სეტონ ჰოლის 21 წლის ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ს ბიგ ისთის კონფერენციის პრესეზონის გამოკითხვაში პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. საინტერესოა, რომ აღნიშნული კონფერენციის მწვრთნელებმა ქართველი ფორვარდი საუკეთესოთა შორის ერთხმად დაასახელეს. სანდრომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა:

“სიმართლე გითხრათ, ასეთ რამეებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მთავარია, ის, ჩვენ როგორ ვთამაშობთ. ყოველ ჯერზე, როდესაც მოედანზე გავდივართ, მთელი გულით ვიხარჯებით და ვცდილობთ, მეტოქეზე მეტი გავაკეთოთ. ცხადია, სასიამოვნოა, როდესაც საკუთარ თავს რაიმე გამოკითხვის სათავეში ხედავ, თუმცა, ეს კალათბურთია. ის, ვინც უფრო ბევრს მუშაობს და წარმატების მეტი სურვილი აქვს, იმარჯვებს კიდეც. ახალ სეზონშიც ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ იმაზე უკეთესები ვართ, ვიდრე ისინი ფიქრობენ”.

გამოკითხვის შედეგები სპეციალური მედია-დღის ფარგლებში გახმაურდა და პრესეზონის რეიტინგიც შედგა, სადაც სეტონ ჰოლი (67 ქულა) ბიგს ისთის კონფერენციის მე-5 ადგილზე აღმოჩნდა, მის წინ კი, ვილანოვა (99), რატი ანდრონიკაშვილის ახალი კლუბი კრეიტონი (91), პროვიდენსი (79) და კონექტიკუტი (69) გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი სეტონ ჰოლს 2017 წელს ფლორიდული მონტვერდეს აკადემიიდან შეუერთდა და მას შემდეგ საგრძნობი პროგრესი აქვს. სანდრო პირველ სეზონში საშუალოდ 2.6 ქულას აკეთებდა, მეორეში – 8.9-ს, ახლა კი, თამაშში 11.9 ქულა ჰქონდა. გასულ სეზონში ქართველი კალათბურთელი ბიგ ისთის კონფერენციის მესამე სიმბოლურ ხუთეულში აირჩიეს. მოგვიანებით სანდრო NBA-ს დრაფტზეც დადგა, რამდენიმე კლუბთან გასაუბრებაც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ კოლეჯთა ლიგაში თამაში დაასრულოს და დრაფტზე 2021 წელს დადგეს.

სეტონ ჰოლი NCAA-ს ახალ სეზონს 11 დეკემბერს დეპოლთან მატჩით გახსნის, შემდეგ კი, თვის განმავლობაში, ქსავიერთან (15), მარკეტთან (17), პროვიდენსთანა (20) და ჯორჯთაუნთან (23) თამაშები ელის.

GBF.GE

Guja Kakhadze
წარმატებები სანდროს!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა