ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ხვალის ვარსკვალები დღეს იწყებენ

ხვალის ვარსკვალები დღეს იწყებენ

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. დანია. 11-26 ივნისი. მსოფლიოს ორი ჩემპიონი და ერთი ქართველი დანიაში
დღეს დანიის ქალაქ ორჰუსის სტადიონი მასპინძლობს ისლანდიისა და ბელარუსის 21-წლამდელთა ნაკრებებთა მატჩს, ამით ევროპის მორიგი ახალგაზრდული ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

დანიაში სულ 8 მონაწილეა: ბელარუსი, ჩეხეთი, დანია, ინგლისი, ისლანდია, ესპანეთი, შვეიცარია და უკრაინა. ევროპის ჩემპიონი აუცილებლად შეიცვლება, რადგან ორი წლის წინათ შვედეთში გამარჯვებული გერმანიის ნაკრების მემკვიდრე ფინალური ეტაპის მიღმა დარჩა. ორი წლის წინათ, ჰორსტ ჰრუბეშის გუნდმა 4:0 გაანადგურა ფინალში სტიუარტ პირსის ინგლისი და ჩემპიონი გახდა.

ბევრი, მაშინდელი გამარჯვებული გუნდიდან უკვე აღიარებული ვარსკვლავია - მაგალითად, კაპიტანი სამი ხედირა, მესუთ იოზილი, მანუელ ნოიერი, ბენედიქტ ჰიოვედესი და ჟერომ ბოატენგი. მაშინ გამოჩდნენ ფართო აუდიტორიის ყურადღების ცენტრში შვედები, ოლა ტოივონენი და მარკუს ბერგი, ესპანელი პედრო ლეონი, ინგლისელები ტეო უოლკოტი, მიკა რიჩარდსი და ჯეიმს მილნერი, იტალიელები მარიო ბალოტელი და რობერტ აკვაფრესკა. მოკლედ, როგორც ყოველთვის, ასეთი ტურნირი მომავლის ვარსკვლავების სამჭედლოა და დანიაში ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.

ის, რომ ევროპის ახალგაზრდულ პირველობას დანია უმასპინძლებდა, ნიონში 2008 წელს გადაწყდა. საკვალიფიკაციო მატჩებმა 2009 წლის მარტიდან 2010 წლის ოქტომბრამდე ჩაიარეს. მათში ოთარ გაბელიას გუნდიც მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები მეორე ქვეჯგუფში თამაშობდა, საიდანაც საბოლოოდ შვეიცარიის ნაკრებმა გააგრძელა ბრძოლა და ფინალშიც მოხვდნენ. ჩვენებს ურიგოდ ნამდვილად არ უასპარეზიათ - 10 მატჩიდან 4 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს (12-9) და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს. საქართველოს ნაკრებიდან 2-2 გოლი ჯანო ანანიძემ და გიორგი ივანიშვილმა გაიტანეს, თითო - რევაზ ბარაბაძემ, გიორგი გუგავამ, ვახტანგ კვარაცხელიამ, ნიკა კვეკვესკირმა, ლაშა თოთაძემ და მათე ვაწაძემ (ერთი გოლი თურქმა ჰასან ალი კალდირიმმა საკუთარ კარში გაიტანა).

21-წლამდელთა ჩემპიონატებზე ყველაზე ხშირად იტალიელები იმარჯვებდნენ (5-ჯერ), 2-2-ჯერ ჩემპიონები ესპანელები, ინგლისელები, საბჭოელები და ჰოლანდიელები გახდნენ.

I ტური

11 ივნისი: ბელარუსი-ისლანდია, დანია-შვეიცარია

12 ივნისი: ჩეხეთი-უკრაინა, ესპანეთი-ინგლისი

ქალაქები და სტადიონები

ევროპის ჩემპიონატს იუტლანდიის ოთხი ქალაქი უმასპინძლებს: ორჰუსი, ოლბორგი, ჰერნინგი და ვიბორგი. ფინალურ მატჩს უმასპინძლებს ორჰუსის სტადიონი, გახსნის ოფიციალური ცერემონიალი დღეს ოლბორგში დანია-შვეიცარიის მატჩის წინ გაიმართება.

ორჰუსი

249,7 ათასი ადამიანი

დაარსდა: 951 წ.

რეგიონი: აღმ. იუტლანდია

NRGI პარკი

20 032 მაყურებელი

ოლბორგი

102,3 ათასი ადამიანი

დაარსდა: 1040 წ.

რეგიონი: ჩრდ. დანია

ენერგი ნორდ არენა

10 500 მაყურებელი

ჰერნინგი

45,9 ათასი ადამიანი

დაარსდა: 1800 წ.

რეგიონი: მიდტიულანდი

MCH არენა

9 600 მაყურებელი

ვიბორგი

91,4 ათასი ადამიანი

დაარსდა: VIII საუკუნე

რეგიონი: მიდტიულანდი

ვიბორგ სტედიუმი

9 566 მაყურებელი

ფორმატი და ჯგუფები

სულ ორი ჯგუფია, ა და ბ, პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები ნახევარფინალში გადიან. ა ჯგუფში მოხვდნენ: დანია, შვეიცარია, ისლანდია და ბელარუსი, ბ ჯგუფში: ინგლისი, უკრაინა, ესპანეთი და ჩეხეთი. სამი საუკეთესო ნაკრები ლონდონის ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს. ამასთან, ინგლისელებს ეს საგზური (როგორც მასპინძლებს) უკვე ჯიბეში აქვთ. ასე რომ, თუკი ისინი ნახევარფინალში ვერ გავლენ, ნახევარფინალში დამარცხებულები ერთმანეთში ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძოლებენ. თუკი ინგლისელები გავლენ ნახევარფინალში ამ მატჩის გამართვის აუცილებლობა მოიხსნება, რადგან დანარჩენი სამი ნახევარფინალისტი ავტომატურად მოიპოვებს ოლიმპიადის საგზურს.

გუნდები

8 ნაკრებიდან ერთადერთი უკრაინის ნაკრებია წარმოდგენილი შინაურ პირველობაში მოასპარეზე ფეხბურთელებით, რომელთა შორის არის ეროვნებით ქართველი (მაგრამ უკრაინის მოქალაქე) თემურ ფარცვანია. ფარცვანია კიევის "დინამოს" 19 წლის მცველია. 2009 წელს ის იყო 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონი უკრაინის კაპიტანი. ყველაზე მეტი წარმომადგენელი დანიაში ბელარუსულ ბატე-ს და უკრაინულ "დინამოს" ეყოლება - 6-6, 5 ფეხბურთელი ბარსელონელია. ყველაზე ახალგაზრდული გუნდი შვეიცარიას ჰყავს (მათი საშუალო ასაკი 20 წელია). ესპანეთის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ორი ჩემპიონია: ხუან მატა და ხავი მარტინესი. ინგლისელებს დიდი დანაკლისი აქვთ, "ლივერპულმა" ენდი ქეროლი არ გაუშვა ჩემპიონატზე, "არსენალმა" ჯეკ უილშირი და კირან გიბსი (ეს უკანასკნელი განაცხადში მაინც არის, თუმცა დანიაში არ ითამაშებს).

ბელარუსი

მწვრთნელი: გიორგი კონდრატიევი

გუნდი: 1. ალიაქსანდრ ჰუტარი (ბატე), 2. სტანისლავ დრაჰუნი (დინამო მინსკი), 3. სიარჰეი მაცვეიჩიკი (გომელი), 4. სიარჰეი პალიცევიჩი (დინამო მინსკი), 5. დმიტრი ბაჰა (ბატე), 6. იური ასტრავჩუკი (ვედრიჩი), 7. მიხაილ სივაკოვი (ვისლა, პოლონეთი), 8. მიკიტა ბუკატკინი (ნაფტანი), 9. მაქსიმ სკავიში (ბატე), 10. ვლადიმირ იურჩენკო (შახტიორი), 11. ანდრეი ვარანკოვი (კრივბასი, უკრაინა), 12. არტემ გომელკო (ლოკომოტივი, რუსეთი), 13. პაველ ნიახაიჩიკი (ბატე), 14. იური რიჟკო (ჟოდინო), 15. დმიტრი რეკიში (პოლონია, პოლონეთი), 16. მიხაილ გორდეიჩუკი (ბატე), 17. ვიტალ ჰაიდუჩიკი (ბრესტი), 18. ძიანის პალიაკოვი (შახტიორი), 19. იავჰენ სავასტსიანავი (ნემანი), 20. ალეჰ ვერაცილა (დინამო მინსკი), 21. ეგორ ფილიპენკო (ბატე), 22. დმიტრი ჰუშჩანკა (ვიტებსკი), 23. ულაძიმირ ხვაშჩინსკი (ბრესტი).

დანია

მწვრთნელი: კელდ ბორდინგაარდი

გუნდი: 1. იონას ლოსლი (მიდტიულანდი), 2. ანდერს რანდრუპი (ბრონდბიუ), 3. მატიას "ზანკა" იორგენსენი (კოპენჰაგენი), 4. ანდრეას ბიელანდი (ნორდსილანდი), 5. ნიკოლაი ბოილესენი (აიაქსი, ჰოლანდია), 6. მადს ოლბეკი (მიდტიულანდი), 7. დანიელ ვასი (ბრონდბიუ), 8. მიკე იენსენი (ბორნდბიუ), 9. ნიკოლაი იორგენსენი (ლევერკუზენი, გერმანია), 10. კრისტიან ერიქსენი (აიაქსი, ჰოლანდია), 11. ნიკოლაი აგერი (ბრონდბიუ), 12. მადს ნიელსენი (რანდერსი), 13. ლასე ნიელსენი (ოლბორგი), 14. ნიკი ბილე (ვილიარეალი, ესპანეთი), 15. იესპერ იელსგარდი (მიდტიულანდი), 16. მიკელ ანდერსენი (რედინგი, ინგლისი), 17. ტომას დელეინი (კოპენჰაგენი), 18. კასპერ პოვლსენი (ორჰუსი), 19. სიორენ ფრედრიქსენი (სიონდერისკე), 20. მატი ლუნდ ნიელსენი (ნორდსილანდი), 21. ჰენრიკ დალსგაარდი (ოლბორგი), 22. ბაშკიმ კადრი (ოდენსე), 23. ნიკლას ჰიოლუნდი (ლუნგბიუ).

ისლანდია

მწვრთნელი: ეიოლფურ სვერისონი

გუნდი: 1. ჰარალდურ ბიორნსონი (ვალური), 2. ბიორნ სიგურდსონი (ლილესტრიომი), 3. ჰოლმარ ეიოლფსონი (ვესტ ჰემი, ინგლისი), 4. ეგერტ იონსონი (ჰართსი, შოტლანდია), 5. ჰიორტურ ვალგარდსონი (გიოტებორგი, შვედეთი), 6. ბირკირ ბიარნასონი (ვიკინგი, ნორვეგია), 7. იოჰან გუდმუნდსონი (ალკმაარი, ჰოლანდია), 8. ბიარნი ვიდარსონი (მეხელენი, ბელგია), 9. რურიკ გისლასონი (ოდენსე, დანია), 10. გილფი სიგურდსონი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), 11. არნორ სმარასონი (ესბერგი, დანია), 12. ოსკარ პეტურსონი (გრინდავიკი), 13. ელფარ ჰელგასონი (ბრეიდაბლიკი), 14. პორანინ ვალდიმარსონი (ვესტმანაეია), 15. ალმარ ოლმარსონი (ფრამი), 16. გუდმუნდურ კრისტიანსონი (ბრეიდაბლიკი), 17. არონ გუნარსონი (ქოვენთრი, ინგლისი), 18. ანდრეს იოჰანესონი (ფოლკირი), 19. კოლბეინ სიგპორსონი (ალკმაარი, ჰოლანდია), 20. არნარ პეტურსონი (სიონდერისკე, დანია), 21. ალფრედ ფინბოგასონი (ლოკერენი, ბელგია), 22. სკული ფრიდგეირსონი (რეიკიავიკური), 23. იონ ფიოლუსონი (ბეერსხოტი, ბელგია)

შვეიცარია

მწვრთნელი: პიერლუიჯი ტამი

გუნდი: 1. იან ზომერი (ბაზელი), 2. ფილიპ კოხი (ციურიხი), 3. ფაბიო დაპრელა (ბრეშა, იტალია), 4. პაჟტიმ კასამი (პალერმო, იტალია), 5. ჯონათან როსინი (სასუოლო, იტალია), 6. ფაბიან ლუშტენბერგერი (ჰერტა, გერმანია), 7. ინოსენტ ემეგარა (გრასხოპერი), 8. მორენო კოსტანცო (იანგ ბოიზი), 9. ფაბიან ფრაი (ბაზელი), 10. ჯერდან შაჩირი (ბაზელი), 11. ადმირ მეჰმედი (ციურიხი), 12. კევინ ფიკენტშერი (სიონი), 13. ნასიმ ბენ ხალიფა (ნიურნბერგი, გერმანია), 14. გრანიტ ჯაკა (ბაზელი), 15. ტიმ კლოზე (თუნი), 16. ფრანსუა აფოლტე (იანგ ბოიზი), 17. ფრანკ ფელტშერი (ბელინცონა), 18. ამირ აბრაში (გრასხოპერი), 19. მარიო გავრანოვიჩი (შალკე, გერმანია), 20. დანიელ პავლოვიჩი (გრასხოპერი), 21. ბენიამინ სიეგრისტი (ასტონ ვილა, ინგლისი), 22. ქსავიერ ჰოხშტრასერი (პადოვა, იტალია), 23. გაეტანო ბერარდი (ბრეშა, იტალია).

ჩეხეთი

მწვრთნელი: იაკუბ დოვალილი

გუნდი: 1. ტომაშ ვაცლიკი (ვიქტორია), 2. იან ლესიაკსი (ანდერლეხტი, ბელგია), 3. რადიმ რჟეზნიკი (ბანიკი), 4. ონდჟეი მაზუხი (ანდერლეხტი, ბელგია), 5. ონდრჟეი ჩელუსტკა (სლავია), 6. ლუკაშ ვაჩა (სლოვანი), 7. ტომაშ ჰორჟავა (სიგმა), 8. ბორჟეკ დოჩკალი (სლოვანი), 9. ლიბორ კოზაკი (ლაციო, იტალია), 10. იან მორავეკი (კაიზერსლაუტერნი, გერმანია), 11. ტომაშ პეკჰარტი (ნიურნბერგი, გერმანია), 12. იან კოვარჟიკი (იაბლონეცი), 13. მარსელ გეცოვი (სლოვანი), 14. ვაცლავ კადლეცი (სპარტა), 15. მილან ჩერნი (სლავია), 16. მარეკ შტეხი (ვესტ ჰემი, ინგლისი), 17. მარეკ სუხი (სპარტაკი, რუსეთი), 18. ლუკაშ მარეჩეკი (ანდერლეხტი, ბელგია), 19. იან ხრამოსტა (ბოლესლავი), 20. მიხაელ რაბუშიჩი (ბრნო), 21. იან ჰოშეკი (ტეპლიცე), 22. ადამ ჰლუშეკი (კაიზერსლაუტერნი, გერმანია), 23. იან ჰანუში (სლავია).

ინგლისი

მწვრთნელი: სტიუარტ პირსი

გუნდი: 1. ფრენკ ფილდინგი (დერბი), 2. მაიკლ მანსიენი (ჰამბურგი, გერმანია), 3. რაიან ბერტანდი (ჩელსი), 4. ფაბრის მუამბა (ბოლტონი), 5. კრის სმოლინგი (მანჩესტერი), 6. ფილ ჯონსი (ბლექბერნი/მანჩესტერი), 7. მარკ ოლბრაიტონი (ასტონ ვილა), 8. ჯორდან ჰენდერსონი (სანდერლენდი/ლივერპული), 9. დენი უელბეკი (მანჩესტერი), 10. დანიელ სტარიჯი (ჩელსი), 11. სკოტ სინკლერი (სუონსი, უელსი), 12. კირან გიბსი (არსენალი), 13. ალექს მაკარტი (რედინგი), 14. კაილ უოლკერი (ტოტენჰემი), 15. ჯეიმს ტომკინსი (ვესტ ჰემი), 16. ჯეკ კორკი (ჩელსი), 17. ტომ კლევერლი (მანჩესტერი), 18. ჰენრი ლენსბერი (არსენალი), 19. ჯეკ როდველი (ევერტონი), 20. დენი როუზი (ტოტენჰემი), 21. ნათან დელფუნესო (ასტონ ვილა), 22. კონორ უიქჰემი (იფსვიჩი), 23. ჯეისონ სტილი (მიდლსბრო).

ესპანეთი

მწვრთნელი: ლუის მილია

გუნდი: 1. რუბენ მინიო (ბარსელონა), 2. სესარ ასპილიკუეტა (მარსელი, საფრანგეთი), 3. ალვარო დომინგესი (ატლეტიკო), 4. ხავი მარტინესი (ბილბაო), 5. მიკელ სან ხოსე (ბილბაო), 6. ხეფრენ სუარესი (ბარსელონა), 7. ადრიან ლოპესი (დეპორტივო), 8. დანიელ პარეხო (ხეტაფე/ვალენსია), 9. ბოიან კრკიჩი (ბარსელონა), 10. ხუან მატა (ვალენსია), 11. დიეგო კაპელი (სევილია), 12. მარტინ მონტოია (ბარსელონა), 13. დავიდ დე ხეა (ატლეტიკო/მანჩესტერი), 14. ემილიო ნსუე (მალიორკა), 15. ხოსე ვალდესი (სპორტინგი), 16. ვიქტორ რუისი (ნაპოლი, იტალია), 17. დიდაკ ვილა (მილანი/ესპანიოლი), 18. ანდერ ერერა (სარაგოსა/ბილბაო), 19. ტიაგო ალკანტარა (ბარსელონა), 20. ალბერტო ბოტია (სპორტინგი), 21. რუბენ პერესი (დეპორტივო), 22. იკერ მუნიაინი (ბილბაო), 23. დიეგო მარინო (ვილიარეალი).

უკრაინა

მწვრთნელი: პაველ იაკოვენკო

გუნდი: 1. ანტონ კანიბოლოცკი (დნიპრო), 2. ბოჰდან ბუტკო (ვოლინი), 3. იევჰენ სელინი (ვორსკლა), 4. იაროსლავ რაკიცკი (შახტარი), 5. არტემ პუტივცევი (ილიჩივეცი), 6. ვიტალი ვიტსენეცი (შახტარი), 7. იევჰენ კონოპლიანკა (დნიპრო), 8. ტარას სტეპანენკო (შახტარი), 9. მიკოლა მოროზიუკი (მეტალურჰი დონეცკი), 10. რომან ზოზულია (დინამო კიევი), 11. ანდრი იარმოლენკო (დინამო), 12. დენის ბოიკო (დინამო), 13. თემურ ფარცვანია (დინამო), 14. ოლეჰ ჰოლოდიუკი (კარპატი), 15. სერჰი კრივცოვი (შახტარი), 16. მაქსიმ ბილი (ზარია), 17. ვოლოდიმირ ჩესნაკოვი (ვორსკლა), 18. ოლექსეი კურილოვი (ვორსკლა), 19. დენის ჰარმაში (დინამო), 20. ოლექსანდრ მატვიივი (ვორსკლა), 21. ვალერი ფედორჩუკი (კრივბასი), 22. არტემ კრავეცი (დინამო), 23. დმიტრო ნეპოჰოდოვი (მეტალურგი დონეცკი).

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]

"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ