსტში - კოლუმბიელი მოდელი, რომელიც ფიტნესით გამდიდრდა [PHOTO]
რუსი ქალი, რომელსაც ყველაზე ლამაზი ფეხების მქონე ფიტნეს-მოდელად თვლიან [PHOTO]
5 რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა ვივარჯიშოთ სიცხეში