დორტმუნდის "ბორუსია" ავსტრალიელ ტოპ-ტალანტს, 18 წლის ფეხბურთელ ამინის სულ რაღაც 250 000 ევროდ ყიდულობს
თუ ასე გაგრძელდა, დორტმუნდის „ბორუსია“ ევროპაში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების მთავარი ნავსაყუდელი გახდება. BVB ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდული გუნდით გახდა გერმანიის ჩემპიონი და გუნდის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ახალ ფეხბურთელებსაც ისეთებს ყიდულობს, რომლებსაც დიდი მომავალი აქვთ.

თანაც, დორტმუნდელები ტოპ-ტალანტებს ძალიან იაფად ყიდულობენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ უნიჭიერესი მწვრთნელი კლოპი მათგან ნამდვილ ვარსკვლავებს გამოთლის. შარშან „ბორუსიას“ სუპერ-შენაძენი იაპონელი შინჯი კაგავა იყო, რომლის ტრანსფერი სულ რაღაც 350 000 ევრო დაჯდა, ახლა კი მინიმუმ 15 მილიონად ფასობს. წელს იგივე ბედის გაზიარებას ექსპერტები დორტმუნდელთა მორიგი შენაძენისგან ელიან, რომლის ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

საუბარია 18 წლის ავსტრალიელ ფეხბურთელ მუსტაფა ამინიზე, რომელიც კლოპმა მარტში სინჯებზე მიიწვია. ამინიმ იურგენს თავი იმდენად მოაწონა, რომ დორტმუნდელებმა მისი ყიდვა გადაწყვიტეს, მოლაპარაკებები კი უკვე დასასრულს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრების ლიდერი მომავალი სეზონიდან „შავ-ყვითლებში“ იასპარეზებს.

„ახლახან ამინის კლუბ „ცენტრალ ქოუსთს“ მორიგი, განახლებული და გაუმჯობესებული წინადადებით მივმართეთ. დარწმუნებული ვარ, რომ დაგვთანხმდებიან და მუსტაფა „ბორუსიას“ ფეხბურთელი გახდება,“ - ეს BVB-ს სპორტული დირექტორის, მიხაელ ცორკის სიტყვებია.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ „ბილდის“ ინფორმაციით, „დორტმუნდს“ ამინის ტრანსფერი 250 000 ევრო უჯდება. ამინი ნახევარმცველია და შეუძლია როგორც ფლეიმეიქერის, ისე საყრდენისა თუ გარემარბის პოზიციაზე თამაში – სწრაფია, ტექნიკური და მებრძოლი. ამინის დედა ნიკარაგუელია, მამა კი ავღანელი. მუსტაფა აცხადებს: „თუ „ბორუსიაში“ ჩავირიცხები, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იარსებებს. ძალიან მინდა, რომ ამ ბწრყინვალე კლუბის გენიალური ფანები ხშირად გავახარო და წარმატებები მათთან ერთად ვიზეიმო.“

„მუსტაფა უდიდესი ტალანტია. ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და მიხარია, რომ ამინი ჩვენთან მოდის,“ - ეს კი თავად კლოპის სიტყვები გახლავთ.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა