საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე შეხვედრაში ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით - 1:2 დასრულდა.

ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, ისრაელის ნაკრები მე-10 წუთზე კორალ ჰაზანმა დააწინაურა. სტუმრებმა უპირატესობის გაზრდა მეორე ტაიმში მოახერხეს, 61-ე წუთზე თათია გაბუნიას კარი რაჰელ შტაინშნაიდერმა აიღო. ჩვენმა გუნდმა სხვაობის შემცირება მალევე მოახერხა. 70-ე წუთზე შორეული საჯარიმო დარტყმით მეტოქეს თეონა ბაქრაძემ გაუტანა. გატანილი გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა, თუმცა 79-ე წუთზე მსაჯმა ნინო პასიკაშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. ლევან ბაჯელიძის გუნდმა დარჩენილ დროში ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხა.

საქართველო 1:2 ისრაელი

თბილისი, "მიხეილ მესხი"

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი, ჯოჯუა, ჭიჭინაძე, წყონია, ბაქრაძე, დანელია (46' სულაშვილი), სუთიძე, თოდაძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

ისრაელი: კერენი, ბეენი, პერლი, ნაკავი, დავიდი, ჰაზანი, ფალკონი, მიხაელი (87' სელიმჰოძიჩი), კაცი, ავადი (79' რაჰამიმი), შტაინშნაიდერი (88' შარაბი)

მთავარი მწვრთნელი: გაბრიელ ბურშტეინი

მსაჯები: ლიუდმილა ტელბუხი (უკრაინა), სვიტლანა გრუშკო (უკრაინა), ოლეკსანდრა ვდოვინა (უკრაინა), კატერინა ზორა (უკრაინა)

გაფრთხილება: 39', 79' პასიკაშვილი

გაძევება: 79' პასიკაშვილი

გოლები: 0:1 ჰაზანი (10), 0:2 შტაინშნაიდერი (61), 1:2 ბაქრაძე (70)

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე შეხვედრას 26 ნოემბერს კვლავ საკუთარ მოედანზე, მალტის ქალთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

GFF.GE

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
მოლდოვა 0:1 საქართველო
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
მოლდოვა 1:0 საქართველო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში