დღეს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოს ოლიმპიურ სპორტკომპლექს `ზეტრაში~ ევროპის ჩემპიონატი იწყება ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის...

დღეს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოს ოლიმპიურ სპორტკომპლექს `ზეტრაში~ ევროპის ჩემპიონატი იწყება ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში, მწვრთნელ თამაზ ბენდიანიშვილის გადაწყვეტილებით, ბესიკ ბოლქვაძე (42), ბექა ბუჯიაშვილი (46), ლევან ცალქალამანიძე (50), ლაშა ბითარაშვილი (54), დავით ბუზიაშვილი (58), ირაკლი მოსიძე (63), ლაშა გიგაშვილი (69), იაკობ პეტრიაშვილი (76), ლევან გოგრიჭიანი (85) და გენო პეტრიაშვილი (100) იჭიდავებენ. ბერძენ-რომაელთა თავკაცმა ვაჟა კრავეიშვილმა არჩევანი შემდეგ ფალავნებზე შეაჩერა: ედნარ შავაძე (42), მურთაზ ჩაბრავა (46), შმაგი ბოლქვაძე (50) ამირან შავაძე (54), რამაზ სურმანიძე (58), ფირუზ წულუკიძე (63), მათე ბერიძე (69), ლაშა გობაძე (76), რობერტ ქობლიაშვილი (85), იაკობ ქაჯაია (100).

ჩემპიონატი დღეს `თავისუფალთა~ ტურნირით დაიწყება და ჩვენებურთაგან ბოლქვაძე, ცალქალამანიძე, ბუზიაშვილი, გიგაშვილი და გოგრიჭიანი იჭიდავებენ, დანარჩენები კი ხვალ გავლენ ხალიჩაზე. 5-6 აგვისტო გოგონათა ტურნირს დაეთმობა, 7-8-ში კი ბერძენ-რომაელები იჭიდავებენ. მათგან პირველ დღეს საჭიდაოდ შავაძე, ბოლქვაძე, სურმანიძე, ბერიძე და ქობლიაშვილი გავლენ.

ბოლოს, შეგახსენებთ, რომ შარშან სერბულ ზრენჯანინში გამართულ ანალოგიურ შეჯიბრებაში ჩვენმა `თავისუფლებმა~ ორ-ორი ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს. ვერცხლის მფლობელები კონსტანტინე ხაბალაშვილი (63) და ალექსანდრე ამინაშვილი (76) გახდნენ, ბრინჯაოსი - აკაკი მოწონელიძე (50) და ლევან კელეხაშვილი (58). ბევრად უკეთ გამოვიდნენ ბერძენ-რომაელები - ერთი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო. კონტინენტის ჩემპიონი ფირუზ წულუკიძე გახდა, ოღონდ 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში. შმაგი ბოლქვაძემ (42), ლაშა დოლიძემ (76), დავით ჩაკვეტაძემ (85) და გიორგი ხაბაშვილმა (100) ფინალები წააგეს. ამ კვარტეტიდან წლევანდელ გუნდში მხოლოდ ბოლქვაძეა, ოღონდ უკვე მძიმე წონაში - 50-ში გამოდის. ასევე გუნდშია ბრინჯაოს შარშანდელი პრიზიორი ამირან შავაძეც, ოღონდ ესეც ახალ წონაში - მაშინ 46-ში გამოდიოდა, ახლა კი 54-ში ჭიდაობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა