ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ტონი გაურკვევლობაშია

ტონი გაურკვევლობაშია

ლუკა ტონი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არ იცის სად იასპარეზებს მომდევნო სეზონში, მთავარი სიტყვა კი ანტონიო კონტემ უნდა თქვას
ლუკა ტონი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არ იცის სად იასპარეზებს მომდევნო სეზონში. მთავარი სიტყვა ანტონიო კონტემ უნდა თქვას, რომელიც უახლოეს დღეებში შეუდგება ახალ გარემოში საქმიანობას.

სანამ ახალგაზრდა სპეციალისტი რამეს გადაწყვეტდეს, ტონიმ ჟურნალისტებთან გასაუბრება მოისურვა და ყველაფერთან ერთად, კონტეს შესახებ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება:

"კონტეს მუშაობას ინტერესით ვადევნებდი თვალს და მის მიმართ დიდი სიმპატიით ვარ განწყობილი. გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე სპეციალისტია, რომელმაც კრიზისში მყოფი გუნდები ჩაიბარა და ელიტარულ დივიზიონში გადაიყვანა. ჩემი აზრით, ეს არანაკლებ რთულია, ვიდრე გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის, ან თუნდაც სკუდეტოსთვის აბრძოლო. ვფიქრობ, ტურინული კლუბის მესვეურებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან კონტე ის სპეციალისტია, რომელიც ახალ ენერგიას შთაბერავს გუნდს. რაც შეეხება პირადად ჩემს მომავალს, ჯერჯერობით გაურკვევლობაში ვარ. ჩემი სურვილია, რომ დავრჩე ტურინში და "იუვენტუსში"' გავაგრძელო ასპარეზობა. კონტესთან ჯერ არ მილაპარაკია, იმედია მისი და ჩემი აზრები ერთმანეთს დაემთხვევა".

34 წლის ფორვარდს მისი "ჯენოაში" შესაძლო დაბრუნების შესახებ დაეკითხნენ, რაზეც შემდეგი პოზიცია დააფიქსირა: "გენუელებს მართლაც სურთ ჩემი დაბრუნება, რაც ძალიან სასიამოვნოა. "ჯენოა" ამბიციური გუნდია, რომელსაც მაღალი ადგილებისთვის შეუძლია ბრძოლა. ვიცი, რომ იქაური გულშემატკივრები ჩემს დაბრუნებას მხარს უჭერენ, რაც ძალიან მახარებს. საერთოდ, "ჯენოას" შესანიშნავი ტიფოზები ჰყავს, რომლებიც სტადიონზე საოცარ ატმოსფეროს ქმნიან. მიუხედავად ამისა, მაინც ტურინში მსურს დარჩენა და იმედია, ეს ასეც მოხდება".

ამასობაში, სულ უფრო და უფრო აქტიურად მსჯელობენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში "იუვენტუსს" სებასტიან ჯოვინკო დაუბრუნდეს. ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ, რომ 24 წლის შემტევმა "პარმაში" დარჩენის სურვილი გამოთქვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ ტურინში არ ენდობიან. თუმცა, ბოლო პერიოდში ვითარება აშკარად შეიცვალა და ეს "ვეკია სენიორას" ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს დამსახურებაა. იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით, კონტე თავად შეეხმიანა ჯოვინკოს და მას ტურინში დაბრუნება სთხოვა, რამაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან გაახარა.

ჯოვინკოს სატრანსფერო უფლებების ნახევარს "იუვენტუსი" ფლობს, მეორე ნახევარს კი "პარმა" - შესაბამისად, ფეხბურთელის სრულად გამოსასყიდად ტურინელებს გარკვეულ დათმობაზე მოუწევთ წასვლა. ყველაზე რეალური ვარიანტია, რომ "იუვეს" მესვეურებმა კარვალიო ამაური დაუტოვონ ემილიელებს და სწორედ ამ გზით დაიბრუნონ სება. ვნახოთ, უახლოეს დღეებში ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა