საქართველოს ჩემპიონატი 10 მაისს, "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გამო შეწყდა და დღეს მეექვსე ტურის შეხვედრებით განახლდება
თბილისში ახლახან გამართული "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშების გამო, საქართველოს ჩემპიონატი 10 მაისს შეწყდა და დღეს მეექვსე ტურის შეხვედრებით განახლდება.

ხუთი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში დაუმარცხებლად ლიდერობს ქუთაისის "აია", რომელმაც განვლილ ტურებში ძირითადი კონკურენტების თბილისის "ლელოსა" და "ლოკომოტივის" დამარცხება შეძლო. უახლოეს მდევარ "არმიას" კი, პირველი წრის ბოლო, მეშვიდე ტურში ეთამაშება.

ქუთათურები დღეს თბილისში, "ვისოლის" სარაგბო სტადიონზე გათამაშების აუტსაიდერ "ყოჩებს" დაუპირისპირდებიან. მეტოქისგან განსხვავებით, ერთ დროს ქართული რაგბის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, წლეულს ძალზე ცუდად ასპარეზობს. "ყოჩებმა" ხუთი თამაშიდან ხუთივე წააგეს და მისთვის უჩვეულო ამპლუაში იმყოფება.

"აია" ამ თამაშს საკადრო პრობლემებით ხვდება. "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშებაში საქართველოს ნაკრებში ხუთმა ქუთაისელმა ითამაშა და აქედან ორი გუნდში დაშავებული დაბრუნდა. "აიას" ლიდერები, მოთამაშე მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე, შუამარბი ირაკლი გიორგაძე და გარემარბი ირაკლი ჩხიკვაძე საქართველოს ნაკრებთან ერთად რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იმყოფებიან IღB-ს ერთა თასზე საასპარეზოდ.

დანაკლისი აქვს "ყოჩებსაც". თბილისურ გუნდის პირველ ხაზში სხვადსხვა მიზეზების გამო ისედაც სერიოზული პრობლემებია. ამას კიდევ ეროვნულ ნაკრებში შერკინების კვაჭის შალვა მამუკაშვილის მიწვევა დაემატა. "ბორჯღალოსანთა" შორისაა ასევე "ყოჩების" ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე. ერთი სიტყვით, ძალები ასე თუ ისე, ვფიქრობთ, გათანაბრებულია. თანაც, ისიც საინტერესოა, როგორ გამოიყენეს ამ გუნდებმა ჩემპიონატის საკმაოდ დიდი პაუზა.

მეორეადგილოსანი, გათამაშების დებიუტანტი "არმია" ჩემპიონატის სასიამოვნო მოულოდნელობის ავტორ თბილისის "არმაზს" დაუპირისპირდება. არმაზელებმა ხუთი თამაშიდან ორი მოიგეს, ერთში ფრეს მიაღწიეს და ორში დამარცხდნენ. საგულისხმოა, რომ ამ გუნდს დანაკარგი, ფაქტობრივად, არ აქვს. მისი მოთამაშეები ეროვნულ ნაკრებში მიწვეულნი არ არიან და, სავარაუდოდ, ამ მატჩისთვის ოპტიმალური შემადგენლობის გამოყვანა უნდა შეძლოს.

"არმიამ" კი ჩემპიონატში შესვენებისას დანაკლისი განიცადა. ეროვნული ნაკრების წევრი, შერკინების კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი საფარნგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე ვასილ კაკოვინისა და დავით ხინჩაგიშვილის "ბრივში" გადაბარგდა. ეროვნულ ნაკრებშია მიწვეული და ბუქარსეტში იმყოფება გუნდის ძირითადი ცხრა ნომერი ბიძინა სამხარაძე.

სავარაუდოდ, თამაში, რომელიც "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე გაიმართება, საკმაოდ დაძაბული და ძნელად პროგნოზირებადი გამოვა.

უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი ქვეყნის ჩემპიონ "ლოკომოტივისა" და "აკადემიის" დაპირისპირებაში. რკინიგზელებმა აქამდე ხუთი თამაშიდან სამი მოიგეს და 6 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე არიან. "აკადემიას" კი, რომელსაც ორი ქულით ნაკლები დაუგროვდა (ერთი მოგება, ორი ფრე და ორი წაგება) მე-6 ადგილი უჭირავს.

"ლოკომოტივს" ამ მატჩში ორი წამყვანი მოთამაშე ზვიად მაისურაძე და გივი ბერიშვილი დააკლდება. ისინი რიჩი დიქსონმა ეროვნულ ნაკრებში მიიწვია და ამჟამად ბუქარეტში იმყოფებიან. "აკადემია" მებრძოლი, ჟინიანი გუნდია და თუ მეტოქის შერკინებას გაუძლო, ბევრ პრობლემებს შეუქმნის.

ტურის კიდევ ერთ, მეოთხე მატჩში, საქართველოს თასის მფლობელი "ლელო", რომელიც ამჟამად 6 ქულით მესამე ადგილზეა რუსთავის "ხარებს" დაუპირისპირდება. რუსთაველებმა ხუთ მატჩში მხოლოდ ერთი მოიგეს და ორი ქულით ბოლოსწინა, მე-7 ადგილზეა.

საქართველოს ნაკრებში ამჯერად ორი მორაგბე, მგეზავი ლაშა ხმალაძე და გარემარბი ალექსანდრე თოდუაა მიწვეული. თოდუამ შარშან შუა სეზონში მძიმე ტრავმა მიიღო და აქამდე ჯერ არ უთამაშია. ტრავმირებული იყო ხმალაძეც, თუმცა "ლელოს" შემადგენლობაში წლევანდელი ჩემპინატის პირველივე ტურიდან თამაშობს. მიუხედავად ასეთი დანაკლისისა, ვფიქრობთ, "ლელოს" მეტოქის ძლევა ძალიან არ უნდა გაუჭირდეს.

VI ტური

ლელო-ხარები, არმია-არმაზი, ლოკომოტივი-აკადემია, ყოჩები-აია

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1.აია 5 5 0 0 +82 10

2.არმია 5 3 1 1 +18 7

3.ლელო 5 3 0 2 +39 6

4.ლოკ. 5 3 0 2 +32 6

5.არმაზი 5 2 1 2 -24 5

6.აკადემია 5 1 2 2 -17 4

7.ხარები 5 1 0 4 -59 2

8.ყოჩები 5 0 0 5 -69 0

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ