24 ოქტომბერს გლდანის რაიონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა.

ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, თბილისის მერიის, საკრებულოს, გლდანის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები დაესწრნენ.

სტუმრებმა ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერეს და ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "დღეს ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რადგან პროექტი, რომელიც წელიწადნახევრის უკან დავიწყეთ უკვე ოფიციალურად გაიხსნა. ეს საფეხბურთო ცენტრი გლდანში არსებულ საფეხბურთო სკოლებს საშუალებას მისცემს მოწესრიგებული და გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. ადგილზე გვაქვს სტანდარტული მოედანი, ადმინისტრაციული შენობითა და გასახდელებით, განათებით, ტრიბუნითა და მინი მოედნით.

მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რეგიონებსა და დედაქალაქში რამდენიმე მსგავსი პროექტი განახორციელა. ჩვენი მიზანია, რომ თბილისის ყველა რაიონში ასეთი საფეხბურთო ცენტრი მოეწყოს. მსგავსი ცენტრი უკვე ფუნქციონირებს ვარკეთილში, დღეს გავხსენით გლდანში, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ვაკის საფეხბურთო ცენტრის გახსნა. პარალელურად კი, ახალი პროექტები იწყება დიდ დიღომში და ნუცუბიძის პლატოზე.

სწორედ ასეთი პროექტები უწყობს ხელს ფეხბურთის პოპულარიზაციას და სპორტის ამ სახეობაში რაც შეიძლება მეტი ბავშვის ჩართვას. პროექტში მონაწილეობისთის მინდა მადლობა გადავუხადო ფიფას და თბილისის მერიას. ბედნიერი ვარ, რომ აღნიშული პროექტი წარმატებით დასრულდა."

კახა კალაძე - თბილისის მერი: “მიხარია, რომ გლდანში მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა -გაიხსნა ახალი საფეხბურთო ცენტრი. მადლობას ვუხდი ლევან კობიაშვილს, ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. დედაქალაქში ასეთი სპორტული ინფრასტრუქტურის არსებობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობამ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობა, რომელიც ქართველებს თანდაყოლილი გვაქვს, გამოავლინოს და განავითაროს. ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანია მათი ხელშეწყობა, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. მართალია, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გამოვა, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა აუცილებელია.

ბოლო პერიოდში გლდანში არაერთი პროექტი განხორციელდა, მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი და მომდევნო წლებში კიდევ მეტი გაკეთდება. მხედველობაში მაქვს სტადიონები, სკვერები, პარკები, საგზაო ინფრასტრუქტურა. ყველა გლდანელს, ვისაც უხარია თავისი რაიონის და ქალაქის წინსვლა, მადლობას ვუხდი გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის”

გლდანის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიის ფარგლებში, ვეტერან ფეხბურთელთა მონაწილეობით ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სფფ-ის ვეტერანს ფეხბურთელთა და გლდანის საფეხბურთო გუნდები დაუპირისპრიდნენ.

პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყო ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული და მინი მოედნები განათებით, ტრიბუნითა და ადმინისტრაციული შენობით. გლდანის საფეხბურთო ცენტრის გამოყენებას ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები სრულიად უფასოდ შეძლებენ.

კომპლექსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფას პროგრამა “ფორვარდის” დაფინანსებით აშენდა. გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონია 2019 წლის ნოემბერში გაიმართა.

GFF.GE

სოსო
ფედერაცია ინფრასტრუქტურას ჰქმნის,მთელი საქართველოს მასშტაბით.კლუბებმა მინდვრის საფარს მაინც მოუარონ წესიერად,ერთი წლის შემდეგ,ბალახი რომ კაპიკად აღარ ვარგა ხოლმე.ვფიქრობ ზღვისპირეთში უნდა გააკეთონ რამდენიმე ბაზა,რომ მოსამზადებელ პერიოდში ჩვენი გუნდებიც მოემზადონ და უცხოური კლუბებიც ჩამოვიდნენ,აქ მოსამზადებლად.ზამთარში სასტუმროები დაუტვირთავია და შეეძლება მრავალი გუნდის მიღება.მაშინ ფედერაცია შემოსავალსაც მიიღებს, ქართული სპორტიც მოიგებს,სასტუმროებიც და ბიუჯეტიც.თუ ბაზები მრავალფუნქციური აშენდება და აუზებსაც დაუმატებენ,მათ შორის ორი სტანდარტული ზომისა რომ იყოს ორიც სტანდარტული ზომის დარბაზი აშენდეს სათამაშო სახეობებისათვის,მაშინ აჭარა უკვე ძალიან ძლიერი სპორტული ცენტრი გახდება და თვითონვე შეძლებს,ინფრა სტრუქტურის შენახვასაც,განვითარებასაც და სხვა სახეობებისათვის დარბაზების მშენებლობასაც.ამ ყველაფერს დრო უნდა,მაგრამ დაწყების გადადება არ ივარგებს.თუ სასტუმრო ბიზნესს წესიერად დაელაპარაკებიან და აუხსნიან მისგან მოსალოდნელ მოგებას,მშენებლობის ხარჯებში შეშველებაზე,წესით უარი არ უნდა თქვან.ამით ხომ ისინიც დიდ მოგებას ნახავენ.ზოგიერთ სასტუმროს კი,თვითონაც შეეძლება სავარჯიშო ბაზის შექმნა,ან აუზის აშენება,ან კიდევ დარბაზის.ესეც მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროდ შეიძლება იქცეს.ზღვა ორ ნაბიჯში,სპორტული ბაზა სასტუმროს გვერდით,სამთო ტრასები,ორი საათის სავალზე... ეს ხომ სამოთხე იქნება, სპორტული ტურიზმისათვის
გოჩა
სულ ვაკრიტიკებდი,რომ ინფრატრუქტურაში ჩაიდოს ფული,კარგია ბატონო ახლა რეგიონებსაც მივხედოთ კარგი მოედნები,მთავარია მინდორი,არ არის აუცილებელი ფეშენ დადაჯდომები და რაღაცეები,კარგი მინდორი თუ ფიტნეს სავარჯიშოები იქნება ძალიან კარგი და თურქეთში,რომ დარბიან მოსაზმზადებლად აგერ ბატონო უფრო იაფიც დაუჯდებათ კლუბებს და რაც მთავარია,მომავალი თაობა გაიზრდება,კარგია რაც კარგია კარგია,აბა კი არ გვიხარია კრიტიკა და რაღაცეები გააკეთეთ კარგი და ვიცით დანახვა.
ლუკა
ვულოცავ გლდანელებს ახალი მოედნის გახსნას. კარგია რომ საშხაპეები და გასახდელები აქვს მოედანს. მახსოვს, წლების წინ, 2007-ში ვიყავი სულაქველიძის აკადემიაში დიღომში და საშინელი, მოუწესრიგებელი ოთახი იყო, გასახდელს ვერც დაარქმევდი, საშხაპეები კი არა ბავშვებს სკამები არ ყოფნიდათ რომ გამოცვლის დროს დამსხდარიყვნენ! გადასახადი კი ქონდა იცოცხლე!
DAVE
უძალიანმაგრესი საქმე. უკვე მერამდენეა ასეთი ცენტრი. რომ ვუფიქრდები რამდენი ბავშვი დაიწყებს ფეხბურთზე სიარულს, მარტო იმიტომ რომ ასეთი მაგარი პირობებია მიხარია ძალიან. ასე უნდა იყოს ყველა დიდ უბანში და როგორც ვატყობ ზუსტად მაგ გზას ადგას ფედერაცია, ანალოგიური დასრულებული პროექტი ვარკეთილში, მალე ვაკეშ იდა დიდ დიღომშიც, ეს აუცილებლად იმოქმედებს მასობრიობაზე და შესაბამისად მეტი ნიჭიერი ბავშვი გამოჩნდება. წარმატებები სფფ !!!
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა