ბუნდესლიგის 2009 წლის საუკეთესო ბომბარდირი "ვოლფსბურგიდან" "ალ აჰლიში" მიდის
ბუნდესლიგის სხვადასხვა სეზონების საუკეთესო ბომბარდირებზე გერმანიის საზღვრებს გარეთ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ედინ ჯეკოს, მარეკ მინტალის, თეოფანის გეკასისა და მიროსლავ კლოზეს შემდეგ, ბუნდესლიგას 2009 წლის საუკეთესო ბომბარდირი გრაფიტეც (ვოლფსბურგი) ტოვებს.

ზოგადად, „მგლების“ თავკაცმა ფელიქს მაგათმა „ვოლფსბურგში“ სერიოზულ წმენდას მიჰყო ხელი, თუმცა გრაფიტეს გაყიდვა მის გეგმებში არ შედიოდა.

დიუმერსი მბოკანი, სისერო და ფაბიან ჯონსონი უკვე წავიდნენ, საშა რიტერი, პატრიკ ჰელმესი, პეტერ პეკარიკი, თომას კალენბერგი, ქარიმ ზიანი და თუნჯაი სანლი კი ჩემოდნებზე სხედან. ფაქტობრივად გადაწყვეტილია დიეგოს წასვლაც, რომელსაც მაგათი დასანახად ვეღარ იტანს და ამასთან, ვრცელდება არაერთი ცნობა იმის შესახებ, რომ დიდი შანსია, „ვოლფსბურგი“ არნე ფრიდრიხმა, სიმონ კიაერმა და თოლგა ჩიგერჩიმაც დატოვონ.

გრაფიტესა და „ვოლფსბურგის“ გზების გაყოფა კი უკვე გადაწყვეტილია. მართალია, რამდენიმე დეტალი ჯერ კიდევ შესათანხმებელია და ბრაზილიელმა სამედიცინო შემოწმებაც უნდა გაიაროს, მაგრამ „კიკერის“ ინფორმაციით, ტრანსფერი გადაწყვეტილია და გრაფიტე კარიერას „ალ აჰლიში“ გააგრძელებს. 32 წლის ფორვარდი „ალ აჰლისთან“ ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, „ვოლფსბურგი“ კი მის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს მიიღებს, რაც მაგათის გუნდისთვის ნამდვილად სარფიანი გარიგებაა.

გრაფიტე, რომელსაც „მგლებთან“ კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებდა, „ვოლფსბურგში“ 2007 წელს ფრანგული „ლე მანიდან“ გადავიდა, 2009 წელს კი გერმანიის ჩემპიონი გახდა, რაშიც ლომის წვლილი თავადვე მიუძღოდა – მან იმ სეზონში 28 გოლის გატანა მოახერხა და გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გრაფიტემ „ვოლფსბურგში“ ედინ ჯეკოსთან ერთად (26 გოლი საჩემპიონო სეზონში) თავდასხმის შესანიშნავი ტანდემი შექმნა.

სამაგიეროდ, ბრაზილიელი ვეღარ ბრწყინავდა მაგათის შემცვლელების, ჯერ სტივ მაკლარენის, შემდეგ კი პიერ ლიტბარსკის ხელში, რომლებიც ბრაზილიელს აღარ სწყალობდნენ. გასულ სეზონში მან 28 შეხვედრაში მხოლოდ 9 გოლის გატანა მოახერხა, წინა სეზონში კი, 30 მატჩში მხოლოდ 11-ჯერ იხეირა.

ახლა კი, როცა „ვოლფსბურგში“ მაგათის მეორე ერა დაიწყო, გრაფიტეს იმედი ჰქონდა, რომ ძველ დიდებას დაიბრუნებდა, მაგრამ ბრაზილიელი ახალგაზრდა აღარ არის, რის გამოც ფელიქსი მას იოლად შეელია. თანაც, „ვოლფსბურგს“ წელს მისი გაყიდვით ფინანსური ხეირის ნახვის უკანასკნელი შანსი ჰქონდა.

ყველაფერთან ერთად ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაგათს გუნდში საკმაოდ კარგი ფორვარდები ჰყავს. მის განკარგულებაშია მარიო მანჯუკიჩი, ივლისიდან კი „ვოლფსბურგში“ „კაიზერსლაუტერნის“ გოლეადორი სრდიან ლაკიჩიც გადადის. ფელიქსს ჰყავს ნიჭიერი ფორვარდები კევინ შაიდჰაუერი და სებასტიან პოლტერიც.

დიეგო ჩინეთისკენ?

სიახლეებია დიეგოს საკითხშიც. ბრაზილიელს ჯერ მაგათთან გასაუბრება უნდა, თუმცა ცნობილია, რომ ფელიქსი მას არ დაიტოვებს. უახლესი ინფორმაციით, 25 წლის გამთამაშებელს ჩინეთში ეპატიჟებიან. ჩინურ მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ერთერთი კლუბი დიეგოს სამწლიან კონტრაქტს და წელიწადში 5.5 მილიონ ევროს სთავაზობს.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა