ხორვატებს, საქართველოს ნაკრებთან ჩატარებული მატჩის დროს გულშემატკივართა გამოხდომების გამო, მკაცრი სასჯელი ელით
16 ივნისს უეფას სადისციპლინო კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი, სადაც, სავარაუდოდ, ხორვატიის საფეხბურთო კავშირს სერიოზული სანქცია არ ასცდება.

საქმე ისაა. რომ 3 ივნისს, ხორვატია-საქართველოს ევროშესარჩევი მატჩისას, ხორვატი გულშემატკივრები მეტისმეტად აგრესიულად იქცეოდნენ და ტრიბუნიდან მოედანზე პეტარდებს ისროდნენ, მატჩის დელეგატის განსაკუთრებული ყურადღება კი ტრიბუნაზე გამოფენილმა სვასტიკიანმა დროშამ მიიპყრო.

ძნელი სათქმელია, როგორ დასჯის უეფა ხორვატებს. სავარაუდოა, რომ მათ სოლიდურ ფინანსურ ჯარიმას დააკისრებენ და არც ის არის გამორიცხული, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს ერთი ან რამდენიმე მომდევნო საშინაო მატჩის ჩატარებამ ცარიელი ტრუბუნების თანხლებით მოუწიოს, რაც, რაღა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს ნიშნავს.

თანამემალეთა უსაქციელობას აკრიტიკებს ხორვატიის საფეხბურთო კავშირის უსაფრთხოების კომისარი ზორან ცვრკი. "ცოტა ხნის წინ ხორვატიაში უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი იმყოფებოდა და მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ გულშემატკივრებთან დაკავშირებული პრობლემებისთვის მიგვეხედა. ხორვატია იმ ოთხ ევროპულ ქვეყანას შორისაა, სადაც ქომაგებში რასიზმი და ფაშიზმია ფეხმოკიდებული და საუბედუროდ, საქართველოსთან მატჩმა დაგვანახა, რომ ეს საშინელება ხორვატიაში კვლავ მძვინვარებს. სასჯელი უდავოდ უმკაცრესი იქნება და ახლა მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ მაყურებელთა საქციელი ხორვატიის ნაკრების შედეგებზე არ აისახება", - განაცხადა ცვრკმა.

კახაბერ
საქართველოში თუკი ასე ესმით დემოკრატია, გამოდის რომ გამოხატვის თავისუფლება, რომელიც კონსტიტუციური უფლებაა, ბუტაფორიულ ხასიათს ატარებს. მერე და ვის მიადგა იმით ზიანი ან შეურაცხყოფა, თუ ფეხბურთის ფანებმა თავიანთი ინდივიდუალური გამოხატვით დააფიქსირეს სასურველი გუნდის მხარდაჭერა? წალეკა ტუტუცობამ და უწიგნურობამ ქვეყანა. უსაქმური კაცი ყვ...ში მახათს იყრიდაო იმის არ იყოს ძალით ქმნიან ე.წ. სენსაციებს. სჯობს ქვეყანას მიხედოთ, ან სულაც საკუთარ დედას. პატივისცემით
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო